დისოციაცია

ცნობიერების ფრაგმენტული ან გამოყოფილი ასპექტი, გულისხმობს მეხსირებას,იდენტობას და აღქმას.დისოციაციას აქვს სხვადასხვა ხარისხები,თუმცა თუ ინდივიდის ცნობიერება ძალიან ფრაგმენტული გახდა,ის შეიძლება პათოლოგიურად იქცეს და შეერწყას თვითგრძნობას და ადაპტაციის უნარს.დისოციაციურ აშლილობებს მიკუთვნება დისოციაციური ამნეზია,დისოციაციური ფუგა,დისოციაციური პიროვნული პიროვნული აშლილობა,დეპერსონალიზაციური აშლილობა.

დიცოსიაციური ამნეზია – ინდივიდს არ შეუძლია გაიხსენოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები,რომელიც არის ემოციურად დატვირთული.ეტიოლოგიას განაპირობებს ფსიქოლოგიური სტრესი.ძირითადად გავრცელებულია მოზარდებში და ქალებში.დისოციაციური ამნეზია ვლინდება რეტროსპექტულად,მას განაპირობებს მეხსიერების დარღვევების უკიდურესაც ცვალებადი ხანგრძლივობა.მისი სიმპტომი არის ამნეზია,რომელიც შეიძლება იყოს განზოგადებული ან სელექციური ერთი განსაზღვრული შემთხვევის მიმართ.ამნეზია შეიძლება განვითარდეს უეცრად ან თანდათანობით,შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ მდგომარეობაშიც.თან ახლასვ ემოციური აშლილობა,მეტყველების პრობლემა და პიროვნული აშლილობა.მისი მკურნალობა შესაძლებელია ჰიპნოზისა და სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენებით.ფსიქოთერაპია პირდაპირ ხსნის ემოციონალურ სტრესს.
დისოციაციური ფუგა – ცნობიერების მოულოდნელი გათიშვა,რომელსაც თან ახლავს წარსულის დამახსოვრების უუნარობა და პიროვნული იდენტიფიკაციის არევა.დისოციაციური ფუგა სტრესული სიტუაციის შემდეგ უეცრად ვითარდება,მისი ეპიზოდები იზოლირებულია და გრძელდება ერთი საათიდან-თვემდე.მდგომარეობიდან გამოსვლა ხდება სწრაფად,მაგრამ ამნეზია შეიძლება დარჩეს.დისოციაციურ ფუგას მკურნალობენ ჰიპნოზისა და სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენებით.ასევე ეფექტურია ფსიქოთერაპია.
დისოციაციური პიროვნული აშლილობა – ეს არის იდენტიფიკაციის აშლილობა.ადამიანს არ შეუძლია გაიხსენოს მნიშვნელოვანი პიროვნული ინფორმაცია და ეს პერიოდულად აკონტროლებს ინდივიდის ქცევას.ძირითადა გავრცელებულია ქალებში.რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობა.აშლილობის შეტევა არის ფარული.კლინიკური სურათი გრძელდება რამდენიმე წელი,რაც ხელს უშლის ინტერპერსონალურ ფუნქციონირებას.პიროვენული აშლილობის სიმპტომების აღმოჩენა ხდება მოხლოდ მისი მონატესავე სიმპტომების მკურნალობის პროცესში.ახასიატებს ქაოტური ინტერპერსონალური ურთიერთობები,იმპულსურობა და დესტრუქვიული ქცევა.სუიციდის მცდელობა.სიმპტომები შეიძლება იყოს მერყევი.დისოციაციური პიროვნული აშლილობის მკურნალობა შეიძლება ფსიქოთერაპიით,რომელიც ადამიანს ეხმარება ემოციური პრობლემების გადაწყვეტაში და ფსიქოლოგიური ტრავმისგან გათავისუფლებაში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: