უღირსი დასასრულის ქრონიკები

“ფრენსის და კორტნი, მე თავი თქვენს საკურთხეველზე მიმაქვს. გეხვეწები, გაუძელი, კორტნი, ფრენსისისთვის, რომლის ცხოვრებაც უჩემოდ გაცილებით ბედნიერი იქნება. ძალიან, ძალიან მიყვარხართ”.
კურტ კობეინი

თავის მოკვლის ყოველი 25 მსურველიდან მხოლოდ 12 აღწევს მიზანს. ასეა ამერიკაში. შესაძლოა, სხვა ქვეყნებში სტატისტიკა ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ ფაქტი ერთი და საყოველთაოა: დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში არიან ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლემ ფასი დაკარგა.
ფატალური არჩევანი
როდესაც მამაკაცის გარდაცვალების მიზეზთა ნუსხას ადგენდნენ, სუიციდმა პირველ ათეულში “ფრიად ღირსეული” მეშვიდე პოზიცია დაიკავა, ქალების სიკვდილიანობის ნუსხაში კი მხოლოდ მეთექვსმეტე ადგილი ერგო – ეს აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემებია. რიცხვები წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება, მამაკაცებისთვის სუიციდი ცხოვრებასთან ანგარიშის გასწორების ერთ-ერთ მძლავრ იარაღად რჩება.
ამბობენ, ქალებსაც არანაკლებ ხშირად უჩნდებათ თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ მამაკაცებს საქმე ბოლომდე უფრო ხშირად მიჰყავთო. სუიციდის გენდერულ დისბალანსს იმასაც აბრალებენ, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად უვარდებათ ხელში იარაღი – ისინი ხომ სიცოცხლეს უმეტესად საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით ესალმებიან. მეორე ადგილზეა თოკი (ან ნებისმიერი საგანი, რომლითაც თავის ჩამოხრჩობა შეიძლება), მესამეზე – საწამლავი. უმთავრესად სწორედ ამ უკანასკნელს ირჩევენ ქალები თვითმკვლელობისთვის.
დიაგნოზი თუ შედეგი
სუიციდი პათოლოგიური მდგომარეობის ერთ-ერთი შედეგია და, წესისამებრ, იმ პათოლოგიური მდგომარეობისა, რომლის დიაგნოზსაც უმეტესად პოსტ ფაქტუმ სვამენ. თუმცა არსებობს შედეგის შედარებით მსუბუქი ვარიანტიც: თვითმკვლელობის მცდელობა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, არ იწერება, თუმცა იგულისხმება: “განმეორების პერსპექტივით”…
თვითმკვლელობის სურვილის ამოცნობა ძნელია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რას აპირებს სხვა, მაგრამ რამდენიმე უცნაურობის შემჩნევა შესაძლებელია. მაგალითად, სუიციდის პერსპექტივა აშკარაა, როდესაც ვინმე:
. ხშირად საუბრობს თვითმკვლელობაზე და იყენებს ასეთ ფრაზებს: “თავს მოვიკლავ”, “მირჩევნია, მოვკვდე”, “ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი…”
. საუბრისას, ვითომდა შემთხვევით, სიტყვას მოაყოლებს: “ნეტავ თვითმკვლელობის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური?”
. უფრო და უფრო ხშირად ამჯობინებს განმარტოებას;
. განწყობა მკვეთრად ეცვლება: ერთ დღეს თუ ამაღლებულ განწყობაზეა, მეორე დღეს დეპრესია ტანჯავს;
. სრულიად სასოწარკვეთილი და ფარხმალდაყრილია;
. უფრო და უფრო ეტანება სასმელსა და ნარკოტიკს;
. კალაპოტიდან სრულიად ამოვარდნილია: უდროო დროს ჭამს და უდროო დროს სძინავს;
. უზომოდ რისკიანი ხდება, მაგალითად, ავტომობილს მეტისმეტად სწრაფად ატარებს;
. მეგობრებს ისე ემშვიდობება, თითქოს უკანასკნელად ხედავსო;
. ეცვლება ხასიათი: თუ აქამდე მორცხვი იყო, შესაძლოა, მეტისმეტად კომუნიკაბელური გახდეს და პირიქით.
აშშ-ში ყოველწლიურად 32 000 ადამიანი იკლავს თავს, დღეში დაახლოებით 89!

რაღა დარჩა…
ალბათ მიხვდით, რომ ამ ნიშნებით თვითმკვლელის ამოცნობა რთულია. არც სუიციდი ყოფილა მარტივი აღსაქმელი: ის კომპლექსური ქმედებების ერთობლიობაა, თვითმკვლელობის იდეით დაწყებული, სუიციდის აქტის “წარმატებულ” დასასრულამდე. მისი გამოვლინება შეიძლება იყოს:
. თვითმკვლელობის აკვიატებული იდეა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით თავის მოკვლაზე ფიქრობს;
. ქმედებები, როდესაც ადამიანი ცდილობს, საკუთარ თავს რაიმე დაუშაოს. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. ამგვარი განზრახვით ხელმძღვანელობენ, როდესაც იღებენ მედიკამენტების ჭარბ დოზას, მეტისმეტად სწრაფად დაჰყავთ ავტომობილი ან ჭარბად ეტანებიან ალკოჰოლს;
. თვითმკვლელობის მცდელობა – ეს არის ქმედება, რომელიც საკუთარი თავის ფიზიკური განადგურებისკენ არის მიმართული;
. პარასუიციდი ცრუ თვითმკვლელობაა, როდესაც ადამიანი ცდილობს, თვითდაშავებით დაარწმუნოს სხვები, რომ თავის მოკვლას ლამობდა. სუიციდის ეს ფორმა თვითგანადგურებას არ ისახავს მიზნად, თუმცა შესაძლოა, ადამიანმა ვერ მოზომოს და ცრუ მცდელობა ფატალური შედეგით დასრულდეს. პარასუიციდის გამოვლინება, წესისამებრ, მაჯაზე ვენების გადაჭრაა.
. დასრულებული სუიციდი, რომლის დროსაც შედეგი მიღწეულია.

2 responses to “უღირსი დასასრულის ქრონიკები

  1. veronika November 27, 2012 at 6:05 pm

    me maqvs survili..xshirad vfiqrob tvitmkvlelobaze magram gambedaoba ar myofnis

  2. giorgi December 28, 2012 at 8:08 am

    ra ar gyofnis chemi azrit yvelaze advili sikvdilia magali sheneobidan gadaxtoma daxuche tvalebi da gaeqane. 9 satze kuriershi gnaxav😀. icit ro dziritada tvit mkvlelobas iwvevs valebi azartuli tamashebi lasvegasi cnobilia tavisi azartit icit ro iqaur sastumroebs faqnjris gaxeba ar shegidzliat radgan damarcxebuli motamashebi iqidan frenas swavloben marcxit😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: