როგორც მთხოვეთ “სხეულის ენა” როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ქცევის მიხედვით მისი ხასიათი ?

თქვენც გეცოდინებათ რამე, მგონი საკმაოდ საინტერესოა

მამაკაცის ხასიათში მორიგი ფსიქოლოგიური ექსკურსის ჩატარებას შევძლებთ, თუკი მას კანფეტებით გავუმასპინძლდებით და დავაკვირდებით, რას უზამს კანფეტის ქაღალდს.

• ქაღალდისგან პატარა გემს აკეთებს? გამომგონებელია. ასეთ მამაკაცებს ექსპერიმენტები უყვართ და ავანტიურაზეც თანხმდებიან ხოლმე. თანაც, სიახლის წყურვილი ინტიმურ ცხოვრებაშიც ვლინდება, ხანდახან თქვენი სურვილის გათვალისწინების გარეშეც. ამიტომ ყურადღებით იყავით.

• თუ აკორდეონივით კეცავს, სერიოზულ საგონებელშია. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემები აქვს და გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. შეგიძლიათ ამაში დაეხმაროთ, მაგრამ პრობლემის გადაჭრით კი არა, დანარჩენის მოგვარებით. შეუქმენით მაქსიმალურად კომფორტული ყოფითი პირობები, მაშინ თქვენი მეგობარი მთელი სერიოზულობით მოგეპყრობათ.

• როცა თქვენი რჩეული ქაღალდისგან ბურთს აკეთებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის დაიღალა რაღაც კონკრეტული საქმისგან კი არა, ყოველდღიური რუტინისა და საზრუნავისგან. თუ გსურთ მისთვის აუცილებელი გახდეთ, მის ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანას შეეცადეთ: მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასეირნება, ლაშქრობა თეატრში ან უბრალოდ რომანტიკული საღამო სანთლებით.

• მამაკაცები, რომლებიც ქაღალდს კონვერტად კეცავენ, როგორც წესი, პუნქტუალურები არიან და წესრიგი უყვართ. გარდა ამისა, ყოველთვის დასახული მიზნისკენ მიდიან, რადაც უნდა დაუჯდეთ, სულ ერთია, ეს კარიერას ეხება თუ ურთიერთობებს.

• თუკი ქაღალდს ნაკუწებად ხევს, ყურადღებიანი და მომთმენი იყავით. როგორც ჩანს, სტრესი აქვს, რომლიდანაც ვერ გამოდის. ამ მდგომარეობაში შარიანია და ნერვული, ამიტომ ნუ გააღიზიანებთ და არ გააკეთოთ ისეთი რა, რაც მას არ მოსწონს.

• ასწორებენ ქაღალდს მამაკაცები, რომელთა ბუნებაში ვინმეზე ზრუნვის სურვილია ჩადებული. მართალია, ისიც სურთ, რომ მათზე იზრუნონ. ასეთ მამაკაცთან ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იქნებით.

• მილებად ახვევენ ქაღალს ის მამაკაცები, რომლებსაც სიყვარულში იმედგაცრუება ხვდათ წილად. მათგან ინიციატივის გამოვლენის ლოდინი დიდხანს მოგიწევთ, ამიტომ თუ მოგწონთ, ყველაფერი თქვენს ხელში აიღეთ.

• თუ თქვენი ნაცნობი ქაღალდისგან ჩალიჩს (იგივე ჟგუტი) ახვევს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავს ვერ ურიგდება. როგორც წესი, ასეთი მამაკაცები უამრავი კომპლექსისგან იტანჯებიან და ამიტომ მთელ ქვეყანას უბრაზდებიან. თუკი დაეხმარებით ამ პრობლემასთან გამკლავებაში, გულწრფელ მადლიერებას იგრძნობთ. უთხარით ხოლმე კომპლიმენტები, ხაზი გაუსვით დამსახურებებს – დაეხმარეთ თქვენს მეგობარს, ირწმუნოს საკუთარი თავის, ამით თქვენც ბევრს მოიგებთ.

6 responses to “როგორც მთხოვეთ “სხეულის ენა” როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ქცევის მიხედვით მისი ხასიათი ?

  1. mari October 12, 2011 at 6:32 pm

    interesno :))

  2. Xawiiik October 12, 2011 at 6:40 pm

    auuuf ))) venatxmrbiii.. )) :$: D

  3. EKU :* December 20, 2011 at 2:06 pm

    😮 kanfetebi daagrovet gogoebo tu vinmeze sheyvarebulebi xart😀

  4. natia December 29, 2011 at 10:34 am

    me ukve winaswar vici yuradgebasac ar miaqcevs :D:D:D

  5. sergi March 19, 2012 at 12:19 pm

    იმენა გაარტყი რა ადმინ მე სუ მილებს ვაკეთებ ეგეთ შემთხვევებში 10_დან 8_ს მაინც მილებს ვაკეთებ რაც სიყვარულში იმედგაცრუებაზე წერია მართალია !!!!!!!!

  6. mari December 10, 2015 at 8:05 am

    kitxva makvs da shegizliat damexmarot??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: