ნატო !

574531_425303577551397_268536424_n
კარგად მახსოვს, 1984 წელი
თბილისსში წვიმდა, შუქი როგორც ყოველთვის არ იყო, მე და ნატო ფანჯარასთან ვისხედით, დილის 12 საათზე, ქუჩაში კი წვიმდა
გზები ერთმანეთს კვეთდა, გზააბნეული ხალხი შავი ქოლგებით ბუზებივით ირეოდა
ისინი მიიჩქაროდნენ, მე და ნატო ჩუმად ვისხედით, ხმაამოუღებლად, თითქოს გვეზარებოდა საუბარი.
კარგად მახსოვს მისი ღრმა თვალები, რაღაცაზე ფიქრობდა
ჯერ ფანჯარაში გაიხედებოდა, ხალხს უყურებდა
ღრმად ჩაისუნთქავდა, გეგონებოდა ესესაა რაღაც უნდა თქვაო
შემდეგ ისევ გაჩერდებოდა და სუნთქვის რიტმს ანელებდა, დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა
ჰო ცის ფერი ! თავზე ბენდენა ეკეთა, სახის ნაკვთები ანათებდა, სიცოცხლით სავსე პატარა გოგონა
ნატო . . .
გაჰყურებდა ფანჯარაში ხალხს, შემდეგ მინას მიაშტერდებოდა, წვიმის წვეთებს უყურებდა როგორ ჩამოედინებოდა და იკარგებოდა უკვალოდ.
ძველი ოთხ სართულიანი სახლის იქით არაფერი მოსჩანდა, ნისლი იყო დაბურული უცბად ფილტვები სითბოთი ამევსო და ჩაფიქრებულს გავხედე
-კიდევ დიდხანს უნდა იწვიმოს ?
-აბა მე რა ვიცი
-გიყვარს წვიმა?
ჰაერი დაიგუბა პირში, ლოყები გამობერა და ხელები მიირტყა, გაეცინა სულელივით
-კი, მიყვარს !
საათის წიკ-წიკი არღვევდა ოთახში სიჩუმეს, ჩვენ იმ ოთხ სართულიანი სახლის მოპირდაპირე კორპუსსში ვცხოვრობდით მესამე სართულზე.
მე და ნატო დები ვართ, მე 20 წლისა ვარ, ის 13 ის
მე წაბლისფერი თმა მაქვს
მას ოქროსფერი
მე თაფლისფერი თვალები
მას ცისფერი
მე ვწუხვარ …
ის არა !
ჩვენ ისევ იქ ვისხედით, ზემოდან დავყურებდით წვიმაში გამოსულ ხალხს, ველოსიპედით დაბნეულ ბაბუას, მოვაჭრე ჟღალთმიან ქალს, რომლის ყველიც ორი ლარი ღირდა, მაგრამ იმდენად ენაწყლიანი იყო, ოთხ ლარადაც ყიდდა ხოლმე, სულ გვეცინებოდა მასთან მისულ მყიდველს როცა ვხედავდით …
მამა ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა, დილით მიდიოდა 7 საათზე დაბრუნებით კი გვიან ბრუნდებოდა, მე და ნატოს გვაკოცებდა შუბლზე შემდეგ იძინებდა და ისევ
შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად მამას ვერ ვხედავდით, გარდა კვირა დღისა
დედაც მუშაობდა, რადგან ფული არ გვყოფნიდა
თან ნატოს წამლები ძალიან ძვირი ღირდა
ჩემს დას კიბო ჭირდა, ის ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში აღმოუჩნდა და რა თქმა უნდა საქართველოში მას ვერაფრით უმკურნალებდნენ, საჭირო იყო ძვირადღირებული ოპერაცია, მაგრამ ჩვენს ოჯახს ამის საშუალება ნამდვილად არ ჰქონდა
წამლებით ვცდილობდით მისი ცხოვრების გახანგრძლივებას, ნატოს კარგად ეჭირა თავი, დაავადების მიუხედავად ის მაინც არ გრძნობდა თავს “სხვანაირად”
არასდროს ვლაპრაკობდით ამაზე, ჩუმად ყოფნა ყოველთვის გვერჩივნა, კარგად მახსოვს მისი დაბადება
ზღვისფერმა თვალებმა ჩვენი ოჯახი გაანათა, მისი ოქროსფერი თმა და წვრილი თითები
დედას გჰავს, ძალიან.
ნატოს ზურგზე დავადე ხელი, მაისური გავუსწორე და ავდექი
-ჩაი უნდა გავაკეთო და ხომ დალევ?
– არა, ალლუბლის კომპოტი მინდა
-კომპოტი აღარ არის ნატო, ახალი წლისთვის არის დარჩენილი ცოტა და იმას ხელი არ მოკიდო, დედა გაბრაზდება !
პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდა ძველ კარადას, სადაც კომპოტები იდო, ფარდა ახადა და შემდეგ ისევ ჩამოწია
-ნატო მოდი ჭამე !
მაგიდაზე საჭმელი და ალუბლის კომპოტი დავახვედრე, იმ წამსვე დალიე, გაიბერა და შემდეგ საჭმელს ვეღარ ჭამდა.
ასეთი ყოველდღიური წვრილმანები კარგად მახსოვს, სახლიდან თითქმის იშვიათად გავდიოდით, პატარა ბინა გვქონდა ორ ოთახიანი, საღამოობით განსაკუთრებით გვიყვარდა სანთლის შუქზე საუბარი, გასაოცარი ბავშვი იყო ნატო, ასე მგონია სხვა 13 წლის ბავშვებისგან რადიკალურად განსხვავებული
ხანდახან, როცა თავი მტკიოდა მოვიდოდა და თმაზე დამიწყებდა ფერებას
მე კი ცრემლებით მევსებოდა თვალები

ყოველთვის ვეჩხუბებოდი, სულ ფეხშიშველი დარბოდა და არასდროს არ უყვარდა თბილად ჩაცმა, მაშინ ნოემბერი იყო და ციოდა
ნოემბრის წვიმა ასველებდა თბილისის ქუჩებს, გაზეთს ვკითხულობდი და სამხარეულოში ხმაური გავიგე, აჩქარებული გულით გავვარდი
ტუჩები ამიკანკალდა როცა გაფითრებული ნატო დავინახე უგონოდ, ხელში ავიყვანე და დაბნეული მეზობელთან შევვარდი და გავაქანეთ იგი საავადმყოფოში
კალიდორში წინ და უკან დავდიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი, ალბათ წყლის ნიჟარასთან ათასჯერ მივედი
წამლის სუნი თავბრუს მხვევდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, ექთნებიც და ექიმებიც თეთრებში, პალატიდან ხმა არ ისმოდა ბოლოს ექიმი გამოვიდა და მითხრა
– სიტუაცია მძიმედაა, საჭიროა ოპერაცია
ნატოს თვალის კიბო ჰქონდა, თუ დონორი მოიძებდნებოდა, მისი გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი მაშინ მივხვდი რაც უნდა მექნა
ეკლესიაში წავედი, ნატოსთან დედა დავტოვე და ამეტირა
-ღმერთო, მე თუ დღეს ნატოს ჩემს თვალებს მივცემ, ის ჩემი მეშვეობით იცოცხლებს და უყურებს დედამიწას ნათელ ფერებში. საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე დავთანხმებოდი დონორობას
მალევე საავადმყოფოში დავბრუნდი, მაგრამ იქ ყველაფერი შეცვლილიყო, თეთრი ფერი აღარ ჭარბობდა, წვიმა უფრო და უფრო მატულობდა
დედის გამწარებულმა ტირილმა სულ მთლად დამიქვეითა გონება
კანკალით შევედი პალატაში სადაც ხელებაკანკალებული მამა იდგა კუთხეში ხმაამოუღებლად
ნატო დედას ეჭირა ხელში და იხუტებდა, მისი თვალები ჯერ კიდევ ღია იყო
ნატო გარდაცვლილიყო
ნატო პატარა, ნატო საყვარელი !


ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა როცა კარი შევაღე, რამდენიმე წამი დედა სასოწარკვეთილი მიყურებდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გაისმა ხმა, დედის ხმა ! გლოვის ხმა
ნატო !

5 responses to “ნატო !

  1. Nini ოქტომბერი 31, 2013, 6:23 PM

    ვერაფერი ვერ გავიგე

  2. natia123 აგვისტო 25, 2014, 2:33 PM

    sikvdili kacobrioobis maradiuli problemaaa, magram chemi azrit axalgzrdebi ar unda igupebvodnen ………((((((((

  3. mamuka chkadua აპრილი 9, 2015, 2:27 AM

    ufalo ieso qriste shegviwyale chven codvilni! amin!

დატოვე კომენტარი