ბოდვა


ავადმყოფური იდეები და წარმოდგენები, რომლებიც არ შეესატყვისება რეალურ სინამდვილეს, და რომელთაგანაც ავადმყოფის გადარწმუნება შეუძლებელია. საფუძვლად უდევს ნერვული მოქმედების დარღვევა.
განარჩევენ ბოდვას დარღვეული ცნობიერების დროს, რომელიც გვხვდება ინფექციური დაავადების განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე შხამებით და ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევებში, ბოდვას ნათელი ცნობიერების დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს – შიზოფრენიას, ინვოლუციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.
გუნებ-განწყობილების მიხედვით ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიურია. სტრუქტურის მიხედვით – სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი – დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვა.
ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია და მისი უკუგანვითარება ავადმყოფური მდგპმარეობის საერთო გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: