სხეულის ენა, ადამიანის ფსიქოლოგია )


თუ ვინმეს უყვარხართ, შესაძლოა მან არ გითხრათ თავისი გრძნობების შესახებ, მაგრამ თქვენ შეგწევთ უნარი გაიგოთ თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს შესახებ. როგორ? იგი იყენებს სხეულის ენას (თუმცა შესაძლებელი თავად ვერც კი აცნობიერებს ამას). თქვენ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ და შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ რას ფიქრობს ის ადამიანი თქვენზე. სხეულის ენა საიდუმლო და საკმაოდ ძლიერი ენაა, იგი ყოველთვის მეტს ამბობს ჩვენს შესახებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი საუბრის დროს. ექსპერტების მიერ დადგენილ იქნა, რომ ჩვენი კომუნიკაციის 50-80% სხეულის ენაზე მოდის. ჩვენი სხეული მუდმივად გასცემს სიგნალებს, თან ისე, რომ ვერც ვხვდებით ამას. არავერბალური კომუნიკაციების უნარი ადამიანებს დაბადებიდან გადმოგვეცემა.

ფოკუსი
როცა ადამიანი გიყვარს მასზე აკეთებ ფოკუსირებას და აქცევ ყურადღებას, სხვა შემთხვევაში შენი ყურადღება სხვა რაიმეზე გადადის. როცა ხარ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც გიყვარს და ის გიყურებს საუბრის დროს ეს არის ერთ_ერთი ნიშანი იმისა რომ ამ ადამიანს მოსწონხართ, რადგან, თვალები ამბობენ ყველაფერს და თუ ადამიანს არ მოსწონხარ გაიხედება ფანჯარაში ან შეხედავს სხვა გოგოს/ბიჭს.

გაფართოებული თვალები
როგორც ამბობენ თვალები სულის სარკეა. ასე რომ როცა გიყვარს ადამიანი თვალის გუგები ფართოვდება აღელვებისგან. თუ ვიღაც გიყურებთ “დიდი თვალებით” ეს გამოხატავს ინტერესს თქვენს მიმართ. ასე რომ ‘‘უყურეთ მას თვალებში და აღმოაჩინეთ ინტერესი‘‘.

ტუჩების და პირის მოძრაობა
გოგონამ შეიძლება იკბინოს ნაზად, ან ენით დაისველოს ტუჩი, ეს აჩვენებს, რომ ის არის დაინტერესებული პარტნიორით. მაგრამ, ხშირად გოგონები ამას განზრახ აკეთებენ.

თმა
თმების თამაში გამოხატავს დაინტერესებას საპირისპირო სქესის მიმართ. გოგონები ახვევენ თავიანთ თითებს თმებში. ყმაწვილები მთელ თმაში იდებენ ხელებს. თმების გრეხა უფრო მეტად დაღლილობის ნიშანია, ვიდრე სიყვარულით აღელვების.

მკლავები და ხელები
თუ გოგონა იჯვარედინებს ხელებს (რომელიც ნორმალურია იმ შემთხვევაში თუ ცივა) ის აჩვენებს რომ თავს არ გრძნობს კომფორტულად. ჩამოშვებული ხელები აჩვენებს რომ ის ნაკლებად დაცულია.

ფეხები
ქალებს უყვართ ფეხების ერთმანეთზე გადადება და ეს არ ნიშნავსიმას, რომ ის არ არის დაინტერესებული. დაივიწყე ამის შესახებ და კონცენტრაცია გააკეთე ფეხის თითებზე, რადგან ისინი მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ გამოხატონ სხეულის ძირითადი ენერგია. თუ ვიღაცის გრძნობები არის მოსაბეზრებელი ან გულგრილია მაშინ ის ფეხის თითებს უბრალოდ დებს ქვემოთ. მაგრამ, თუ ვიღაცა აღელვებული და ენერგიულია მისი ფეხის თითები აკეთებენ წრეს ან ხტიან. დაინტერესებული ქალები ფეხის თითებს სასურველი მამაკაცისკენ მიმართავენ.

ხმა
ადამიანის საუბრის მანერა და ხმის ტემბრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის მაშინვე გეუბნება: მოსაწყენია და დამღლელი? გულჩათხრობილია და წყნარი? აღტაცებულია და დაინტერესებულია? იმის გასარკვევად ადამაინი არის თუ არა დაინტერესებული შენით დააკვირდი საკუთარ მეტყველებას და შემდეგ უყურე როგორ შეიცვლება მისი. თუ ერთი ადამიანი დაინტერესებულია მეორეთი, ის საუბრობს მის მსგავსად, იღებს იგივე ხმის ტემბრს, ლაპარაკობს იგივე სიჩქარით და იყენებს იგივე ფრაზებს.

3 responses to “სხეულის ენა, ადამიანის ფსიქოლოგია )

  1. Xawiiik October 12, 2011 at 2:31 pm

    dzaalian mowoons es saitii❤ kidev dadeet aseti siaxleebii

  2. ილიასბლოგი October 12, 2011 at 4:36 pm

    საინტერესო იყო ნამდვილად.აი ხმის ტემბრმამ ხო გამაოცა.პრაქტიკაში გამოვიყენებ.დიდი მადლობა🙂 მსგავსები ბევრი დაამატეთ და აგეკიდებით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: