ადამიანის დახასიათება, თვალების ფერის მიხედვით

მაშ ასე, როგორც თქვენ მთხოვეთ დახასიათება დვალების ფერის მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ :* მოხარული ვარ, თუ დაგაინტერესათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ადამიანზე არა მარტო მისი სიტყვებისა და ქმედებებიდან გამომდინარე, არამედ მისი არავერბალური მდგომარეობითაც _ პოზებით, ჟესტებით, მოძრაობებით, წარმოსადეგობით, სიარულით, სახის გამომეტყველებით, გარკვეული სამოსისა და თმის ვარცხნილობებისადმი უპირატესობის მინიჭებით. მაგრამ ამის გარდა არსებობს ფიზიკური მონაცემებიც, რომლებიც ასევე გვეხმარებიან ადამიანის ამოცნობაში. განსხვავებული კონსტრუქცია სხეულის, ცხვირის ფორმის, სახეზე გამონაყარის ხასიათით – ეს ყველაფერი ასახავს ადამიანის ამა თუ იმ პირადულ თვისებებს. ამაში ყველაზე დიდ როლს თვალები თამაშობს. ამ ყველაფერის ცოდნის შედეგად თქვენ არა მარტო თქვენს თავში გაერკვევით კარგად, არამედ _ ხალხშიც. ამასთან, ეს საერთოდ არ არის რთული. საჭიროა მხოლოდ სწორად გაარკვიოთ თვალის ფერი და ელფერი. არსებობს მარტივი წესი _ ადამიანს რაც უფრო ნათელი თვალის ფერი აქვს _ მით უფრო რომანტიკული და ადვილად ტკივილმისაყენებელია. რაც უფრო მეტი ფერი ურევია თვალს, მისი მეპატრონე მით უფრო საინტერესო და შემოქმედებითი პიროვნებაა. რაც უფრო თბილი ელფერი აქვს თვალს, მით უფრო ნაზია მისი მეპატრონე. და შესაბამისად, პირიქით, რაც უფრო ცივია თვალი, მით უფრო ცივი ხასიათი აქვს მის მეპატრონეს. ______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

მწვანე თვალები

მწვანეთვალება ადამიანები გამოირჩევიან თავისის გატანით, გამძლეობით, ჟინიანობით, სტაბილურობით, სიმტკიცით, პრინციპულობითა და მიზანდასახულობით. თუ დაისახავენ რაიმე მიზანს, მისკენ შეუპოვრად მიდიან. მიზნისკენ სავალ გზაზე არსებულ ყველა წინააღმდეგობას ლახავენ. ისინი კარგი ორგანიზატორები და ავტორიტეტები არიან. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მათ, როგორც სხვა ყველა ნათელი თვალების მქონე ადამიანს, არ ყოფნით ენერგია და სასიცოცხლო ძალა. ისინი არც ისე დიდად მიისწრაფიან ლიდერობისაკენ, მაგრამ უნდათ იყვნენ პატივსაცემი და საკუთარი საქმის პროფესიონალები. მწვანეთვალებიანებს ხშირად ეს გამოსდით კიდეც. ისინი რეალისტები და სამამრთლიანები არიან, ყველაფერს გულდასმით წონიან. აქვთ უნარი არსებული სიტუაციიდან სწორი გამოსავალის მოძებნისა. ამ კატეგორიის ხალხს სიმკაცრე, კორექტულობა და მრავალსიტყვიანობა ახასიათებს. გარდა ამისა, საიდუმლოებით მოცულნი და ამოუცნობები არიან _ ამ წამს სხვანაირები არიან, ხვალ კი _ სრულიად სხვანაირები. ზუსტად ცნობენ ადამიანებს. არიან ეშმაკები, გაქნილები, შეუძლიათ იყვნენ ცბიერებიც. უპირატესობას ანიჭებენ კონფლიქტებისათვის თავის არიდებას, ოსტატურად მანიპულირებენ ადამიანებით. არსებობენ რბილი ხასიათის მქონე მწვანეთვალებიანებიც, რომლითაც არც თუ ისე კეთილმოსურნე ხალხს შეუძლია ისარგებლოს. სამართლიანი იქნება, თუკი გაგაფრთხილებთ, ამ ხალხს თავზე წამოჯდომა არც კი გაუბედოთ. ისინი ამაყები არიან და ასეთ ურთიერთობას არ გაპატიებენ. მუდამ მოხიბლულებს ერთგულებაც შეუძლიათ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნამდვილ სიყვარულსა და თავის იდეალს იპოვიან. ეს კი არც ისე ადვილია, რადგან მათ საკუთარი თავისა და ხალხის მიმართ მაღალი მოთხოვნები აქვთ წამოყენებული, მიისწრაფვიან სრულყოფისაკენ და ეძებენ ასეთივე პარტნიორებს. გარეგნული დამოუკიდებლობის, თავდაჭერილობისა და სიმკაცრის მიუხედავად, ისინი ძალიან ნაზები, კეთილები, ალერსიანები და ადვილად გულსატკენები არიან. ხასიათით კატებს გვანან. გარეგნულად შეუვალები და დამოუკიდებლები ჩანან, თუმცა ეს მხოლოდ ნდობის მოპოვებამდე გრძელდება.

თაფლისფერი-შავი თვალები

ასეთი თვალების მქონე ადამიანები აქტიურები, ვნებიანები, იმპულსურები, ენერგიულები, აზარტულები, თავიანები და ინიციატორები არიან. მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილზე ჯდომა, გამუდმებით სიმაღლეების დაპყრობა სჭირდებათ. ისინი ძალაუფლებიანები და ბუნებით ლიდერები არიან. აქვთ მხურვალე ტემპერამენტი, არიან სექსუალურები და მგრძნობიარეები. გამოირჩევიან მიმზიდველობით, სითბოს ასხივებენ. ადამიანების მოხიბვლის უნარი აქვთ. გიჟდებიან ყურადღების ცენტრში ყოფნაზე, ამ ტიპის ადამიანების უმეტესობისთვის ეს ბუნებრივი მოვლენაა. მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერში პირველები იყვნენ. მაგრამ ამისთვის გამუდმებულ მოწონებასაც მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში აბა რისთვის მიისწრაფიან წინ, თუ ეს ყველაფერი არ იქნა აღიარებული?! თაფლისფერ-შავთვალებიანი ადამიანები გამოირჩევიან კონფლიქტურობითა და სიფიცხით. მათგან ზოგი აგრესიულიცაა. ყველაზე ხშირად წყენას ადვილად ივიწყებენ. საკუთარ თავში დარწმუნებულები, გაბედულები, უშიშრები, გონებამახვილები, მოსიყვარულეები და გულღიები არიან. ადვილად შედიან ადამიანებთან კონტაქტში. ხალხს სხვადასხვაგვარად ეპყრობიან _ ვინც უყვართ, იმას გაუმართლა, ვისაც ვერ იტანენ იმისი კი ნუ შეგშურდებათ. რაც უფრო მუქია თვალის ფერი, მით უფრო გამოკვეთილია ადამიანში ყველა ეს თვისება.

ღია თაფლისფერი-ნიგვზისფერი თვალები

ღიათაფლისფერი თვალების მქონე ადამიანებს საერთოდ განსხვავებული ხასიათი აქვთ, ვიდრე _ მუქი თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანებს. რაც უფრო ღია ფერის თვალი აქვს ადამიანს, _ მით უფრო გაუბედავი, გულჩათხრობილი და მორიდებულია. უფრო ხშირად ასეთი ხალხი მეოცნებეა.Mმიდრეკილება აქვთ სიზარმაცისა და პასიურობისაკენ, მაგრამ ასევე შეუძლიათ იყვნენ შრომისმოყვარეები, თუ ამ შემთხვევაშიც ხანდახან მაინც დაფრინავენ ღრუბლებში. ისინი მგრძნობიარეები და ნაზები არიან. გამოირჩევიან მორიდებულობით, ხათრიანობით, სანდომიანობითა და მონდომებით. შეუძლიათ ჰქონდეთ პრაქტიკული ჭკუა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მორიდებულები, რბილები და დამთმობები ჩანან, შინაგანად ჟინიანიანები არიან და მიისწრაფვიან, რომ ყველაფერი მაინც თავისებურად გააკეთონ. თუ ისინი მხოლოდ თავის თავს დაეყრდნობიან, მაშინ ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევას შეძლებენ.
მათ მუქიფერის თვალებიანი ადამიანებისაგან გაბედულობა და თვითდაჯერებულობა უნდა ისწავლონ და ყველაფერი ჩინებულად ექნებათ.

ცისფერი თვალები

ეს ფერი რომანტიკოსი და მეოცნებე ხალხისაა. ისინიBბევრს ოცნებობენ სიყვარულზე. ხშირად იგონებენ გრძნობებს, ფანტაზიორობენ. ცისფერთვალებიანები უპირატესობას ანიჭებენ ლამაზ, გალანტურ არშიყობას. მათი წყენინება ძალიან ადვილია, მაგრამ ამას დიდხანს იმახსოვრებენ. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, შეუძლიათ ძალიან განიცადონ და დეპრესიაში ჩავარდნენ. მიდრეკილები აქვთ გონება-განწყობის ხშირი ცვალებადობისა და კაპრიზებისაკენ.
რაც უფრო მეტად აქვს ასეთ თვალს ყინულის ელფერი, ასეთი ადამიანი შინაგანად მით უფრო ნაკლებად თბილია. ცისფერთვალებიანები არა მარტო ცივები, არამედ ფიცხები, მრისხანები და სასტიკებიც არიან. ძალიან ბევრია დამოკიდებული მათ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე. სიყვარულში ცვალებადებს უყვართ სხვადასხვაობა. ხშირად თავმდაბალ ცისფერ თვალებიანსაც შეხვდებით, რომელიც საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნია. ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები დაჟინებულები, მიზანდასახულები, კეთილსინდისიერები, გულუხვები არიან და სწრაფად ახერხებენ ვითარებაში გარკვევას. ამასთან, შეიძლება იყვნენ შემოქმედები და გამომგონებლებიც. მათ კარგი ფანტაზია აქვთ. თუ ცისფერ თვალებს მსუბუქად შესამჩნევი თბილი იერი აქვთ, ასეთ ადამიანს დიდი, ღრმა სიყვარული შეუძლია და ხათრიანი, მსუბუქი ხასიათი აქვს.

ლურჯი თვალები

ლურჯთვალებიანები არიან _ მომხიბვლელები, ემოციურები მგრძნობიერები, სენტიმენტალურები და რომანტიკულები. შეუძლიათ დიდი სიყვარული, თუმცა პარტნიორთან დიდი მოთხოვნებიც აქვთ. თუ მათ ვინმე არ მოსწონს, შეუძლიათ დიდხანს და შუპოვრად ებრძოლონ. ისინი უშიშრები არიან. ემოციებით მოქმედებენ, მაშინაც კი თუ ეს მათ ვნებთ. ხელმძღვანელობენ გრძნობებით. შეუძლიათ იყვნენ სუბიექტურები. ყველაფერში სიმართლესა და სამართლიანობას ეძებენ. ძლიერები და გაბედულები არიან. ლურჯთვალება ადამიანები წამსვლელები არიან ავანტიურებზეც. შეუძლიათ იყვნე ლიდერებიც, თუმცა უფრო მეტად სხვის ჩრდილ ქვეშ ცხოვრობენ. მათთვის აუცილებელია საკუთარ საქციელზე კარგად დაფიქრება ისწავლონ და ემოციების ზეგავლენის ქვეშ ყოფნისას არ იმოქმედონ იმპულსურად. ამასთან სხვებთან მიმართბაში აუცილებლად უნდა გამოიმუშაონ და იყვნენ ლოიალურობა და გულისხმიერება.

ნაცრისფერი თვალები

ისინი ხშირად სიმაღლეებზე არიან. მათ უჭირთ ისეთ სიტუაციებში ყოფნა, სადაც გონება მთავარი არ არის. მათ სირთულეები აქვთ ემოციასა და ინტუიციასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებისგან არც ისე დიდი ძალა აქვთ ბოძებული. როგორც წესი, ისინი პატიოსანნი, კეთილები და გულისხმიერები არიან. ნაცრისფერთვალებიანი მადლიერი იქნება ისეთი აზარტული პარტნიორისა, რომელიც სულის ჩამდგმელი იქნება მათი საგმირო საქმეებისა. მუქი ნაცრისფერთვალებიანები ბუნებით ძალაუფლებიანები, ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან.

ნაცრისფერი-ცისფერი თვალი

ამ ორი ყინულის იერის მქონე თვალებიანი ადამიანები ცისფერთვალებიანებისა და ნაცრისფერთვალებიანების თვისებებისაც ატარებენ. ასეთი ადამიანი _ ამბიციური, გაბედული, სამართლიანი, მიზანდასახული და მტკიცეა. ამასთან, მდგომარეობიდან იშვიათად გამოდის, მშვიდია და პატიოსანი. ასეთ თვალებიან ადამიანებს შორის შეიძლება ხშირად ნამდვილ ბრძენ ხალხსაც შეხვდეთ _ მათი გონება ხომ ინსტუიციას, მოქნილობას, აზროვნებასა და გამჭრიახობას ერწყმის. ეს ადამიანები, მართალია, სენტიმენტალიზმით დიდად არ გამოირჩევიან, მაგრამ სიყვარულს შეიძლება მთლიანად მიეცნენ. ბევრია დამოუკიდებელი იმაზე თუ რომელი ფერი ჭარბობს თვალში P_ ცისფერი თუ ნაცრისფერი. ისინი დიდი სულიერებითა და ემოციურობით არ გამოირჩევიან, თუმცა სამართლიანები არიან და აქვთ უნარი რთული სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვონ. ამასთან შეუძლიათ, დაგეხმარონ, დაგიცვან და კარგი საქმიანი რჩევაც მოგცენ.

ნაცრისფერი-მწვანე თვალები

ასეთ ხალხს შეიძლება, რომ სამართლიანად დაერქვას ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, სამართლიანი, რეალისტი და პრაგმატული. გამოირჩევიან სიმტკიცით, მოთმინებითა და გაბედულობით. მათი გონება ერწყმის გრძნობებს, მოხერხებულობასა და ინტუიციას. ასეთი თვალების მქონე ადამიანები ადვილად შედიან კონტაქტში. ისინი მზრუნველები არიან და ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალხს სწორედ მათთან უყვარს საკუთარ პრობლემებზე ტირილი. ნაცრისფერ-მწვანე თვალებიანი ადამიანები ერთდროულად არიან ნაზები, მგრძნობიარეები, მკაცრები და ძალაუფლების მოყვარულები. თუ ვინმე გზაზე გადაეღობათ შეუძლიათ შეუბრალებლები და შეუპოვრები იყვნენ მასთან დაპირისპირებისას.

ყვითელი თვალები (შეგახსენებთ, რომ   ყვითელ თვალებს ღია თაფლისფერისა, და მწვანის ნარევს ეძახიან )) როგორც შავს მუქ ყავისფერსს… ))

შეიძლება ითქვას ვეფხვის ან გველის თვალები, რაც გამორჩეულ ადამიანებს აქვთ. ასეთი თვალების მქონე ადამიანები საკმაოდ ცოტანი არიან. ისინი ორიგინალურები არიან. თვალზე თბილი ყვითელი პიგმენტები მათ არტისტულებსა და მომხიბვლელებს ხდის, ამასთან, არიან კეთილები და უხვები. ისინი მოხერხებულები, მოქნილები და გამომგონებები არიან. ზოგიერთი მათგანს შეუძლია იყოს ცბიერი, გამჭრიახები, ეშმაკები და ამოუცნობი. შესაბამისად, არც ისე “კარგ დღეში” აღმოჩნდევა ის ვინც მათ მდგომარეობიდან გამოიყვანს. ხელმძღვანელობენ გრძნობებით, თავისი ახლობლებისა და მეგობრებისათვის შეუძლიათ ბოლომდე იბრძოლონ. მათი შეშინება ძნელია. თუ ასეთი ადამიანი აგირჩევთ, ის თქვენთან იქნება ერთგული და გულკეთილი, ყოველთვის დაგიცავთ. ყვითელთვალებიანი ადამიანები ვერ იტანენ დამორჩილებას, არიან ფიცხები და ძნელად აკონტროლებენ საკუთარ თავს. ყოველთვის გრძნობენ სიყალბეს.

ნაცრისფერი-თაფლისფერი-მწვანე თვალი

ასეთი ხალხი გამოირჩევა მერყევი ხასიათით, არ არიან საკუთარ თავში დაჯერებულები. ისინი მორიდებულები არიან. უპირატესობას ანიჭებენ გაცილებით ძლიერ და ძალაუფლებიან პარტნიორებს, რომლებსაც ისინი შეძლებენ დაეჭვების გარეშე გაყვნენ. ეს ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ ალერსით, გულისხმიერებით, ზრუნვით, საიმედოები და პასუხისმგებლობიანები არიან, მაგრამ ამავე დროს მშიშრები, არათანმიმდევრულები, არაორგანიზებულები და მოუწესრიგებლები არიან.

About these ads

8 responses to “ადამიანის დახასიათება, თვალების ფერის მიხედვით

  1. ილიასბლოგი October 12, 2011 at 5:40 pm

    ცისფერი :) (თუმცა მუქი ლურჯი მაქვს)

  2. Khatia October 12, 2011 at 7:59 pm

    თაფლისფერი-შავი თვალები.
    ზუსტია! ყოჩაღ ..))

  3. qetusia October 13, 2011 at 10:49 pm

    მწვანე თვალები მაქვს და ნამდვილად ასეა>>> ,, მუდამ მოხიბლულებს ერთგულებაც შეუძლიათ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნამდვილ სიყვარულსა და თავის იდეალს იპოვიან. ეს კი არც ისე ადვილია, რადგან მათ საკუთარი თავისა და ხალხის მიმართ მაღალი მოთხოვნები აქვთ წამოყენებული, მიისწრაფვიან სრულყოფისაკენ და ეძებენ ასეთივე პარტნიორებს” =))

  4. Levani October 31, 2011 at 11:40 am

    shen ra feris tvalebi gaqvs?

  5. xawik October 31, 2011 at 5:36 pm

    თაფლისფერ-მწვანე -ბალოტისფერიიი.. >>??

  6. chyono January 11, 2012 at 10:47 am

    bicho bicho bichooo….. me muqi taflisfer shavi tvalebi maqvs da aqtiuroba miyvars..azartuloba dzaan miyvars ..1 adgilze dgoma an jdoba ar shemidzlia da simagleze yofnaze xom vabodeb:D:D:Daq ar vici romel simaglezea laparaki haershi yofnaze tu ragac sicocxlis mwvervalis pontshi yofnaze magram me magla miyvars yofna did mandzilze D:D:D::D:D:D:D:D IMENA YVELAFERI DAEMTXVAAA :D:D:D:D:D:D:D:DD da chemi dzmakacis xasiatic daemtxva gia mwvaneze :D:D:D:D::D:DDdd

  7. beqa October 30, 2012 at 10:19 am

    taflisferi shavi tvalebi zustad daemtxva dzaan magaria :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 142 other followers

%d bloggers like this: