ტესტი მეგობრობაზე )))))))

fsiqologia.wordpress.com

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

ტესტი:

* უთხარით მას: “შეჩემა”

ტესტის პასუხი:

1.თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ესე იგი ახლობლობა შედგა. წინ დიდი მწვერვალებია.
2. თუ ამ სიტყვის წარმოთქმისას ადრესატის მიმართ გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ, ან ენა მისით მიიწევს შემოკლებულ-წაყრუებული ვარიანტებისკენ (შჩ, შეჩე), ესე იგი ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
3.თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ადრესატის მხრიდან იგრძენით მიუღებლობა, მაშინ:
(ა) იგი არ არის თქვენთან ისე ახლოს, როგორც თქვენ გეგონათ
ან
(ბ) მისთვის თვით სატესტო სიტყვაა მიუღებელი და… ამდენი თუ აღარ იცით ადამიანზე, რაღა ახლობლობას ატესტირებთ(?!)

ტესტის წარმატების აუცილებელი პირობაა არ დაუთმოთ მის მომზადებას 5 წუთზე მეტი, ხოლო შედეგების ანალიზს – 3 წუთზე მეტი

 
 

One response to “ტესტი მეგობრობაზე )))))))

  1. Nini October 12, 2011 at 5:23 pm

    eseti debiloba jer ar minaxvas.. (puke)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: