ჰიპნოზი


ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელი ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ძილი მასში საერთოდ არ მონაწილეობს. ჰიპნოტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მომატებული შთაგონებადობით ხასიათდებიან ჰიპნოტიზიორის შთაგონების მიმართ. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.
ჰიპნოზის მოქმედების ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შესახებ მკვლევართა შორის თანხმობა არ არსებობს. ადრეული თეორიის თანახმად, ჰიპნოზში მყოფი პირები ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც დიდად განსხვავდება ფხიზელი ცნობიერების მდგომარეობისგან. მეორე თეორიის თანახმად კი ჰიპნოზი მხოლოდ მომატებულ მოტივაციას წარმოადგენს. სხვა თეორიების მიხედვით, ჰიპნოზი როლური თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა – პლაცებო რეაქციის სახეობაა და მიმართულია ჰიპნოტიზიორის მოწონების დასამსახურებლად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: