რა არის შიში და როგორ ვუმკურნალოთ მას

რაარის შიში ? ან საიდან მოდის ეს ყოველივე ადამიანში?

ერთერთი ინგლისელი მეცნიერი ამბობდა რომ მას ბავშვობაში აშინებდნენ რადგან ძალიან მოუსვენარი და ცუდად აღსაზრდელი ბავშვი იყო , ის სულ რაღაც 4 წლისა იყო როცა ღამით ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშისას რაღაც მოელანდა . როცა გაიზარდა უნდოდა ამოეხსნა ეს თუ რაში მდგომარეობდა ეს მოვლენა , მაგრამ ამაოდ ის გარდაიცვალა 67 წლისა და ამ ხნის განმავლობაში ვერ ამოხსნა ეს მოვლენა

ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არ შეიძლება ბავშვის რაიმეთი შეშინება რადგან ის მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე და იწვევს მათ შევიწროებას რის შემდეგაც ეს იწვევს ჰალუცინაციებს

მაგალითად ძალიან ბევრია რომელთაც ეშინიათ სიბნელის იმის გამო რომ მათ აქვთ ნანახი რაიმე საშინელებათა ფილმი , მათ აწუხებთ უძილობა და რაიმეს გაშრიალებაზე ისინი ოფლისგან იღვრებიან

ერთერთი ინგლისელი მეცნიერი “ჯონ ჰალკბერი” ამტიკიცებდა რომ ადამიანს ეშინია საკუთარი თავის , მას ეშინია შეიხოდეს საწოლის ქვეშ რადგან მას გონია რომ მისი საწოლის ქვეშ რაიმე მონსტრი იმალება , ეს არის “ავადმყოფობა” რომელსას სახელი არ აქვს მას უწოდებენ უბრალოდ შიშს , ძალიან ბევრია ადამიანი რომელსაც ეშიანი ღამით მეორე ოთხში გასვლის რადგან მას ჰგონია რომ მეორე ოთახში ვიღაცის აჩრდილი დაძრწის , არადა მას საერთოდ არ ჰყავს თვალით ნანახი არანაირი ზებუნებრივი არსება მაგრამ მაინც ეშინია . არადა ყველაფერი ამაოა და ბლეფი , სრულიად უსაფუძვლოა დაემყარო შიშს რომელიც თვალით არ გაქვს ნანახი ვერ ხედავ და მის მიმართ განიცდი “ავადმყოფობას” რომელსაც შიში ქვია

გაჩნდა აზრი როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს შიში , მაგრამ ამაზე პასუხი არ ჩანს რადგან ყველა ადამიანში ის გამჯდარია როგორც ნებისმიერი ორგანო . ეს უბრალოდ გარდაუვალია .

პირველი პირისგან

თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს?

ცხოვრებისეული შემთხვევა

ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი;

მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლად დროულად მიმართეს ექიმს და ამიტომ მკურნალობა ხანმოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე კვირიანი ფსიქოთერაპიის ფონზე მიღებული მედიკამენტების შემდეგ გოგონამ შეძლო კვლავ დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

როგორ ჩნდება შიშები

თქვენ იტყვით-ეს უკიდურესი შემთხვევაა და არცთუ ხშირად ხდებაო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ბედის ირონიით, ნაკლებად გამოხატული შიშები ძალზე ხშირია. სტატისტიკის მიხედვით – მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ფობიებით იტანჯება ადამიანთა 4-დან 12%-მდე, ანუ ყოველ მე-10ზე მეტი! შთამბეჭდავია არა? სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზით, საკუთარ შიშებს მალავს და არ მიმართავენ ექიმ-ფსიქოლოგებს, მათ შორის იმიტომაც, რომ კვლავ ეშინიათ. როგორ ჩნდება შიში და რატომ რცხვენიათ ადამიანებს მიმართონ სპეციალისტებს?

ამის მიზეზი, როგორც წესი, სხვადასხვაა. ჩვენი ცხოვრების გიჟური რიტმი და ინფორმაციის მასიურობა უკანასკნელ წლებში მუდმივად აფართოებს „ნორმალური” ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის რომ ყველაფერი მოვასწროთ, გვიწევს დავაჩქაროთ ჩვენი ცხოვრების რიტმი. ეს ყოველთვის არ რგებს ჩვენს ჯანმრთელობას და შიში კი „ვერ მოვასწრებ” უფრო ართულებს სიტუაციას. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თვითდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. როცა თვითშეფასება ეცემა, გარშემო ბევრი რამ გაუგებარი და სახიფათო გვეჩვენება, ეს კი საუკეთესო გარემოს ქმნის შიშების წარმოსაქმნელად.

კონკრეტულად როგორ შეიძლება წარმოიშვას შიშები და ფობიები? განსაზღვრულ სიტუაციაში, მაგ. ხალხით გადავსებულ მეტროს ვაგონში- ადამიანს უჩნდება უჰაერობით გაგუდვის ან ჭკუიდან შეშლის შიში. შიში თავისთავად მძაფრდება და ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ იგი ვერ გაუმკლავდა შიშს და ამ გრძნობამ დაიწყოს „დამოუკიდებლად არსებობა”, ადამიანის კონტროლის გარეშე.

ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს იმის შიში, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება იმავე ადგილას, იმავე სიტუაციაში, მეტროში, პიკის საათებში. ამ პერსპექტივით შეშინებული გაურბის მეტროთი მგზავრობას, ხალხმრავლობას სხვა მსგავს სიტუაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს: რადგან შიშით შეპყრობილი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად რთულია მეტროთი მგზავრობა, ის გაცილებით მეტ დროს დახარჯავს მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

ახლა რა ვქნათ?

გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში მთავარია შენარჩუნებულ იქნეს სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა. ნებისმიერი შიშისგან შეიძლება განთავისუფლება, თუ არ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იმოქმედებთ და დახმარებისთვის მიმართავთ როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფებს, მათ, ვისაც შეგიძლიათ პრობლემები და განცდები გაუზიაროთ. ასწიეთ თქვენი თვითშეფასება, ისწავლეთ ყოველდღე დაძლიოთ შიში, იკითხეთ წიგნები და უყურეთ ფილმებს, რომლებიც შიშისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით, მიმართეთ სპეციალისტს -ფსიქოთერაპევტს. როცა ფობიები, აკვიატებული და სხვა შფოთვის გამომწვევი დარღვევები იმდენად გამოხატულია, რომ ხელს გიშლით ცხოვრებაში, ასეთ დროს ექიმ-ფსიქოლოგთან მისვლა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მათგან და დაიწყოთ ცხოვრება სრული რიტმით.

ფსიქოთერაპევტი – ვინა არის ის?

ფსიქოთერაპევტი – ესაა სპეციალისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პრობლემებთან.
ხალხის ნაწილს აქ უჩნდება კითხვა” „ამ სპეციალისტმა მე რა უნდა გამიკეთოს?” „ფსიქოტროპული წამლებით უნდა მკვებოს?”

სინამდვილეში ფსიქოთერაპევტი – ისეთივე ექიმია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ თუ გასტროენტეროლოგი მკურნალობს გასტრიტს ან ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ, ფსიქოთერაპევტი გეხმარებათ განიკურნოთ შიშებისა და სხვა პრობლემებისაგან. განსხვავება იმდენად დიდი არაა, რომ უარი ვთქვათ ამ დახმარებაზე და ველოდოთ, შიში როდის გამძაფრდება და შთანთქავს ადამიანის ძალებსა და ენერგიას.

თუ თქვენ მოიტეხეთ ფეხი, მიდიხართ ტრავმატოლოგთან და გიკეთებენ თაბაშირს, რათა ძვალი სწორად შეხორცდეს. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შეიძლება გატყდეს: ეს არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც ფეხის მოტეხვა, მაგრამ შედეგი შეიძლება უფრო სამწუხარო აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის მიღებული იყო, ყურადღება არ მიგვექცია ისეთი „წვრილმანებისათვის” როგორიც ფსიქოლოგიური პრობლემებია: თუ გსურს ამოთქვა- გაუზიარე მეგობარს. მამაკაცებში კი ამაზე ლაპარაკი საერთოდ მიუღებელია. არადა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. სულიერი ჯანმრთელობა შეიძლება დაიკარგოს შეუმჩნევლად: ამასთანავე არ გტკივა მუცელი ან წელი და მარტო გრძნობები: მწუხარება, შიში, შფოთვა – გვაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი წესრიგში არაა. ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. არის სიტუაციები, როცა გულახდილი საუბარი მეგობართან არაა საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ-ფსიქოთერაპევტს და მკურნალობა იქნება აზრიანი, ყურადღებიანი და პროფესიონალური.

როგორ იკურნება შიშები

თავიდან ექიმი-ფსიქოთერაპევტი ყურადღებით მოუსმენს პაციენტს და შეაგროვებს ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი ხანია აწუხებს ეს შიში, რაში გამოიხატება და რა პირობებში იჩენს თავს. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება დამატებითი გამოკვლევა. საქმე იმაშია, რომ ხანდახან შიშები, ფობიები და სხვა ნევროზული გამოვლინებები გამოწვეულია არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემებით, არამედ ნერვული სისტემის დისფუნქციით და შინაგანი ორგანოების დაავადებებითაც კი, მაგ. გამოწვეული ტვინის ჟანგბადით მოაარაგების დეფიციტით ჯერ კიდევ მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევა დაეხმარება ექიმს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევაში.

როცა დიაგნოზი აშკარაა, იწყება თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პრეპარატები, რომლებიც შეამცირებენ შფოთვის შეგრძნებას, გააუმჯობესებენ თავის ტვინის კვებას და განამტკიცებენ ნერვულ სისტემას. მიზანი მათი დანიშვნისა არის ორგანიზმის მედიკამენტოზური მხარდაჭერა, იმ ცვლილებების კორექცია, რომლებიც აღმოჩენილ იქნა. წამლების პარალელურად ან მათ გარეშეც კი, ტარდება ფსიქოთერაპიული მკურნალობა

ფსიქოთერაპევტის მკურნალობის მეთოდი- ფსიქოთერაპიაა. ადამიანის დახმარების ასეთი მეთოდი- არა „მხოლოდ საუბარია”, როგორც ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს საუბარი აგებულია განსაზღვრული სახით და მისი დახმარებით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს ის, რაც დაეხმარება შიშის დაძლევაში. რიგ შემთხვევებში შეიძლება სამკურნალო ეფექტი პაციენტის გაუცნობიერებლადაც მოხდეს.

როგორც წესი ფსიქოთერაპევტი ფლობს ფსიქოთერაპიის რამოდენიმე მეთოდს. პაციენტთან საუბრისას სპეციალისტი საზღვრავს, რომელი მეთოდია უკეთესი ამ ადამიანისათვის და იწყებს ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, საჭიროების შემთხევაში სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან კომბინირებით. ამ მუშაობის შედეგად პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა გაუმკლავდეს შიშს, შფოთვას, აცნობიერებს შიშის წარმოშობის მიზეზებს და სწავლობს მის წარმატებულად დაძლევას. ეს საშუალებას აძლევს მას დაიწყოს სრულფასოვანი ცხოვრება შიშისა და შფოთვის გარეშე.

27 responses to “რა არის შიში და როგორ ვუმკურნალოთ მას

  1. ილიასბლოგი October 24, 2011 at 11:41 am

    ლოგინის ქვეშ შეხედვის და სხვა ოთახში გასვლის დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა😐
    ბოლოს ჩემს თავს მოვერიე🙂

  2. Xatiii ** October 27, 2011 at 12:12 pm

    უდაბნოოოს მეშინია… იქ მარტო დარჩენიიის )) შიში არა მაგრამ ‘;’კლოუნებს” კი ვერ ვიტააან

  3. qetusia November 4, 2011 at 8:31 am

    მე მეშინია ტარაკნების:\

  4. NeedLove December 10, 2011 at 6:51 pm

    obobebis O___o obobebis meshinia dzaaaan , obobis patara shvilebisac dzalian meshinia da mkvdari obobis pexisac O__O__O_O parazitebis da ,,maxinjebis” depormirebulebi ro arian grdzeli tuchebi yurebi xelebi da sxva. metis arapris ;d

  5. mari December 14, 2011 at 1:27 pm

    martla geshinia? isini xo arapers ar ashaveben sheidleba shesaxedavad arctu ise lamazebi arian magram mainc, ici me myvas erti patara oboba chems otaxshi da dedachems ar vakvlevineb ubralot ertadgilasaaa da tavis qsels qsovs tan saxelic davarqvi sharlota qvia imedia amis moweris shemdeg gijat ar chamtvli:D

    • NeedLove December 14, 2011 at 2:16 pm

      😀 Sharlota 1 kinoshi Hqvia Xo 1 (sashinelO_o) Oboobas ?😀
      Xo , Vici Ro Arapers Damisavebs Magram Tvals Mainc Ver Vuscoreb😀 Ukve Suratebshi Danaxulisac Meshinia Da TOONSPIDERisac😀 Obobis Chrdilisac Meshinia -_- Gusshin Davinaxe 1 dzalian pacia oboba mere agar maxsovs saidan agmovchndi magidaze ;d OBOBA savit arapris meshinia Da Verc Shevigne RO SASHISHI AR ARIS !!! :S

    • ნინი October 22, 2012 at 6:24 pm

      vaimee chaqri shenaa😀 ra sicoclea araaa?? chasaylapia, gasasresi chasaklaviiiiiiiiiiiiiiiiiiii❤

  6. mari December 14, 2011 at 4:22 pm

    😀 xo zustad magito davarqvi sharlota ise kargia gijad ro ar chamtvale :Dginda ragac girchio tu shedzleb shecade xelshi daiwiro da shishic gagiqreba .

  7. mari December 14, 2011 at 4:24 pm

    me magalitad gvelis meshinia albat shenze dzaanac zizgis grznoba michndeba mag qvewarmavlis mimart

  8. BeeGee December 15, 2011 at 2:27 pm

    Shansi Araa Chemze Dzaan GeshinodesO_o😀 Xo…Kargi Azria Xelshi Davichiro *Dead*O_o Psiqologiuri momzadeba Damchirdeba😀
    ……….Gvelis Ar Meshinia…

  9. mari December 16, 2011 at 2:26 pm

    😀
    xo magarm mainc me ro momkla gvels ver daviwer xelshi

  10. EKU December 20, 2011 at 11:20 am

    qvewarmavlebs ver vitan :SS:S:S

  11. tikodotiashvili January 6, 2012 at 11:26 pm

    vaime neta mec tqvennairi ragaceebis meshinodes😀 me meshinia qatmebis tan sashinlad😀

  12. ✿ Daisy ✿ January 11, 2012 at 4:43 pm

    მეტროში მეც გამიჩნდა ერთხელ მსგავსი შეგრძნება და ერთი პერიოდი არც ვმგზავრობდი მაგრამ მერე მივხვდი რომ სისულელე იყო და ახლა მშვენივრად ვგრძნობ თავს😀 ობობების და ტარაკნების შიში არ მაქვს მაგრამ ისე ობობასაც გააჩნია😀

  13. zukako3 October 22, 2012 at 8:07 pm

    didi shishiii maqq imisa rom marto viqnebi da ritiaa gamowveuli ess damexmarebit?:(((

  14. nini February 9, 2013 at 10:39 pm

    obobebiiii obobebss verr vitan da taraknebss saertoddd parazitebss ver vitan:X:X:X ai ibneliss da sawolisqveshdamaluli urchxukebis ra mmogaxsenott adree patara tom viyavi dzalian meshinodaa game otaxidan otaxshi gasvlisacc:D:D mereee mivxvdi rom sisulele iyoo rom iq aravin damxvdebodaaa daaa agarr meshinodaaa agramm ramodenime dgiss winn erti sashineli istoriaa wavikitxeee da ess shishiss grdznobaa isev ganmeordaaa maram am tqstiss wakitxxviss shemdeggg… arraa ar meshiniaaaa :D:d martooo obobebiss d ataraknebis mehsiniaaaaaa da msgavsi parazitebis:X:D
    madlobtt amis dadebistviss saintereso iyo🙂

  15. sofi shalikashvili (@S_Shalikashvili) July 20, 2013 at 4:04 pm

    აუ მე რატომღაც თოჯინის თვალების მეშინია, და რაც თვალებთანაა დაკავშირებული… ეზოში რო გავდივარ ისეთი შთაბეჭდილება მაქ ვიღაც დამდევს… უკვე ქცევებიც შემეცვალა თითქოს ქუჩაშიც დაფეთებული დავდივარ, ეს უკვე არაერთმა შენიშნა… სიზმარში კი თვალებს რო ვხედავ პანიკა მეწყება.. დედაჩემმა არაერთხელ გამაღვიძა, ხო კიდე კოშმარებში, ჩემ თავზე კლინიკურ სიკვდილსაც ვხედავ.. ჩემ მკვდარ სხეულს ვუყურებ ხოლმე.. ვაი დედააა, ვერაფრით დავძლიე ეგ შიში, აუ დამეხმარეთ რააა, აღარ შემიძლია, ისე დავშინდი სულ აგრესიული ვარ ნაღდად…

  16. mancho October 27, 2013 at 4:23 pm

    saerod me ar var mshishara adamiani,magram obobis danaxvisac ki meshinia.zustad ar vici ogond es shishia tu zizg
    i

    • mancho October 27, 2013 at 4:31 pm

      obobas rom vxedav imena majrialebs da tavidan fexebamde mburdzglavs.dzaan magizianebs magis shesaxedaoba da siaruli.sxva arc arti mweris ,cxovelis da qvewarmavlis ar mshinia magis garda

  17. koko February 15, 2014 at 3:56 pm

    tu sheileba mirchiot gverdis fsikologma !!!! makvs sxvadasxvagavari shishebi mcxvenia tkmis magram ukve dzlian mawuxebs sofelshi ver chavdivar imis gamo rom mgonia ik ro rame damemartos veravin mishvelis an kalak garet gzashi rom vmgzavrob akvaitebuli makvs cudad gaxdomis shishii !! tan sul 22 wlis var da exla minda vicxovro aktiuri cxovrebit da amis sashulebas chemi shshebi ar madzlevs zgvazec ki meshinia wasvla !! tan shekvarebuli mkavs ukve unda davojaxdet da meshinia rom es bevr sirtules shemikmnis cxovrebashi!! gtxovt ikneb mirchiot rogor movikce !!!

    • ნინო October 19, 2016 at 9:11 am

      არაცერი მოგივა დამიჯერე 6წელია ეგრე ვარ.შემართებით იყავი და ტქვი რომ ეს ნერვოზულია .უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.ეზიარე ხშირად და ყველაფერი კარგად იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: