აღქმა


არის კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიკაში რეალური სინამდვილის ასახვა, საგნის ან მისი ცალკეული თვისების უშუალო განცდა. ყოველდღიურ მეტყველებაში, ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობით ხმარობენ სიტყვებს აღქმა და შეგრძნება, მაგრამ როგორც მეცნიერული ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად განსხვავდებიან. რეალურად ისინი ერთმანეთისაგან მოუწყვეტლად, აღქმის ერთიანი პროცესის სახით არსებობენ. ჩვეულებრივ პირობებში შეგრძნებას ადამიანი აღქმის გარეშე არც განიცდის. იმისთვის, რომ აღქმა განხორციელდეს საგანმა სათანადო ნერვული დაბოლოებების ანუ რეცეპტორების გაღიზიანების მეშვეობით უნდა წარმოშვას ჩვენში სათანადო შეგრძნებები (ყნოსვა, მხედველობა, შეხება, გემო, სმენა და სხვ.) შეგრძნების აღმოცენების გარეშე გარემომცველი სინამდვილის საგანთა აღქმა შეუძლებელია.
ადამიანი გარემოს გამღიზიანებლებს კი არ შეიგრძნობს, არამედ ობიექტურად მისგან დამოუკიდებლად მოცემულ საგანთა სახით აღიქვამს; ყოველდღიურ ნორმალურ პირობებში გარემოს რეალური ზემოქმედება რეცეპტორებზე სხვადასხვა მოდალობისა და ინტენსივობის შეგრძნებების სახით კი არ განიცდება, არამედ ჩვენს გარეშე მოცემული ობიექტური საგნების სახით; გარემოს კი არ შევიგრძნობთ – აღვიქვამთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: