ეფელიდები ანუ ჭორფლი – რა ვუყოთ გაზაფხულის საჩუქარს?


ძველ დროს ჭორფლით სერიოზულად ინტერესდებოდნენ. თუმცა ძველთაგანვე გვირჩევდნენ მის მოშორებასაც იმისთვის, რომ ორგანიზმის ენერგოდაცულობა ამაღლებულიყო. მოკლედ, ვებრძოლოთ ჭორფლს თუ მოვიხდინოთ, თავად უნდა გადავწყვიტოთ.

 

* * *
გასათვალისწინებელია, რომ ჭორფლის გაჩენისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათი აღკვეთა უფრო ადვილია, ვიდრე გაჩენილის მოშორება. ამიტომ, ვისაც საკუთარ სახეზე პიგმენტაციისკენ მიდრეკილება შეუნიშნავს, სჯობს, მზისგან თავი დაიცვას. თუ ქოლგა და დიდფარფლებიანი თავსაბურავი არ მოგწონთ, კოსმეტიკურ საშუალებებს უნდა მიმართოთ. ფოტოდამცავი საშუალება უნდა შეიცავდეს: პრეპარატ ნარინეს უჯრედულ ნაწილაკებს, კოფეინის ექსტრაქტს და კაკაოს ზეთს – ბუნებრივ ნივთიერებებს, რომლებიც ძლიერ ულტრაიისფერ გამოსხივებას უმკლავდებიან. კრემი და ფერ-უმარილივ დაგეხმარებათ. თუმცა ეს საშუალებები უძლური აღმოჩნდება ხოლმე არასისტემატური გამოყენების, ან კიდევ ხანგრძლივი დღის მანძილზე დამცავების არარსებობის გამო. ამიტომ მაინც კოსმეტიკურ მათეთრებელ საშუალებებს მიმართავენ ხოლმე.

სახის კანის გასათეთრებლად ოდითგანვე სხვადასხვა მცენარის ნაყენი ან წვენი გამოიყენებოდა. პიგმენტური ლაქების გაუფერულების განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევა: ლიმონის, სტაფილოს, კომბოსტოს, კიტრის, მარწყვის, და მჟაუნას წვენი. ბაბუაწვერას, არყის ხის ფოთლების, და ოხრახუშის ნაყენებს ჩვენი ბებიებიც იყენებდნენ. ეს ბუნებრივი კომპონენტები მესამე ათასწლეულში საცხებსა და მათეთრებელ ნიღბებში გამოიყენება. ყველაფერთან ერთად ისინი კვებავენ, ატენიანებენ და ვიტამინებით ამარაგებენ კანს, რაც განსაკუთრებით მარგებელი, საყოველთაო ავიტამინოზის დროს – გაზაფხულზეა.

ხალხური საშუალებები ჭორფლის წინააღმდეგ
კიტრი. კანის გათეთრების ყველაზე მარტივი ხერხი კიტრის ნიღაბია. ახალი კიტრი უნდა გასუფთავდეს, დაიჭრას და სახეზე განლაგდეს. 20 წუთი უნდა გავაჩეროთ, მერე მოვიშოროთ. კიტრის წვენით სახის გაწმენდაც შეიძლება. ჩამობანა საჭირო არ არის.

ბაბუაწვერა. ბაბუაწვერას ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. როცა სითხე გაგრილდება, გადავწუროთ და ბოთლში გადავასხათ. ბამბის ტამპონი დავასველოთ ნაყენით და იმ ადგილებზე წავისვათ, სადაც უფრო მეტი ჭორფლია. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ.

ოხრახუში. აუცილებელია 2 ჩ.კ. წვრილად დაჭრილ მწვანილს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დავდგათ 2-3 საათით, შემდეგ გავწუროთ. ამ ნაყენით სახეს დღეში 2-3-ჯერ ვიწმენდთ. შევინახავთ მაცივარში. ვარგისია 1 კვირამდე.

ლიმონი. თითოულ წერტილს ჭორფლს ლიმონის წვენს ვუსვამთ ბამბიანი ჩხირით. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანთ. არავითარ შემთხვევაში ლიმონის წვენი ლიმონმჟავით არ შეცვალოთ. ამას კანის დაწვა შეუძლია. 

გოგრა. გოგრის უმი მარცვალი გავფრცქვნათ, გავხეხოთ და წყალში ავჭყლიტოთ. მიღებული სითხე თაფლს შევურიოთ, პროპორციით 2:1. ყოველდღიურად დაიდეთ ეს ნიღაბი 30 წუთით სასურველი შედეგის მიღებამდე.

* * *
არ დაივიწყოთ, კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მათეთრებელი ნიღბების გაკეთება მხოლოდ საღამოსაა რეკომენდებული, ნიღბის შემდეგ აუცილებელია მზისგან დაცვა.

კანის აქერცვლაზე დამყარებული პროცედურები, რომელსაც კოსმეტოლოგები სახის გასათეთრებლად მიმართავენ, პოპულარული საშუალებაა. ასეთი აქერცვლა ზედაპირულიც არის ხოლმე და ღრმაც. მაგრამ გაითვალისწინეთ, უკანასკნელი კანს საკმაოდ აზიანებს. არ ღირს წყალბადის ზეჟანგისა და მისი შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაც. პირველს, სხვათა შორის, ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედებაც შეუძლია.

საერთოდ, მათეთრებელი პროცედურა, თუნდაც მსუბუქი და თითქოს უწყინარი, კანის გაშრობას უწყობს ხელს, რაც ადრეულ დანაოჭებას იწვევს და სახე ბერდება. ამიტომ სჯობს, მოთმინებით აღჭურვილმა ქალმა ბუნებრივი ნაყენები და საშუალებები გამოიყენოს და ნიღბებიც მათგან დაამზადოს. არ არის საჭირო, მაინცდამაინც იმ დროს ელოდოთ, როცა სახე ჭორფლით დაიფარება. ახლავე უნდა დაიწყოთ, სანამ გაზაფხული ძალას იკრებს, მზის სხივები ნაკლებად აქტიურობენ და სახეზეც “ავის მომასწავებელი” მხოლოდ ერთი ორი წერტილი ჩანს.

About these ads

16 responses to “ეფელიდები ანუ ჭორფლი – რა ვუყოთ გაზაფხულის საჩუქარს?

  1. katerina October 13, 2011 at 5:03 pm

    მე ისე მიყვარს ჭორფლი, რომ არაფრით არ მოვიშორებ. მზის ნაკოცნია, სამივე დას გვაქვს ზაფხულობით და ძალიან მოგვწონს და გვეამეყება :)

  2. Xawiiik October 13, 2011 at 6:12 pm

    ar maqqqvs magram ))) Dzaaan momwoons >> <3 ))

  3. miako October 13, 2011 at 7:26 pm

    ver vitan chorplian saxes… :(

  4. Sopo Chinchaladze October 14, 2011 at 1:07 pm

    dzaan momwons chorplebi.
    mec maqvs<3

  5. ana April 10, 2012 at 12:40 pm

    ras qvia mzes moveridoo ou.. me maq chorfli da misi moshoreba minda ….magram mzes rato unda moverido……..zagari xom unda mivigo aba samarcxvbinod tetri babaiakasavit unda viaro quchashi…. ouuuu kargit ra texavs raaa …………..:b….

  6. nanuka June 27, 2012 at 4:23 pm

    mecc maq: Xx maraa xan momwons maaraaa :Xx supta saxe joobiaa

  7. Etuna August 14, 2012 at 9:13 am

    აუუ,, მე არ მაქვს და ძაან მინდა :((( ვგიჟდები ჭორფლებზეე.. ძაან მომწონს <3

  8. gio March 1, 2013 at 11:47 pm

    ar moishorot xalxoooooooo …. miyvars

  9. mariamomariamo658 May 8, 2013 at 4:35 pm

    მე მაკვს და დალიან მეჯავრება

  10. nanuka June 2, 2013 at 7:59 pm

    ver vitan chorpls mec maqvs da ravi zogi ambobs neta mec mqondes kaiao mara supta kani maicn sxva magram arsebobs adamianebis kategoria romlebsac moswont:D

  11. sofii October 18, 2013 at 2:53 pm

    mec maqvs magram dzalian momwons da arasdros ar gamchenia imis survili,rom movishoro :) yvelaze didi sachuqaria <3

  12. fati November 9, 2013 at 9:58 pm

    makvs da ar momcons

  13. qristine July 2, 2014 at 9:16 am

    Romelimem gaaketet es rchevebiii da gishvelat

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 136 other followers

%d bloggers like this: