მყავს ერთგული ქმარი, ულამაზესი შვილები და სახლი, საიდანაც არავინ გამაგდებს არასდროს

65557_429118757169879_883750491_n
შეიძლება ითქვას რომ
ჩვეულებრივად მოაზროვნე არის ნორმალური
არაჩვეულებრივად მოაზროვნე კი გიჟი !
მათი შეშლილი ფანტაზია, სურვილები, ქცევები ყველაფერი ღიმილს მღვრიდა
გერმანიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი
იცით, სულაც არაა საშიში ! მამა 5 წლის ასაკში გარდამეცვალა, არც და მყოლია არასდროს, არც ძმა მხოლოდ მეგობარი რომელიც ახლო მომავალში ამ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მფლობელი გახდა.
თავიდან როცა შევედი მეგობრის სანახავად, გამიტაცა ფსიქიკურად შეშლილი ხალხის ნაქარგებმა, რომელიც საავადმყოფოს შემოსასვლელშივე იყო გამოფენილი ვინც კარგად მოიქცეოდა, მისი ნამუშევარი გამოსაჩენ ადგილას იდო. ძალიან მომეწონა იქაურობა

ჩემს მეგობარს ნიკი ერქვა, ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი მის კაბინეტს, თან ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალს თეთრ კედლებს, დამტვერილ როიალს, რომელზეც ალბათ საუკუნეა არავის დაუკრავს
აი, ჩავიარე დერეფანი და შევედი ნიკთან
-ემილი, შემოდი დაჯექი, როგორ ხარ?
შესული არ ვიყავი, როცა ნიკის ტელეფონმა დარეკა, დედამისი იყო და დედაჩემის სიკვდილის შესახებ უამბო
ნიკი შეკრთა, სახეზე ფერი ეცვალა და სახემოღუშულმა დაკიდა ყურმილი …
არ იცოდა ჩემთვის როგორ ეთქვა, მაგრამ მე ამას ადრე თუ გვიან თავადაც მოველოდი
მამაჩემის გარადცვალების შემდეგ დედა ძალიან ბევრს სვამდა და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა
ცრემლები წამომივიდა, მუხლები მომეკეცა და ავქვითინდი

რამდენიმე თვის შემდეგ ნიკმა შემომთავაზა მის საავადმყოფოში მეცხოვრა, მე მას ყოველ დღე ვსტუმრობდი, თითქოს მამშვიდებდა იქაურობა მალევე გავიცანი ყველა
მომეწონა იდეა, რადგან მარტო სულაც არ მომწონდა ჩემს სახლში, იქ საკუთარი ოთახი გამომიყეს
ნივთები ჩავალაგე
და წავედი ….
პირველი დღე საკმაოდ ბედნიერი იყო, ზოგი პაციენტი გაწერეს, ყოველ კვირას კი ვიღაც ახალი მოდიოდა, უფრო და უფრო გიჟური იდეებითა და აზრებით სავსე
მათი თვალები, იცით ისინი სულ სხვანაირი იყო
უფრო ჭრელი, არაჩვეულებრივი
თითქოს მათი ორიგინალურობის გამო სჯიდნენ

ერთი ჩვეულებირივი დღე გათენდა საავადმყოფოში
საშინლად წვიმდა
დერეფანში გავედი და ფანჯარას გავყურებდი
ოთხკუთხედი მინები იყო
ერთი მუქი მწვანე, ერთი ღია ცისფერი და ასე თანმიმდევრობით
-ახალი პაციენტიიიი !
დაიყვირა ჯომ
ჯო ჩვენი საავადმყოფოს დარაჯი იყო, შავკანიანი ჯო, უკეთილშობილესი ადამიანი, ყოველთვის მეგონა რომ ასეთები არ იბადებოდნენ, მისი წარმოუთქმელი ღიმილიდანაც კი სითბო და სიყვარული იღვრებოდა… ამ დროს ნიკი გამოვიდა აჩქარებული ნაბიჯებით
-მოიყვანეს?
-კი, აქ არის !
-სარა, პალატა მომზადებულია?
-დიახ სერ !
საავადმყოფოს კარი გაიღო და ახალგაზრდა ბიჭის გამოხედვა მომხვდა თვალებში, მას ორი ადამიანი იკავებდა
რა თქმა უნდა წინააღმდეგობას უწევდა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო და რომ ის არ იყო გიჟი
თავი დავხარე და სასიამოვნო მოლოდინის ქარმა დამკრა.
ის მართლა არ იყო გიჟი, გერმანიის პოლიციას მაშინ ჩვენთან მოჰყავდა ზოგი ადამიანი, გაურკვეველი მიზეზების გამო. იმ დღეს მე ის არ მინახავს, არც მომდევნო და არც იმის მომდევნო დღეს, პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დაისაჯა და ერთი დღე ჩვენი ფსიქიატრიული საავადმყოფოს უსაშინლეს ოთახში გაატარა, სადაც სიბნელე იყო, სიცივე და სირისტი.
ხუთშაბათ დღეს მე იგი დავინახე, იღიმოდა და ყრუ-მუნჯ ადამიანს ელაპარაკებოდა, თან მისგან პასუხს ითხოვდა
-ხომ? ხომ მეთანხმები? მე ხომ მართალი ვარ?
მაშინ მივედი მე მასთან და ვუთხარი, რომ ის ყრუ-მუნჯი იყო
უხერხულად დახარა თავი, კისერს კი მისი გრძელი ახალგაზრდული თითებით ისრესდა
-მე არ ვიცოდი ………
-ხომ? ხომ არ ვიცოდი?
მიუბრუნდა და ისევ მას ეკითხებოდა
გამეღიმა, მასაც გაეღიმა
-ნება მომეცით თქვენი სახელი გავიგო
-ვისი, ჩემი ?
-დიახ, თქვენი
ჩემს ოთახს ვუახლოვდებოდით და თან ცეკვა ცეკვით მოდიოდა, ერთობ იფიქრებდი სისხლი უდუღსო
ქოთნიდან ყვავილი ამოიღო და მოხუც ბებიას გაუკეთა თავზე
-ასე უფრო ლამაზი ხართ, ქალბატონო
მე მეღიმებოდა…
კარგად შევამჩნიე როგორ მოაცურებდა მის გრძელ თითებს როიალზე
-არავინ უკრავს?
-არა, არავინ
-დასანანია, არადა როგორ მიყვარს ……. (ისევ იღიმის)
რატომღაც მის ღიმილზე მეც სულელივით ვიცინი, ეს პირველივე დღიდან შეამჩნია ჯომ
ახლა კი თვალი ჩამიკრა.
-ჩემი სახელია ტომასი, მაგრამ შეენ, შენ შეგიძლია ტომი დამიძახო
დერეფანი დამთავრდა, მე უკან უკან მივდიოდი და კედელს მშევეჯახე ზურგით, ის კი მიახლოვდებოდა, დავიბენი ცხოვრებაში ასე ორჯერ დავიბენი
ერთხელ, როცა მეათე კლასსში უფროსმა ბიჭმა მაკოცა და
ახლა . . .
მაჯაზე მომკიდა ხელი და მისი სახე ჩემს სახესთან მოიტანა ახლოს
-ემილი, შენი გულის ცემა მესმის, ემილი
თავი კისერთან მოიტანა, თითქოს ესესაა უნდა ეკოცნაო
-ჩემი სახელი საიდან იცი ?
-ჰმ
ისევ ჩაიცინა, ეშმაკური ღიმილით ხელი გამიშვა და წავიდა
ეს ის გრძნობა იყო როცა მივხვდი რომ ძაფი, რომელიც აქამდე უფერული მეგონა, ჭრელი ყოფილა, მასზე ამდენი ფერები ყოფილა, მე კი მხოლოდ ახლა დავინახე
უცბად წვიმა შეწყდა და მზე გამოვიდა
დედას გეფიცებით, მზე გამოვიდა !
ათასი ფიქრების პლედში გაეხვია გონება
თავჩახრილი აუჩქარებელი ნაბიჯებით წავედი ოთახისკენ, მეღიმებოდა, ისევ
გიჟივით
სულელივით !!!
ძალიან მალე დავახლოვდით მე და ტომი
დღეები, საათები, წუთები წამები ქარივით სწრადად მიქროდა
ყოველ დღე, თითო საათით გავდიოდით მე და ის ქუჩაში
გინდა სანაძლეოს დაგიდებ, რომ მე ამ ტბაში ჩავალ ახლა
-გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი
-ჰო, ვიცი ! აბა რა მინდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 😀
მართლა ჩავიდა და მეც მთხოვდა ჩასვლას
-არა, არა გაგიჟდი არავითარ შემთხვევაში
რამოდენიმე წამში კი მეც მის გვერდით ავღმოჩნდი, თან მაისურით…
მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი უკანასკნელ წვრილმანებამდე, მან კი ჩემი იცოდა ყველაფერი
საავადმყოფოში ყველას ძალიან ვუყვარდით
მზე ჩავიდა, დაღამდა მე კი რაღაც სასიამოვნო ხმამ გამომაღვიძა, ავდექი და დაბნეული ჯერ გონს ვერ მოვედი რაში იყო საქმე
კარი გავაღე და როიალის ხმა გავიგე ტომი უკრავდა
ღიმილით მივედი
-ასე კარგად თუ უკრავდი გედების ტბას, არ გითქვამს
-5 წელი მატარებდნენ მშობლები მუსიკაზე
– უშედეგოდ მაინც არა !
და მოვეხვიე ♥
დილით არც კი უხსენებია ეს ამბავი, რატომღაც თავს არიდებდა, არაფერი მითქვამს არც მე, თუ საჭირო დარჩებოდა ის თვითონ დაუბრუნდებოდა ამ თემას…
ტომი იყო ბიჭი, 26 წლის
ის არ იყო მამაკაცი
მის თვალებში ჯერ კიდევ სიცოცხლის წყურვილი ჩქეფდა მაღალი, სუსტი
ზღვისფერი თვალებით, ცოტა კეხიანი ცხვირით და ულამაზესი თითებით, გრძელი პიანისტის ლამაზი თითებით, სულ მაოცებდა მისი წვრილმანები
არ ოფლიანობდა, არც სუნამოს იყენებდა, მაგრამ სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, ვინ იცის იქნებ მე ვხედავდი მასში ყველაფერ საუკეთესოს, მე 24 წლის ვარ და ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება სამოთხეს ჰგავდა, მე არ ვეჭვიანობდი როცა ის თავის ყოფილ გოგონებზე მიყვებოდა, რადგან მაშინ მე მას არ ვიცნობდი, და რომ მცოდნოდა უეჭველად ჩემი იქნებოდა.
თვითშეფასება მაღალი მქონდა მასთან და
რა თქმა უნდა, მექნებოდა ის ხომ მე მაღმერთებდა…
-ეემ, ემი, ემილიიიი
-ჰო, რაიყო
ვისხედით საავადმყოფოს ეზოში საღამოს
-არ გინდა წავიდეთ ?
-სად ?
-სადმე, შორს ნიკს უთხარი ცოტა ფული მოგვცეს, ცოტა მეც მაქვს სახლი ვიყიდოთ ბერლინში, ან მიუნხენში, მე მალევე ვიპოვი სამსახურს, ჩვენ შვილები გვეყოლება და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვიქნებით
-მოიცა, მოიცა ტომ, ხომ არ ჩქარობ?
მის მუხლებში მედო თავი და წამოვდექი
-რატომ ვჩქარობ?
ხელები სახეზე მომკიდა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.
მეორე დილით ნივთებს ვალაგებდი რათა ბერლინში წავსულიყავით, ყველაფერი ისე უცბად მოხდა, გადაწყვეტილებაც უცბად მივიღეთ
საერთოდ, ჩემი და ტომის სიყვარულიც უცებადი იყო
გამიკვირდა, მე ხომ არასდროს არ მყვარებია და აი, თურმე რა ყოფილა გრძნობა, რომლის შესახებაც ყველა ასე ლაპრაკობს, წერს, მღერის
მე თვითონ აქამდე არ მჯეროდა ამ გრძნობის
მაგრამ თურმე მის თვალებში ერთხელ კმარა ჩახედვა, რათა გადამავიწყდეს ყველაფერი ვინ ვარ
რა მინდა
რისთვის მოვედი ამ დედამიწაზე

ხელცარიელი მოვედი და, არ მინდა “არაფრით” დავბრუნდე იქ
სადაც სიკვდილის შემდეგ მიდიან
მინდა ჩემი მთელი ცხოვრება ჩავიბღაუჭო მაგრად მოვეხვიო და თან წავიყოლო
ტომიც
მინდა ვერაფერმა დაგვაშოროს, რამხელა ეგოიზმია, არა ? არ მინდა მე დავრჩე აქ მის გარეშე, ან ის მარტოდ, ეულად
მინდა შვილები გვყავდეს, რომლებიც მის თავს მომაგონებენ ყოველთვის, საბედნიეროდ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ჩემი ტომი ჩემთანაა და არსად წასვლას არ აპირებს
როცა რაღაც კარგად იყო, ბავშვობაშიც, ყოველთვის ვფიქრობდი რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა…
მანქანაში ბარგი უკვე ჩალაგებული იყო, ძალიან გამიჭირდა იმ საავადმყოფოს დატოვება, სადაც უკანასკნელი 7 წელი ვცხოვრობდი
ასე მეგონა ჩემს სულს იქ ვუტოვებდი, ხალხს
რომლებიც უსიტყვოდ გაგიგებენ
ხალხი, რომლებიც შენს ტკივილს გრძნობენ, გამიჭირდა, მაგრამ ხომ უნდა გადამედგა ნაბიჯი გამოვემშვიდობე უკლებლივ ყველას, ჯო გულდაწყვეტილი იყო, მოვეხვიე და ვთხოვე მიეხედა იქაურობისთვის !
ნახევარი გზა გავიარეთ უკვე ტომმა მითხრა რომ დეიდამისის სახლში ვიცხოვრებდით, სანამ სახლს შევარჩევდით საყიდლად
ყველაფერი იდეალურად იყო, ბერლინი ულამაზესი ქალაქია
ტომის დეიდამაც თბილად მიგვიღო, თან ჩემი თავი გააცნო, როგორც მომავალი მეუღლე, შიშმა დამკრა
სასიამოვნო შიშმა …
დრო ძალიან სწრაფად გადიოდა, პატარა სახლი ვიყიდეთ, რომელიც ჩვენ ძალიან შეგვეფერებოდა, რამდენიმე წელიწადში ქორწილი გვქონდა და ჩვეულებისამებრ შვილები, ორი პატარა ანგელოზი …

რა თქმა უნდა როგორც სხვა ყველა წყვილი, მე და ტომიც ხშირად ვჩხუბობდით
ყოფილა შემთხვევები, როცა ლამის მთელი სახლი დაგვილეწია, მაგრამ მე არ გამიმახვილებია არაფერ ცუდზე ყურადღება
ცხოვრება ხომ ასე პატარაა,მთლიანობაში მივხვდი რომ არაფერი მაქვს სანერვიულო, მყავს ერთგული ქმარი, ულამაზესი შვილები და სახლი, საიდანაც არავინ გამაგდებს არასდროს
მივხვდი რომ არ ღირს ეჭვიანობა არაფერზე
ცხოვრებამ მასწავლა, რომ რაც უფრო ნაკლებად ეჭვიანი ვიქნები, მით უფრო ნაკლები პრობლემები მექნება… ბევრი წვრილმანია რისგანაც ხალხი უბედურებას ქმნის, იმ უბედურებაში კი ხშირად მთავარი, დიდი და ბედნიერება ავიწყდებათ.
ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია
ჩემი ურთიერთობაც ზღაპარს ჰგავს
ვიღაცას ხომ უნდა ჰქონდეს იდეალური ურთიერთობა?
რომელიც რეალობაში არ არსებობს ….

3 responses to “მყავს ერთგული ქმარი, ულამაზესი შვილები და სახლი, საიდანაც არავინ გამაგდებს არასდროს

  1. saimoni აპრილი 2, 2013, 11:46 AM

    mshvenieria aseti araferi wamikitxavs dzan momewona ,piradat me siyvarulis ar mjera an sheidzleba jer patara var 15 var da bevri ar mesmis magra mevric vici da dzan momewona es istoria piradat me tavsac gavwiravdi aseti wyvilis bednierebistvis mshvenieri ambavi iyo {:-)

  2. ekachoo მაისი 25, 2013, 4:40 PM

    – gavgijdii. dzaliaan magari istoria weriaa. me saertod boloshi ubedurebas movelodi. 😀 magram aseti dasasrulic kargi aqvs

  3. maia ივლისი 23, 2013, 5:26 AM

    რამხელა ბედნირებაა ალბათ ოჯხი, ქმარი და შვილები……..მოუსვენეარი, ქაოტური მაგრამ სასიამოვნო….. ალბათ …..

დატოვე კომენტარი