გავანებივროთ კანი ნიღბებით

შემოდგომამ ძალა მოიკრიბა, სულ მალე დაგვიზამთრდება, არც სველი თოვლია მოულოდნელი, არც გადარეული ქარი, მზე მალე სქელი ნაცრისფერი ღრუბლით დაიმალება, მოწყენილობაც გიტევს, დაღს ასვამს გარეგნობას. სახის კანი ცივ და ქარიან ამინდში სითხეს კარგავს, შრება და უხეშდება.

 

ფერის აღდგენა, დაღლილობის მოხსნა, დარბილება, ტონიზირება და განახლება კი ნიღბებით შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის გარჯას არ დაიზარებთ.

  * მშრალი კანისთვის: წვრილად გახეხილ ვაშლს შევურევთ 1 ჩ. კ. თაფლს და 1 კვერცხის გულს. დავამატებთ 0,5 ჩ.კ. მცენარეულ ზეთს და ლიმნის წვენის რამდენიმე წვეთს. ნიღაბი სახეზე 20 წუთით დავიდოთ და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

  * გაღიზიანებულ მშრალი კანის დასამშვიდებლად: ქაცვი და 2 ჩ.კ. ცხიმიანი ხაჭო ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ 1 ჩ.კ. ქაცვის წვენი, 1 კვერცხის გულის ნახევარი და 1 ჩ.კ. კამფორის ზეთი. როცა ამას, ყველაფერს კარგად არევთ, სახეზე 15 წუთით დაიდებთ. შემდეგ გულმოდგინეთ მოიშორებთ, ჩაის ნაყენით ჩამოწმენდთ სახეს და დამატენიანებელს წაისვამთ. ნიღაბი კვებავს და არბილებს, ელასტიურობას მატებს კანს.

  * გაღიზიანებული კანისთვის: გახეხეთ უმი კარტოფილი და დაიდეთ კანზე. გასაკეთებლად ძალიან მარტივია, მშრალი და აქერცვლისკენ მიდრეკილი  კანისთვის კი – ძალიან სასარგებლო. დამარბილებელი და დამატენიანებელი ზემოქმედებით გამოირჩევა.

  * ცხიმიანი კანისთვის: ათქვეფთ 1 კვერცხის ცილას და დაუმატებთ 1 ჩ. კ. ქაცვის წვენს. ნიღაბს 20 წუთით დაიდებთ და შტოშგარეული წყლით ჩამოიბანთ.

  * ცხიმიანი და ფორებიანი კანის “გამოსაშრობად”: საშუალო ზომის ვაშლი გავხეხოთ და კვერცხის ცილას ავურიოთ. 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით მოვიშოროთ.

  * ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მოამზადეთ შემდეგი შემადგენლობის ნაყენი: 2 ჩ.კ. ე.წ. შალფეის დაჭრილი მშრალი ფოთლები, 1 ჩ.კ. ასკილის დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნაყოფი, 0,5 ჩ.კ. დაფშვნილი პიტნა. დაასხით 1,5 ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და 30 წუთით დადგით. შემდეგ ამ ნაყენში დასველებული, მარლა სახეზე 20 წუთით დაიდეთ.

  * მგრძნობიარე და ნაზი კანისთვის: ერთი ჭიქა ლობიო, დავასხათ ცოტაოდენი წყალი, და დავდგათ რამდენიმე საათით. შემდეგ ვხარშოთ, სანამ ლობიო არ დარბილდება. ლობიო გაატარეთ და ცხელი მასა ნახევარი ლიმნის წვენსა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთს შეურიეთ. კანზე 20-30 წუთი გააჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგი მკვებავია. 

  * თუ იმ ბედნიერ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნებით, ბუნებამ ნორმალური კანი რომ მისცა, სახე ნესვის ნიღბით გაანებივრეთ. ნესვის ნაჭრებს ფაფად გადავაქცევთ და შევურევთ 1 ჩ.კ. თაფლსა და ამდენსავე ნაღებს ან არაჟანს. ამ მატონიზირებელსა და მკვებავ ნიღაბს სახეზე 15-20 წუთი გააჩერებთ და თბილი წყლით ჩამოიბანთ.

  * ერთი კვერცხის გულს 1 ჩ.კ. არაჟანი, მცენარეული ზეთი და ახაგაწურული ყურძნის წვენი დავუმატოთ. ერთმანეთს კარგად ავურიოთ. ცალკე დავსრისოთ პურის გული და გასასქელებლად მანამადე გამზადებულ მასას ჩავუმატოთ. სახეზე დავიდოთ, 15-20 წუთი გავაჩეროთ და ჩამოვიბანოთ. ეს ნიღაბი კარგი მკვებავია და საუკეთესო შედეგისთვის კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ, ჩაიტარეთ 12-15 ნიღბის კურსი.

  * თუ გინდათ თქვენი კანი ელასტიური და გლუვი წამებში გახდეს, მწვანე ბარდის ნიღაბი გამოიყენეთ. რამდენიმე მოხარშულ ბარდას შეურიეთ 2 ჩ. კ. ნაღები ან არაჟანი,  20 წუთით გააჩერეთ სახეზე. ნიღბის განახლებისთვის, ბარდა ვაშლით შეცვალეთ.

  * ტონიზირებისთვის ვაშლიც საკმარისია. გახეხავთ და ფაფას 15-20 წუთით სახეზე დაიდეთ, მერე კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

About these ads

2 responses to “გავანებივროთ კანი ნიღბებით

  1. mariami January 8, 2012 at 4:10 pm

    da kvirashi ertxeles nighbebi?

  2. ქეთი January 9, 2012 at 9:32 am

    დიახ, იმიტომ, რომ ხშირად შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს კვირაში 1’ხელ საკმარისია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 136 other followers

%d bloggers like this: