მათთის, ვისაც სულიერად უჭირს


არ არსებოს უნიკალური ტექნიკა, რომელიც ადამიანს დაეხმარება რომ გამოვიდეს სულიერი კრიზისიდან და დაძლიოს პრობლემები, მაგრამ როდესაც მე სულიერად მიჭირს და სასოწარკვეთილებამდე მივდივარ, როდესაც სევდა მიპყრობს და უიმედობის მორევში ვეფლობი, მაქვს განცდა რომ გამოსავალი არ არის, მაშინ ეს სიტყვები ხშირად მეხმარება და მდომარეობიდან გამოვყავარ, ძალას მმატებს და მახვედრებს, რომ ცხოვრება ეს სასწაულია!
იქნება თქვენც დაგეხმაროთ და ის იმედის ნაპერწკალი რომელიც ყოველთვის თქვენშია და თქვენთან, გააღვივოს და მოგცეთ ძალა, რომ გააგრძელოთ ცხოვრება, გაუღიმოთ მას და თავი იგრძნოთ ბედნიერად, განიცადოთ რომ არაფერი არ დასრულებულა თუ რაიმე შეგემთხვათ რამაც სასოწარკვეილებამდე მიგიყვანათ, პირიქით უნდა განიცადოთ, რომ ცხოვრება გრძელდება, საკუთარ თავს უთხრათ: ,,რომ ეს არ არის წარუმატებლობა, არამედ ეს არის გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ რესურსად აქციოთ და გამოიყენოთ საკუთარი და სხვისი ბედნიერებისათვის!“

როცა გადარეული ხარ, როცა ყველაფერი გაღიზიანებს, როცა არავის დანახვა არ გინდა, როცა სულიერად გიჭირს, როცა ტირილი ერთ სიცოცხლეთ გიღირს, მაგრამ ვერ ტირი, როცა გგონია რომ ბედი მხოლოდ ერთეულებს უღიმის, როცა ყველაფერს დიდი სიამოვნებით დაამტვრევდი და მერე ცხოვრებაზე განაწყენებული დიდი სიამოვნებით მოიკლავდი თავს და ამით ყველას გამოუტანდი განაჩენს… იცოდე რომ ბედის ლურჯი ფრინველი ერთხელ შენს კარზეც შემოჯდება, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენი დანახვა უხარია, ვისაც ქვეყანა შენთვის ემეტება, ვინც ცას და დედამიწას გაჩუქებს, ვისაც სიცოცხლე შენით უხარია, ვინც შენს ჯავრს არად ჩააგდებდა. -იფიქრე, იფიქრე… და დამშვიდდები.
ცხოვრება ეს უკიდეგანო ოკეანეა, თავისი აზვირთებული ტალღებით!

შენი ფსიქოლოგი ♥♥♥

Advertisements

7 responses to “მათთის, ვისაც სულიერად უჭირს

  1. CrisisLand დეკემბერი 29, 2011, 3:10 PM

    და თუ ისეთი ადამიანი არ არსებობს შენს ცხოვრებაში–,, ვისაც შენი დანახვა უხარია, ვისაც ქვეყანა შენთვის ემეტება, ვინც ცას და დედამიწას გაჩუქებს, ვისაც სიცოცხლე შენით უხარია, ვინც შენს ჯავრს არად ჩააგდებდა”???

  2. ladynatia დეკემბერი 30, 2011, 11:07 PM

    rogor ar arsebobos es xom dedaa pirvel rigshi sxva tu aravin

  3. SomeOne:) იანვარი 10, 2012, 5:14 PM

    მე ვიცი, რომ, როდესაც ძალიან ცუდად ვარ ჩემი საუკეთესო მეგობარი მოვა ჩემთან და შეიძლება არც არაფერი არ ვუთხრა და მოვუყვე, მაგრამ მისი არსებობა და იმის ცოდნა რომ მას ჩემი ხმისამოუღებლადაც ესმის უკვე სიმშვიდეს მგვრის. მხოლოდ ის რომ ჩემთან მოდის და მე მას ვნახულობ უკვე შვებაა. აქედან დასკვნა გამომაქვს: ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანი რომ ცხოვრებას აზრი ქონდეს…

  4. ana იანვარი 20, 2015, 10:01 AM

    iseti araferi mawuxebs titqmis vipove gamosavali mara shentan maq mainc kitxvebi

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: