ადამიანის აურა და თვისებები


ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბიოენერგეტიკული ფარი. რომელიც იცავს ორგანიზმს გარე სამყაროს ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისგან. ორგანიზმის ინფორმაციული გარსი რომელიც იღებს და ცვლის ინფორმაციულ ნაკადებს თქვენსა და გარე სამყაროს შორი

ადამიანის აურა ფერების მიხედვით კლასიფიცირდება 12 ძირითადად ტიპად. მათ შორის არსებობს აგრეთვე გარდამავალი ფერის 24 ტიპი. თითოეულ ტიპი მეორისგან გამოირჩევა სპეციფიკური მახასიათებლით. რომელიც ადამიანებში აისახება შესაბამის ნიშან – თვისებებით. თითოულ ფერს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება. არც ერთი ფერი არ არის უკეთესი მეორეზე. ვინაიდან, თითეული ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ბედნიერების წუთებითა და პრობლემებით. აურის ფერი და სიმკვრივე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) აქტიურობაზე. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნების ინდივიდუალურ მდგომარეობას. აურის ფერების მიხედვით შეიძლება ადამიანის აზროვნების, ემოციების, ფიქრების, და მისი ენერგეტიკულ შესაძლებლობათა ხარისხობრივი ინფორმაციის განსაზღვრა. აურის თითეული ფერი მიანიშნებს ენერგიის გარკვეულ სიხშირეებს. ის მიესადაგება ხასიათის გარკვეულ თვისებებს, აზროვნების მიმართულებას, ტემპერამენტსა და სულიერი განვითარების დონეებს. აურის აღწერისას ფერის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას, სიმკვრივეს და ფერთა ურთიერთშერწყმას. რადგან აურა ხშირად მრავალფეროვანია.

აურის ფორმა – იდეალში აურას უნდა ჰქონდეს მრგვალი ჰარმონიული ფორმა. მისი ყველა მონაკვეთები შედარებით თანაბრად უნდა იყოს ინტენსიური და განათებული. მასზე დაკვირვების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ადგილებზე, სადაც ესა თუ, ის ლაქები გამოირჩევა ნათებით ან ინტესიობით. ყურადღებსაღებია ის ადგილები, სადაც აურა უფრო ნათელია, ან განსხვავებულია ძირითად ფერთან. ვინაიდან ეს ადგილები დაკავშირებულია ორგანოებთან ან სხეულის ნაწილებთან. მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ დაძაბულ ყვითელ-მოყავისფრო ლაქებს მხრების გარშემო, ეს მაჩვენებელია, რომ მას გააჩნია პრობლემები ყელისა და კისრის არეში.
აურის ზომა დიდი აურა, რომელიც თითქმის მისი ფოტო გამოსახულების კიდებამდე აღწევს, მანიშნებელია ძლიერი ენერგეტიკული ველის. ასეთი ადამიანი აფრქვევს ძლიერ ვიბრაციებს, რომლის ხარიზმას სხვებიც ხშირად ამჩნევენ. მისი ენერგია საკმაოდ მრავალმომცველია. ხოლო აურის პატარა ზომა მანიშნებელია ადამიანის ერთ რამეზე უფრო კონცენტრირების. ასეთ ადამიანებს უფრო მიაკუთნებენ ინტრავერტებს. მისი ცხოვრებისეული ენერგია შედარებით დაბალია, რაც შესაძლებელია დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან.
აურის სიკაშკაშე და ინტენსიობა – აურის ანალიზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მის სიკაშკაშეს, ინტენსიობასა და ფერების სიღიავეს. როგორც წესი ღია მოკაშკაშე ფერებს აქვთ დადებითი ჰარმონიული მნიშვნელობა. ხოლო მუქ ფერებს საწინააღმდეგო არსი. მაგალითად, ღია წითელი ფერი დაკავშირებულია ადამიანის ნებისყოფასთან და მის მაღალ ენერგიულ მოქმედებებთან. ხოლო მუქი და ჭუჭყიანი ფერები გამომხატველია ფიზიკური, გონებრივი და ემოციონალური დაძაბულობის.

აურის სიმკვრივე – აურის სხვადასხვა თვისებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე აურის სიმკვრივე ანდა მისი დრეკადობა. ზოგიერთი ადამიანის აურის ეს თვისება აღწევს მაღალი ხარისხის კონცენტრაციას. [ აურის სიმკვრივე მაჩვენებელია ადამიანის პიროვნულ სიძლიერის ]. აურის სიმკვრივეზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი – გონების გამჭრიახობა; ადამიანის ჩართვა მისი ორგანიზმის დაფარულ ენერგეტიკულ რესურსებთან და ფსიქიკასთან; შიდა ცხოვრების ინტენსიობა; ძიება და განცდები; მიზანსწრაფვა; მიზანსწაფვის ხარისხი; ემოციონალური ჰარმონია.

რაც უფრო მიზანსწრაფულად, ღრმად და ჰარმონიულად იქცევა ადამიანი, მით უფრო მკვრივი და დრეკადი ხდება მისი აურა. უარის თქმა დადებით მისწრაფებებზე, ნეგატიური ემოციები , წინააღმდეგობებიდან გადახვევა, მიდრეკილება სიზარმაცისკენ და ფსიქოლოგიური ძილი ფიტავს აურას შიგნიდან. როდესაც აურა მოდუნებულია [ მოშვებულია ] ის მუქდება. წარმოეშობა პატარ-პატარა ნაფლეთები.

სუსტი ადამიანი, როდესაც ის იმყოფება დაღმავლობის ფაზაში ან დეპრესიაში ანდა მიღებული აქვს ენერგეტიკული დარტყმა, გამოირჩევა აურის დაბალი ხარისხის სიმკვრივით და განმუხტული მდგომარეობით. ზოგჯერ აურის ზოგიერთი მონაკვეთები არის არა თანაბარი სიმკვრივის. ეს მაჩვენებელია ენერგეტიკული გამოცლის ანდა ორგანიზმის დასუსტების, სხვადასხვა ავადმყოფობობისაგან.

აურა და სიკვდილი – სიკვდილი საკმაოდ გრძელი პროცესია. დამოუკიდებლად იმისა, თუ ადამიანი რა მიზეზით მოკვდა. სიცოცხლე გრძელდება კიდევ რამდენიმე ხანი. ადამიანის თავის ტვინში არსებობს განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტრო დენს (ელექტრო რეცეპტორები). სისხლი ამარაგებს ტვინს მიკროელემენტებითა და სხვადასხვა ქიმიური შენაერთებით. თანდათანობით თავის ტვინში ეს მარაგები გროვდება. ამიტომაც გულის გაჩერების შემდგომ თავის ტვინს შეუძლია კიდევ რამოდენიმე ხანი ფუნქციონირება (3-5 წთ.).

თუ ადამიანს ბედისწერის გამო კვდება რამდენიმე წუთში ან საათში, მისი აურა უკვე აღარ ფიქსირდება. ხოლო თუ, ადამიანს დარჩენილი აქვს სიცოცხლე რამდენიმე თვე მისი აურა ძალიან სუსტია და ნელნელა ქრება. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი უიმედოთ დაავდებულია და გარდუვალია მისი ლეტალური შედეგი, აურა ნელნელა კარგავს ენერგიას და მისი სიმკრივე ეტაპურად მცირდება [თხელდება]. კლინიკური სიკვდილის დროს, ზოგ შემთხვევაში აურა ქრება და რჩება მისი ეთერული ნაწილი.

აურის მართვის დახვეწა – ყველა ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული დროით შეცვალოს საკუთარი აურის ფერები. უპირველესად ცვლილებები ეხება მენტალურ და ემოციონალურ მხარეს. ეს ცვლილებები წარმოიშობიან აგრეთვე გარემოს ზემოქმედებითაც. აურის თითოელ ფერს გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა. რომ შეაფასოდ ცვლილებები უნდა ნახოთ ფერთა კომბინაცია და აგრეთვე თითოელი ფერის შიგნით, ზონათა ტრანსფორმაცია. არ არსებობს “ცუდი” და “კარგი” აურა. უბრალოდ ისინი განსხვავებულები არიან. იმ დროსაც კი, როდესაც ისინი მუქი ფერისაა და აჩვენებენ სტრესულ მდგომარეობას.

ცუდი არ იქნება გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში “გონება-სხეული-ენერგია” ზოგჯერ თქვენი მოქმედებისა და ქცევის მოდელის შეცვლა (მაგალითად განთავისუფლება უაზრო, ბრიყვული აზრებისგან) დადებით როლს ითამაშებს თქვენი აურის მონაცემთა გაუმჯობესებისთვის.

ადამიანის აურის ტიპები – პიროვნების ტემპერამენტთა კლასიკურ ფსიქოლოგიის დაყოფისგან განსხვავებით (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელაქოლიკი), აურის მიხედვით უახლოესი მონაცემებით ადამიანები კლასიფიცირდებიან 12 ძირითად და 12 გარდამავალ ტიპებად. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ფერთა თეორია და მკვლევართა მრავაწლიანი როგორც ემპირიული, ასევე სტატისტიკურად გამაგრებული კონცეპცია. ეს ტიპებია:

1.მუქი წითელი;

2.წითელი; – ქვეტიპი 2ა.წითელ-ნარინჯის ფერი;

3.ნარინჯისფერი; – ქვეტიპი 3ა.ნარინჯისფერ-წითელი;

4.ნარინჯისფერ-ყვითელი;

5.ყვითელი; ქვეტიპი 5ა.ყვითელ-ნარინჯისფერი; ქვეტიპი 5ბ.ყვითელ-მწვანე;

6.მწვანე; ქვეტიპი 6ა.მწვანე-ყვითელი; ქვეტიპი 6ბ.მწვანე-ცისფერი;

7.მუქი მწვანე;

8.ცისფერი;

9.ინდიგოს ფერი; ქვეტიპი 9ა.ინდიგო-ცისფერი; 9ბ. ინდიგო-იისფერი;

10.იისფერი; ქვეტიპი10ა.ინდიგო-ლავანდის ფერი; ქვეტიპი 10ბ.ინდიგო -იისფერი;

11.ლავანდის ფერის; ქვეტიპი11ა.ლავანდა-თეთრი;

12.თეთრი; ქვეტიპი12ა.თეთრი-ლავანდის ფერი.

31 responses to “ადამიანის აურა და თვისებები

  1. kosta September 21, 2012 at 7:26 pm

    auris danaxva xom sheudzlia chveulebrv adamians? gagebuli maqvs rom ragac specialuri varjishebi arsebobs amistvis da iqneb shemogvavazot, saintereso iqneba🙂

  2. eka September 22, 2012 at 5:52 pm

    როგორ უნდა გავიგოთ ჩვენი აურა როგორია?

  3. kosta September 24, 2012 at 9:21 pm

    unda davinaxot, an mowtbiloba arsebobs magistvis specialuri🙂

  4. princess October 9, 2012 at 6:38 pm

    და როგრო უნდა დავინახოთ ?

  5. kosta October 11, 2012 at 2:51 pm

    სავარჯიშოები არსებობს თვალისთვის სპეციალური, ეს სავარჯიშოები მეც დავპოსტე დადეთ მეთქი და იქნებ დაგვეხმარონ

  6. Giooo October 11, 2012 at 7:16 pm

    Teoo damimate gtxoov ra faceshii an skypeshi skype:giorgi.128 face kide George Bazashvili

  7. ila October 20, 2012 at 12:39 pm

    ფერთა თეორიაზე მეტი ისაუბრეთ რა?

  8. Tamar November 4, 2012 at 8:56 am

    გულის ასარევი რა არის? თუ ჩვენ შეუიარაღებელი თვალით რაღაცას ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რაღაც არ არსებობს. მით უმეტეს, ადამიანს რომ ენერგეტიკული ცენტრები აქვს და ისინი ცისარტყელას ფერებივით გადადიან ერთმანეთში, ეს სრულიად თვალსაჩინო მოვლენაა. მაინცდამაინც ხელთ თუ ვერ ვეხებით და გემოს თუ ვერ ვუსინჯავთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს:))))) ქეთი, მე ართ თერაპიასთან კავშირში შევისწავლე ეს ყველაფერი და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და ბევრი საჭირო ინფორმაციის შემცველია:)))))) თქვენი პისტი საინტერესოა და ინფორმაციულად სავსე. წარმატებებს გისურვებთ:))))) სხვათა შორის, ენერგეტიკულ ცენტრებს სერიოზულად აზიანებს ყოველგვარი ნეგატივი, მათ შორის, სიტყვიერიც. ისე, რომ თუ პოზიტიურად ისაუბრებთ მარტო სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც გაუფრთხილდებით. ეს მართლმადიდებლებმა კარგად იციან:)))))

  9. mettichara November 5, 2012 at 9:43 pm

    მასწავლეთ როგორ გავიგო მისი ენერგეტიკული მოდელი ან ფერი რომელია

  10. tamuna November 19, 2012 at 7:58 am

    რა საინტერესოა

  11. web administration aura-help.ge December 4, 2012 at 6:43 pm

    ძვირფასო ქეთი გავკადნიერდებით და შეგახსენებთ, რომ როდესაც მასალას აკოპირებთ ერთი ერთზე სხვა საიტიდან ნება იბოძეთ და საიტი მაინც მიუთითეთ.მითუმეტეს საიტზე არის მოცემული გაფრთხილება, რომ ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.საავტორო უფლებებს იცავს კანონი.
    ვნახოთ რას მოიმოქმედებთ

  12. giorgi December 28, 2012 at 7:41 am

    auris danaxva tu gindat da msgavsi ramebi ukve scdeba fsiqologias da gadadis okultizmshi aserom iq ivarjishet arsebobs specialuri wignebi😉

  13. giorgi January 4, 2013 at 10:23 am

    ki daminaxavs nebismieris auris danaxva shemidzlia

  14. Mariami January 6, 2013 at 9:05 am

    😀 eg rogor?

  15. giorgi January 6, 2013 at 3:10 pm

    rogor da mtavaria koncentracia varjishi unda magas gonebis varjishi koncentracia magrad michirs magram mainc gamomdis

  16. Mariami January 6, 2013 at 5:27 pm

    auu ra magariaa..me ver gavketee ^_^ mara albat kargia

  17. giorgi January 6, 2013 at 8:09 pm

    shemidzlia dagexmaro ginda?

  18. Mariami January 6, 2013 at 8:42 pm

    ki ratomac araa ^_^

  19. giorgi January 6, 2013 at 8:54 pm

    dasawyisisatvis aq shedi da ase 1 kvira ivarjishe am saitze ai linki http://aura-help.ge/node/106 ro dasruleb mitxari da shemdeg varjishs moqcem

    • იკაა March 30, 2013 at 1:32 pm

      gio dzalian minda auris danaxva da shegidzliaa kidev momce savarjishoebii? am links chavujdebi axla da shemdegi gamoushvi😀 madlob winaswar

  20. Mariami January 6, 2013 at 8:55 pm

    hoo kargi..magram xvalidan daviwyeb ra exla dzalian daglili var da amis nervebi ar maqvs:) madloba

  21. mari April 8, 2013 at 10:49 am

    mec dzalian minda viswavlo auris danaxvaa :X vgijdebi eset temebze… dzalian saintereso posti iyo🙂

  22. shalva April 29, 2013 at 9:36 pm

    advilia auris danaxva 17 wlamde vxedavdi aurebs adamianisas visas rogor zogs dzalian dzlieri aqvs zogs susti gaachnia adamiani rogor mdgomareobashia kvelafris gageba shegidzlia auris danaxvit.

  23. shalva April 29, 2013 at 9:41 pm

    xo kide mainc da mainc ar girchevt aurebs rom xedavdet😉

  24. eti July 6, 2013 at 9:41 am

    rogor davicvat tavi cudi auris mqone adamianisgan,an tu aris es shesadzlebeli?

  25. Sophy Ciklauri July 16, 2013 at 8:41 pm

    me vxedav auras magram jobia ar vxedavde …zalian cudia roca imas xedav da xvdebi rac ar unda icode…adamianis sulshi xelis faturs gavs ,,:)

  26. giorgi July 21, 2013 at 9:36 am

    ara ras ambobt erti shexedvit auras ver dainaxav😀 eg erti da meore suli sxva ramea auras roca xedavs gchirdeba dzlieri koncentracia aurebi sxvadasxva gvaria iyofa ferebtat mashtabebat da dzalebat auris dasanaxat daxloebit 15 wuti gchirebat ratqmaunda garkveuli varjishis gavlac aucilebelia shecadet tqveni aura dainaxot es yvelaze rtuli etapia amas tu shedzlebt mere sxvis aurasac dainaxavt gisurvebt warmatebebs

  27. kosta October 16, 2013 at 7:23 pm

    giorgi aura-helpze ra savarjishoebicaa vaketeb magas ukve gamomdis anu, chemi aurac davinaxe mgoni ogont maleve qreba 1 an 2 wamshi, xoda rame savarjoshoebi tu gaqvs kidev mitxari ra

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: