ფერების ფსიქოლოგია

ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. “ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში.

მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე – სატურნის, ალისფერი – იუპიტერის, ნარინჯისფერი – მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა. .ამასთან ერთად, ფერები არამხოლოდ პლანეტებსა და მათ გავლენას ასახავენ, არამედ ადამიანთა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ეს კარგად ჩანს განსხვავებული ფერის ტანსაცმლის შერჩევაში, ხალხურ გამოთქმებში, წეს-ჩვეულებებში და ა. შ. სხვადასხვა ერებს, დროთა ვითარებაში, მათთვის დამახასიათებელი ფერთა სიმბოლიკა ჩამოუყალიბდათ.

ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ რამდენიმე ძირითადი ფერის შესახებ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მათ, როგორია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც მათ ანიჭებს უპირატესობას და როგორი არიან ისინი, ვისაც რომელიღაც კონკრეტული ფერისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

ადამიანები, როგორც წესი, ერთ, ან მაქსიმუმ ორ-სამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ( იმის მიხედვით, თუ სად ვიყენებთ ამ ფერებს – ტანსაცმლის, ინტერიერის თუ ავტომობილის შერჩევისას). სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობა, რომელსაც რომელიღაც ფერი გვანიჭებს, შეიძლება დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. მიუხედავად ამისა, ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ. ფსიქოლოგები 1940-იან წლებში მაქს ლუშერის მიერ შექმნილ “ფერთა ტესტს” იყენებენ, ამ ტესტის ჩატარებას სპეციალური პროფესიული მომზადება სჭირდება, თუმცა “გამარტივებული” ვარიანტი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

მაგალითად, გამოცდოლი და დაკვირვებული თვალს შეუძლია დამატებით ინფორმაცია მიიღოს ადამიანზე მისი ავტომობილის ფერის მიხედვით. ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტოლდ შვარცი ამტკიცებს რომ წითელი და ყვითელი ავტომობილების მფლობელები ოპტიმისტი, სიცოცხლის მოყვარული და ბედნიერი ადამიანები არიან. მწვანე მანქანის მფლობელები რეალისტურად უყურებენ ცხოვრებას, ლურჯ ფერს გაწონასწორებული ხალხი ირჩევს, თეთრ ფერს კონსერვატული შეხედულებების მქონე ადამიანები ფლობენ, შავი მანქანით კი საქმიანი ადამიანები დადიან. რუხი და ვერცხლისფერი მანქანა თვითკმაყოფილ მძღოლებს ჰყავთ, ყავისფერს კი დიდი და ძლიერი ოჯახის მქონენი ირჩევენ.

მაშ ასე, გთავაზობთ ძირითადი ფერების დახასიათებას:

წითელი ფერი. პირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს. უძველესი დროიდან წითელი აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა. წითელი ფერი ძირითადი ჰერალდიკური ფერია. ის რევოლუციის, ბრძოლის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ Aაფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ. წითელი ასევე ძალაუფლებასა და დიდებას ნიშნავს. ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია. ამასთანავე – ალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები. წითელი ფერი ენერგიულობის სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს. მაგალითად, სამხედრო ტყვეები, რომლებიც წლების მანძილზე იძულებული იყვნენ გაუსაძლის პირობებში ეცხოვრათ, ყველაზე უფრო ხშირად უარყოფენ ამ ფერს. წითელ ფერს უმეტესად მოზარდები ირჩევენ.

თეთრი ფერი. იგი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. ქრისტიანულ ტრადიციებში თეთრი ღვთიურ სინათლესთან კავშირს აღნიშნავს. თეთრი ფერით გამოსახავენ ანგელოზებს, წმინდანებს, მართლმორწმუნეებს. ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს.თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. მაგალითად, სლავები მიცვალებულს თეთრ სამოსს აცმევდნენ და თეთრ სუდარას აფარებდნენ. აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერტ ტომში კი მიღებულია სხეულის თეთრი ფერით შეღებვა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში. ჩინეთში და აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თეთრი გლოვის ფერია. თეთრი ფერი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომ “იდეალურ’ ფერად მოიხსენიებენ. Aამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს.

შავი ფერი. როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ადამიანს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ, სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე სახიფათოდ ითვლება. შავად მოსავენ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენაც სიკვდილს მოასწავებს. ითვლება რომ არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ძალიან მუქი ფერის კანის მქონე ქალები კარგ საყვარლებად ითვლებიან. Aასე რომ, შავი ფერისადმი შესაძლოა დადებითი დამოკიდებულებაც არსებობდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი ცვლა ღია, მკვეთრი ფერის ტანსაცმლით პესიმისტური განწყობის პერიოდულ გამწვავებაზე მიუთითებს. ხოლო შავი ფერის მუდმივად ტარება კრიზისულ მდგომარეობის მაჩვენებელია და ახასიათებს სამყაროს, ან საკუთარი თავის მიუღებლობა. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში, შავი ფერი , როგორც წესი, უარყოფილია ხოლმე.

ყვითელი ფერი. ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. თუმცა, ამავე დროს ავადმყოფობასთან და სიკვდილთან, იმქვეყნიურ სამყაროსთან ასოცირდება. ზოგიერთი ეროვნების ქალები ყვითელ ტანსაცმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ის გამორჩეულ ფერად ითვლებოდა, მაგალითად, მონღოლ ქალებს ეცვათ ყვითელი ტანსაცმელი წითელი ქამრით. Aამავე დროს, აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ყვითელი დარდის და გლოვის სიმბოლოა. ევროპაში ყვითელი დროშა კარანტინის მანიშნებელი იყო, ყვითელი ჯვარი კი – შავი ჭირის. სლავ ერებში ყვითელი ეჭვიანობის და ღალატის სიმბოლოა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. ღოცა ეს ფერი უსიამოვნოა, მაშინ საუბარია ისეთ ადამიანზე, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი და რომელთანაც ძნელია ურთიერთობის აწყობა. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ხშირად მას უპირატესობას ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ, ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.

ლურჯი ფერი. სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კი – სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ძველ ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდას “ლურჯი შიშის” სახელით მოიხსენიებენ. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. Aამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კი – პირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. Aავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება.

მწვანე ფერი. ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობის და არასაკმარისი სრულყოფილების აღმნიშვნელიცაა. წვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. ირანელებისთვის მწვანე ფერი, ერთის მხრივ, სწრაფ განვითარებასთან და სიახლესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ – დარდთან და უბედურებასთან. შასაფლაოს, მაგალითად, “მწვანე სახლს” უწოდებენ.პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერი საკუთარ თავში მოიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული Aდამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვითახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად, მწვანე ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.

ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სხვა ფერებიც გვაწვდის. მაგალითად, ნარინჯისფერი მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია. ჰერალდიკაში ეს ფერი პირფერობას და ცინიზმსაც აღნიშნავს. ვარდისფერი – სიცოცხლის ფერია. ვინც მას უპირატესობას ანიჭებს, შეუძლია უმნიშვნელო მიზეზზეც განერვიულდეს და გაღიზიანდეს. პრაგმატულ ადამიანებსთვის კი ვარდისფერი მიუღებელია. იისფერიადამიანში ინფანტილიზმის, მუდმივად თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილების სიმბოლოა. ამ მხრივ იისფერის მიღება-უარყოფა თავისებური ინდიკატორია ფსიქიკური და სქესობრივი მომწიფებისა.

ფერთა სიმბოლიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ბიზნეს-რეკლამაში. სიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი ,წითელი – ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი “ძვირფას” ფერებად ითვლება. მართლაც, მაღალი ღირებულების საქონელი ხშირად გხვდება შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში. შავი ფერი ეფექტურად გამოყოფს ლოგოტიპს (მაგ. ოქროსფრად შესრულებულს). ეს იმიტომ კეთდება რომ მყიდველის ყურადღება არა მის შეფუთვაზე, არამედ თავად საქონელზე გამახვილდეს, რითაც ხაზი გაესმება მის პრესტიჟულობას. მაგ. მ მეთოდს იყენებენ ისეთი ძვირადღირებული სასმელთა მწარმოებლები, როგორიცაა John Walkerდა Beck Label–ი.

ეს მიდგომაა გამოყენებული ძვირფასი სუნამოებისა და მამაკაცთა ოდეკოლონების შექმნისას.
წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mc Donald’s –ი და ჩაი Lipton-ი. თავისი ასოცოაცია აქვს მწვანისა და ცისფრის კომბინაციას , რომელსაც მაისის დილის ფერებს უწოდებენ. მისი გამოყენება მიღებულია მაშინ, როცა ხაზი უნდა გაესვას საქონლის სიახლეს.

არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომაეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვა თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე. ფერთა გამას უკვე აქტიურად იყენებენ კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნითაც. მაგალითად, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად რამდენიმე ფერის, ან ფერთა კომბინაციის გამოყენება გარკვეულ ემოციურ-საქმიან გარემოს ქმნის. ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ფერს “მოლაპარაკებების” ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს. წვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის., შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.

One response to “ფერების ფსიქოლოგია

  1. EKU December 20, 2011 at 11:19 am

    :D::D:Dvaime witel ferze meketeba :d danarchenze arcertze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: