თმის ცვენა

თმის ცვენა, რომელიც დროებითი ან მუდმივია, მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. არის შემთხვევები, როცა გარკვეულ დაავადებასთან ან მდგომარეობასთან დაკავშირებული თმის ცვენა შექცევადია. მოდი, ქვემოთ მოყვანილი კითხვების დახმარებით გავარკვიოთ, რა არის თმის ცვენის მიზეზი.
1. ხომ არ გცვივათ თმა ერთდროულად მცირე უბნებზე?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მესამე კითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.
2. არის თუ არა გაშიშვლებული უბნები წითელი ან ცხიმიანი? ხომ არ გაქვთ ამ არეში ქავილი?

თუ პასუხი დადებითია, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს კანის დაავადებები – სებორეა, ბრტყელი ლიქენი ან ტრიქოფიტია (სოკოვანი დაავადება). აუცილებელია ვიზიტი დერმატოლოგთან. თუ პასუხი უარყოფითია, შესაძლოა ეს იყოს ბუდობრივი ალოპეცია – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის დროებით ცვენას იწვევს. აუცილებელია ვიზიტი დერმატოლოგთან.

3. ხომ არ ხართ მამაკაცი  და ხომ არ გცვივათ თმა უპირატესად შუბლთან, თხემზე? ხომ არ ჰქონიათ თქვენს მამასა და ბაბუას ანალოგიური თმის ცვენა?

თუ პასუხი დადებითია, ანდროგენეტიკური თმის ცვენა უნდა გქონდეთ. მიმართეთ დერმატოლოგს, ის დანიშნავს მკურნალობას, თუმცა ხშირად ასეთი თმის ცვენის შეჩერება შეუძლებელია. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ იყენებდით თმაზე წასასმელად სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას? ხომ არ იკრავდით თავს ან იწნავდით თმებს ძალიან მჭიდროდ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა თმის ცვენა დაკავშირებული იყოს თმის ძირებში არსებული ფოლიკულების დაზიანებასთან. მჭიდროდ შეკვრა, მჭიდროდ დაწვნა აზიანებს ფოლიკულებს. თავი არიდეთ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას და თმას მჭიდროდ ნუ შეიკრავთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ხომ არ იღებთ მედიკამენტებს ან ხომ არ იტარებთ ქიმიათერაპიას?

თუ პასუხი დადებითია, თმის ცვენა შესაძლოა იყოს მედიკამენტების, მათ შორის – სტეროიდული ჰორმონების, ან ქიმიათერაპიის გვერდითი ეფექტი. აცნობეთ ამ ეფექტის შესახებ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. ხომ არ გრძნობთ ძლიერ სისუსტეს, გადაღლას ან ხომ არ გაქვთ ადვილად აგზნებადობა?

თუ პასუხი დადებითია, სავარაუდოა რკინის ან თუთიის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან სტრესი. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. ხომ არ ბრძანდებით 50 წელს გადაცილებული ქალბატონი ან ხომ არ ხართ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში იმშობიარა?

თუ პასუხი დადებითია, არის ალბათობა, რომ თმის ცვენა დაკავშირებული იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებთან. იმ შემთხვევაში, თუ თმის ცვენა თანდათან ხდება ასაკის მატებასთან ერთად, სავარაუდოა თმის ფოლიკულის ასაკობრივი დეგენერაცია. ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი ჰორმონული ცვლილებები, როგორც წესი, გაივლის, თმის ცვენაც წყდება. ფოლიკულის ასაკობრივი დეგენერაცია კი შეუქცევადი პროცესია. ამ შემთხვევაში თმის მოვლით შესაძლებელია ფოლიკულის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: