თვითმკვლელობა ანუ სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა

თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები: 
ეგოისტური თვითმკვლელობები – მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები; 

ანომიური თვითმკვლელობა – ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს; 
ალტრუისტული თვითმკვლელობა – ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ. 
ფატალისტური თვითმკვლელობა – ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად 

არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როცა ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან: თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია: 
სულიერი აშლილობა, როცა ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს. 

სტრესი – შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
დეპრესიული მდგომარეობა, როცა პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს – ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ. 

არასოდეს იფიქროთ თვითმკვლელობაზე! ეს უდიდესი ცოდვაა! სიცოცხლე უფლისაგანაა ნაბოძები და მხოლოდ მას აქვს უფლება წაგვართვას ის! ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ამით თქვენივე საყვარელ ხალხს!😉 !!!

2 responses to “თვითმკვლელობა ანუ სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა

  1. LittleBig October 15, 2011 at 4:23 pm

    თვითმკვლელობა არა…სხვისი მოკვლა უფრო მინდება ხოლმემ :SSSSS

  2. ilia March 13, 2013 at 7:28 pm

    თვითმკვლელობამდე, ყველაფერი უნდა სცადო და არ იცი რა გაამართლებს, თუ მაინც თავს იკლავ მიდი გაძარცე ბანკი და მაგ ფულს რო დახარჯავ მერე მოკალი თვი🙂 დაგიჭერე? მაინც ხო ავს იკლავდი ეგ ყოველთვის შესაძლებელია. მაგრამ მგონი ზოგი თავს იმიტო იკლავს რო არაფერი არ უნდა ამ ქვეყანაზე და უნდა რო უნდოდეს, სიკვდილში სიცოცხლის სურვილს ეძებს ადამიანი😦 მაგრამ რო მოკვდება მერე უკან ვერ ბრუნდება. ასე ვფიქრობ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: