Category Archives: სილამაზე

გოგონა და ბაბუა, ზღვისფერი თვალებით.

დილით მზე იყო და არ ვიცი რა ეტაკა ამინდს, ღრუბლები საშინელი სისწრაფით ასკდებიან ერთმანეთს……. მეზიზღება ის მომენტი როცა დილით ვიძინებ, შუა დღეს ვიღვიძებ და მოღრუბლულია, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მთელი ცხოვრება მეძინა და ყველაფრის მიმართ ზიზღი მიჩნდება. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა შავკანიანი მეგობარი ბიჭი, რომელიც სულ მხიარული იქნებოდა და მისი ხუმრობები სევდიანსაც ღიმილს მომღვრიდა, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პატარა ბოკვერი რომელიც თავისი უზარმაზარი თათებით მეთამაშებოდა
მინდა მინდა მინდა ! Read more of this post

მყავს ერთგული ქმარი, ულამაზესი შვილები და სახლი, საიდანაც არავინ გამაგდებს არასდროს

65557_429118757169879_883750491_n
შეიძლება ითქვას რომ
ჩვეულებრივად მოაზროვნე არის ნორმალური
არაჩვეულებრივად მოაზროვნე კი გიჟი !
მათი შეშლილი ფანტაზია, სურვილები, ქცევები ყველაფერი ღიმილს მღვრიდა
გერმანიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი Read more of this post

ნატო !

574531_425303577551397_268536424_n
კარგად მახსოვს, 1984 წელი
თბილისსში წვიმდა, შუქი როგორც ყოველთვის არ იყო, მე და ნატო ფანჯარასთან ვისხედით, დილის 12 საათზე, ქუჩაში კი წვიმდა
გზები ერთმანეთს კვეთდა, გზააბნეული ხალხი შავი ქოლგებით ბუზებივით ირეოდა
ისინი მიიჩქაროდნენ, მე და ნატო ჩუმად ვისხედით, ხმაამოუღებლად, თითქოს გვეზარებოდა საუბარი. Read more of this post

ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ღირსშესანიშნავი წვრილმანები

553252_430476703700751_1505367185_n
მარტო ვიყავი სოფელში, აპრილში და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი მხვევდა თავბრუს, ატმის ხეებით იყო ბაღი დამშვენებული, აქამდე არსად მენახა მსგავსი სილამაზე, ვერ შევადარებ ვერაფერს.
ჩემი სახლი ტბის პირას იყო, ხის. Read more of this post

მივულოცოთ დედებს 3 მარტი

553260_624209017594570_255191937_n (1)
დედაშენი არის ღმერთი. Read more of this post

კანის მოვლის დეტალები წლის ცხელ პერიოდში

 

ზაფხული მართლაც შესანიშნავი დროა დასვენებისთვის. მხოლოდ ჩვენი კანი განიცდის დისკომფორტს. შესაძლოა, შევამჩნიოთ აქერცვლა, შეწითლება, ლაქები… რედაქციაშიც უამრავი შეკითხვა მოდის კანთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

– რა აჩენს კანზე პიგმენტურ ლაქებს?
– ჰიპერპიგმენტური ყავისფერი ან ოდნავ მოყვითალო ლაქების – მელაზმების – მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, კერძოდ, მისი ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია. ამ შემთხვევაში პიგმენტური ლაქები ყველაზე ხშირად შუბლის, ყვრიმალების, ზედა ტუჩის არეში ჩნდება.
  • ტუბერკულოზური ინფექცია. ამ შემთხვევაში ლაქები შუბლსა და ლოყების ზედა ნაწილში შეიმჩნევა.
  • მშობიარობა (ლოკალიზაცია იგივეა);
  • ღვიძლის დაავადება;
  • ასაკი (მოხუცებულთა პიგმენტური ლაქები – ლენტიგო სენილის – ხელის მტევნის დორზალურ ზედაპირსა და სახეზე).

გვხდება ასევე კანის დეპიგმენტაცია – ვიტილიგო, რომელიც უმეტესად ნეიროენდოკრინული წარმოშობისაა და სახეზე, კიდურებზე, ტანზე თეთრი პრიალა, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქებით ვლინდება. აღსანიშნავია, რომ თუ ვიტილიგოს კერა სხეულის თმიან უბანზე წარმოიქმნა, თმა ამ ადგილას ჭაღარავდება.
– შესაძლებელია თუ არა, ლაქები სოკოვანი დაავადებით იყოს გამოწვეული?
– შესაძლებელია. გარეგნულად ეს ლაქები მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღწერილ დაავადებათა დროს წარმოქმნილი ლაქებისაგან – ნაზად იქერცლება, რაც ჰიპერპიგმენტაციასა და დეპიგმენტაციას არ ახასიათებს. განსხვავებულია ლოკალიზაციაც.  ლაქის გენეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს ბაქტერიოსკოპიული ანალიზი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს აღნიშნულ დიაგნოზს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს დაენიშნება ანტიმიკოზური მკურნალობა როგორც პერორალური, ასევე ადგილობრივი საშუალებებით.
– შეიძლება თუ არა პიგმენტური ლაქების მოცილება?
– ჰიპერპიგმენტაციისა და დეპიგმენტაციის მკურნალობა უნდა წარიმართოს დერმატოლოგის მეთვალყურეობით, იმ დაავადების მკურნალ ექიმთან ერთად, რომელმაც გამოიწვია კანზე აღნიშნული მდგომარეობა, ფთიზიატრი იქნება ეს, ენდოკრინოლოგი თუ ჰეპატოლოგი. მელაზმების სამკურნალოდ ნაჩვენებია უნიტონ-4, ნეოუნიტონი (დღის და ღამის კრემი), დეპიდერმი, “ოზონის”, “გალენიკის” ლაქების მოსაშორებელი კრემები. ვიტილიგოს სამკურნალო საშუალებები საქართველოში დღემდე დეფიციტური იყო და პაციენტებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. საბედნიეროდ, ბოლო ხანს თბილისშიც გამოჩნდა ეფექტური საშუალება ვიტიქსი – გელი და ტაბლეტები. თეთრი ლაქების შესანიღბავად კი დეკორატიული ან კოსმეტიკური ვიტიქს-კოლორი გამოიყენება.
– როდესაც კანის პიგმენტაცია დარღვეულია, უნდა ვერიდოთ თუ არა მზეს? ვიხმაროთ თუ არა მზისგან დამცავი კრემი?
– პიგმენტური ლაქების შემთხვევაში შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ ფოტოდამცავი საშუალებები, რომელთა შPF-ინდექსი 40, 50, 60-ის ტოლია, ვიტილიგოს დროს კი – 100-ის.
– ზაფხული გარუჯული კანის გარეშე წარმოუდგენელია. რას ურჩევდით ჩვენს ქალბატონებს?
– ვურჩევდი, ინტენსიურად გამოიყენონ მზისგან დამცავი და გარუჯვის შემდეგ სახმარი საშუალებები. ეს დაეხმარებათ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ კანის ლამაზი, თანაბარი გარუჯვის ელფერი ისე, რომ არ დაზიანდეს კანი. ალბათ სადავო იმაში არაფერია, რომ გარუჯული კანი ქალს ლამაზ, ჯანსაღ და მომხიბლავ იერს აძლევს.
– 50 წლის ქალბატონი გვწერს: “ხშირად მიჩნდება სახეზე წითელი გამონაყარი, რომელიც კარგა ხანს არ გაივლის და ბოლოს წითელ წერტილებად მრჩება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ მირჩიოთ, სახლის პირობებში როგორ მოვიცილო.
– 50 წლის ასაკში ასეთი ლაქები ხშირად განპირობებულია მენოპაუზური მოვლენებით, როდესაც ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი მიმდინარეობს. ის სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის – სახეზე წითელი ლაქების სახითაც. ზემოხსენებულ შემთხვევაში ეს უნდა იყოს როზაცეა, რომელიც უმეტესად სწორედ ამ ასაკში გვხვდება. მკითხველს ვურჩევდი ექიმ დერმატოლოგის კონსულტაციას, რადგან უნდა ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, მათ შორის – დემოდეკოზზე, ანუ სახის კანიდან აღებულ ნაცხში დემოდექსის (ერთგვარი ტკიპის) არსებობაზე. ეს საკმაოდ საყურადღებოა. თუ დემოდექსი წამწამებში გამრავლდა, ეს გამოიწვევს გაძლიერებულ ცრემლდენას, კონიუნქტივიტს, წამწამების ცვენას, რქოვანას დაზიანებას, უძლიერეს ქავილს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს.
– რა იწვევს დემოდეკოზს?
– დემოდეკოზის გამომწვევი თითქმის ყველა ადამიანის სხეულზე ბინადრობს, მაგრამ უმეტესად არაფერს აშავებს. დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ჰორმონული დისბალანსის, ჰიპერაციდული გასტრიტის, კოლიტის, იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე.
– ემორჩილება თუ არა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ ჩარევას?
– დიახ, დაავადება იკურნება, თუმცა მკურნალობა ხანგრძლივია, შესაძლოა, 4-6 თვესაც გასტანოს. ამასთანავე, პაციენტმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები და დანიშნულება, დაიცვას ჰიგიენის წესები და, რაც მთავარია, ბოლომდე მიიყვანოს მკურნალობის კურსი. ამ დროს საჭიროა ანტიპარაზიტული მკურნალობა როგორც ადგილობრივად, ასევე პერორალურად. ადგილობრივად გამოიყენება ნელადექსის მალამო. წამწამები უნდა დამუშავდეს ჰიგიენურად ბლეფაროლოსიონით, ხოლო შემდეგ წავისვათ ბლეფაროგელი. გარდა წამწამების მიდამოსი, დემოდექსი ბინადრობს სახის კანზეც, კერძოდ, ცხვირ-ტუჩის ნაოჭში. წერილში აღწერილი გამონაყარის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ როზამეტის (მეტრონიდაზოლის შემცველი მალამო) ან მეტრორუბორილის მალამო სამი თვის განმავლობაში, მერე კი, ეფექტის შესანარჩუნებლად – რუბორილ-ექსპერტი. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ამ დროს საჭიროა, ორგანიზმი მოვარიდოთ ზედმეტ სითბოს, დავიცვათ კვების რეჟიმი, რაციონიდან ამოვიღოთ მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები, მაქსიმალურად შევზღუდოთ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება.
– “სახეზე გამიჩნდა სისხლძარღვები, მიწითლდება სახე და ცხვირი. იქნებ მირჩიოთ, რა წავისვა ან ვის მივმართო”.
– როგორც ჩანს, ეს არის ტელეანგიოექტაზები – ზერელე გაფართოებული სისხლძარღვები, რომლებიც სახის კანს, განსაკუთრებით – ლოყების არეში, წითელ ელფერს აძლევს. ის თან ახლავს აცნე როსაცეა-ს და კოლაგენურ დაავადებებს. შეკითხვის ავტორმა დიაგნოზის დასაზუსტებლად დერმატოლოგს უნდა მიაკითხოს. სასურველია ჩატარდეს სისხლის სრული კოაგულოგრამა. დასალევად ვურჩევდი ასკორუტინს, ადგილობრივად კარგი იქნება ჩაის ხის ტონიკი. თუ ტელეანგიოექტაზები კოლაგენური დაავადებით არ არის განპირობებული, მათ მოსაშორებლად უნდა მიმართოს ესთეტიკური მედიცინის რომელიმე ცენტრს, სადაც ამ პრობლემას ადვილად მოუგვარებენ. გარდა ამისა, ერიდოს მზეს და გამაღიზიანებელ საკვებს.

ანის მოვლის დეტალები წლის ცხელ პერიოდში
 

– ზოგჯერ ცხვირზე ჩირქოვანი გამონაყარი ჩნდება. ამ დროს რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და რას ურჩევდით პაციენტებს?
– ეს შეიძლება იყოს აცნე როსაცეა-ს გართულება, რომელსაც რინოფიმა ეწოდება. ეს დაავადება უმეტესად მამაკაცებში გვხვდება. ამ დროს ცხვირი გადიდებულია, კანზე შეიმჩნევა ტელეანგიოექტაზიები. ხშირია მცირე ზომის ჩირქოვანი გამონაყარი. ადამიანს აქვს ალკოჰოლიკის იერი, რაც საზოგადოებაში დიდ უხერხულობას უქმნის. ამ დაავადების გამწვავებაში სხვადასხვა სომატურმა პათოლოგიამ შეიძლება შეასრულოს მაპროვოცირებელი როლი. მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა ჩაატაროს. აუცილებლად უნდა გაირკვეს დაავადების მიზეზი, რის შემდეგაც ჩატარდება ეტიოპათოგენეზური მკურნალობა. ამ მდგომარეობის დროს, მიზეზიდან გამომდინარე, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, სედაციური საშუალებები, ხოლო როდესაც ცხვირი შესამჩნევად იზრდება, საჭიროა ქირურგიული ჩარევა – რინოპლასტიკა.
– აი კიდევ ერთი წერილი: “ჩემს 23 წლის ვაჟს აქვს სებორეული დერმატიტი, ჭარბი ქერტლიანობა. კანზე აქვს წითელი ლაქები, გაცხიმოვნება. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებულია. ექიმმა გამოუწერა კუპრის საპონი და ვიტამინები, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ, გვირჩიოთ რამე”.
– ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავის თმიანი ნაწილის სებორეასთან. სებორეა მშრალიც შეიძლება იყოს და ცხიმოვანიც. ის ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის პრობლემა, კვების, ძილის არასწორი რეჟიმი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს დაავადება უფრო ხშირად აქვთ მამაკაცებს სწორედ თქვენი მკითხველის მიერ აღნიშნულ ასაკში. თქვენს მკითხველს შეიძლება ვურჩიოთ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება ფიტოსქუამი ფიტოლაბორატორიის მამაკაცებისთვის განკუთვნილი სერიიდან, ხოლო თუ ქერტლს თმის ცვენაც ახლავს თან – ტრიქოვიტალი. ასევე კარგია ტოპიკის შამპუნები მშრალი და ცხიმიანი თავის თმიანი არისათვის. თავის დაბანა სასურველია ყოველ მესამე დღეს. სამკურნალოდ კი ვურჩევ, თავის თმიან არეში შეიზილოს აეროზოლი პოლკორტოლონ თჩ დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში. ასევე კარგი იქნება, თუ მიიღებს აევიტს და ანტიოქსიკაფს თუთიით. თავის თმიანი ნაწილის სებორეას ხშირად ახლავს თან სებორეული დერმატიტი, რომელიც ტიპობრივად ლოკალიზდება გულმკერდის თმიან ნაწილზე, იწვევს მის სიწითლესა და აქერცვლას. შესაძლოა აგრეთვე კანის აქერცვლა წარბებთან, ლოყებზე, ყურების უკან. ამ შემთხვევაში კარგი იქნება 7-10 დღის განმავლობაში ადგილობრივად ლატიკორტის, ადვანტალის ან ელოკომის მალამოს გამოყენება. კვების რეჟიმის მოწესრიგება ამ დროსაც აუცილებელია.
– ზოგადად, რას გვირჩევდით ზაფხულში კანის მოვლასთან დაკავშირებით?
– სახის კანი ყველაზე ნაზია და როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წლის ცხელ პერიოდში ის არანაკლებ სტრესს განიცდის, ვიდრე სიცივეში – მტვერს, სიცხეს, მშრალ ჰაერსა და ულტრაიისფერ სხივებს მისთვის სიკეთე ნამდვილად არ მოაქვს. ზაფხულში სახის კანის მოვლა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: გაწმენდას, დატენიანებასა და დაცვას. პირი დილა-საღამოს უნდა ვიბანოთ წყლით. რაც შეეხება გამწმენდ საშუალებებს, ისინი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მშრალი კანისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ გამწმენდი რძე, ხოლო ცხიმიანისთვის – გელი, რომელსაც გამწმენდთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედებაც ექნება. დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის მატონიზირებელი საშუალების წასმა, რომელიც ერთგვარად დაასრულებს გაწმენდის პროცესს, გააუმჯობესებს კანის ზედაპირის სისხლის მიმოქცევას და ცვლით პროცესებს. ტონიკის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი. დღის კრემის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის, გარდა დამატენიანებელი მოქმედებისა, კანზე მტვრისა და ჭუჭყისგან დამცავ ბარიერსაც ქმნის. ცხიმიანი კანის პატრონებმა ზაფხულში კრემის მაგივრად შეიძლება ისვან დამატენიანებელი გელი, რომელსაც ცხიმის დაბალი შემცველობის გამო შედარებით მსუბუქი სტრუქტურა აქვს. სახის კანის დატენიანება ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. ქალბატონებს ვურჩევდი, მზეს ერიდონ, რათა კანის გამოშრობა და გაუწყლოება თავიდან აიცილონ; მიიღონ ბევრი სითხე (დღე-ღამეში 2 ლ-მდე მაინც), მიირთვან მსუბუქი საკვები – ხილი და ბოსტნეული, მიიღონ ჩ ვიტამინის დრაჟეები, ასევე – აევიტი, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს. თუ კანი გამოშრა, გამოიყენონ მსუბუქი ულტრადამატენიანებელი კრემ-ემულსია, ხოლო თუ კანი მეტისმეტად მშრალი აქვთ – ლოკობეიზი. ის არ მისცემს ტენს – სახის კანიდან აორთქლების, ხოლო მტვერსა და ჭუჭყს – მასში შეღწევის საშუალებას. კოსმეტიკური საშუალებები კანზე წაისვით თითის ბალიშების წრიული მოძრაობით. თუ ჭარბ ოფლიანობას უჩივით, რომელსაც თან სდევს სახის არასასიამოვნო პრიალი, გაიწმინდეთ კანი მუხის ქერქისა და კრაზანას ნაყენით, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ სუფრის კოვზ მუხის ქერქს შევურიოთ ამდენივე კრაზანა, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთით დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თუ ზაფხულში გაძლიერებულ ოფლიანობასთან ერთად ფერიმჭამელებიც გაწუხებთ, სახე დღეში 2-3-ჯერ შეიძლება გაიწმინდოთ ლიმონის ნაჭრით. შავი წერტილების მოსაშორებლად ორთქლის აბაზანის შემდეგ ენერგიულად გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით. პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. ცხიმიანი კანი ამ პროცედურის შემდეგ სპირტიანი ლოსიონით გაიწმინდეთ. გამომშრალი და მოდუნებული კანისათვის სასარგებლოა ასეთი ნიღაბი: აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე მცენარეული ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, კისერსა და მკერდზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. წვრილნაოჭებიან, მობერებულ კანს ასეთი ნიღაბი მოუხდება: 1 სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ კვერცხის გულს და 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გვირილის ნაყენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი უფრო სქელი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილიც ჩაამატოთ. დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა, კვირაში ერთხელ კისერი, მხრები და მკერდი გავიწმინდოთ ლიმონის წყალხსნარით, რომელიც ასეთი პროპორციით უნდა მომზადდეს: 1 ცალი ლიმონის წვენი 0,5 ლ წყალზე. გამშრალების შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. ზაფხულში კანის მოვლის მესამე აუცილებელი მომენტია დაცვა. ზაფხულის მზე მეტად აგრესიულია, ამიტომ კანს ადვილად წვავს. გარდა ამისა, მისი მავნე ზემოქმედება წამყვან როლს ასრულებს კანის ფოტოდაბერების მექანიზმში. ამიტომ შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი საშუალებები შPF-ის სხვადასხვა ინდექსით, ჯანმრთელი კანის შემთხვევაში – შPF-10, 20, 30. ეს ერთგვარი ფილტრია, რომელიც კანს ზედმეტი ინსოლაციისგან დაიცავს. დაცვის ფაქტორი ირჩევა ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და მზეზე ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. თუ მზის სხივების ძალა უკვე იწვნიეთ, დაგეხმარებათ ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები. აი ერთ-ერთი ნიღბის რეცეპტი: კომბოსტოს ფოთლები ისე დააქუცმაცეთ, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ კვერცხის გული და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უსიამოვნო შეგრძნებები მალე გაგივლით. და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ჩვენს ქალბატონებს: ზაფხულის პერიოდში ნუ დაიწყებთ კანის ზედმეტად გაწმენდას. მხედველობაში მაქვს გამათეთრებელი პროცედურები, პილინგი. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი, თუნდაც პიგმენტური ლაქების სახით.

 

6 წესი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად


ზოგიერთ ქალს წლები ემატება, მაგრამ არ ბერდება, სახეზე ნაოჭებს ვერ შეამჩნევთ. ასეთ ქალებს ახალგაზრდობის საკუთარი საიდუმლო აქვთ, მაგრამ არსებობს საერთო წესებიც, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდობას დიდი ხნით შეგინარჩუნებთ. 

წესი პირველი: 
საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით უნდა მუშაობდეს. ამ სისტემის სიჯანსაღე კი საკვებზეა დამოკიდებული. რაციონი უმთავრესად უნდა შედგებოდეს ახალი ხილის და ბოსტნეულისგან, სალათების და ფაფებისგან. 

კანის სიჯანსაღისთვის სასარგებლოა გვირილის ჩაი. კანის მდგომარეობა დამოკიდებულია წყლის რაოდენობაზეც -რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით უფრო ელასტიკური და ჯანსაღი კანი გექნებათ.

წესი მეორე: ჯანსაღი ძილი. კანის ყველაზე დიდი მტერი უძილობაა. სწორედ ნორმალური დღის რეჟიმის დამსახურებაა, რომ ადამიანი გაღვიძებისთანავე მხნეა და ხალისიანი.

წესი მესამე: სუფთა ჰაერი საჭიროა არა მარტო სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. თუ მთელი დღე დახუთულ ოფისში გიწევთ ჯდომა, შინ მიმავალმა რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიარეთ. ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლოა შხაპიც: ის მხოლოდ ზედაპირულად კი არ ასუფთავებს სხეულს, არამედ ტოქსინებისგანაც წმენდს.

წესი მეოთხე: 
მიიღეთ ვიტამინები. ვიტამინებს უხვად შეიცავს ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები, პომიდორი, ნიგოზი და თაფლი. კარგი იქნება, თუ სპორტით დაკავდებით.

წესი მეხუთე: შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დადებითი ემოციები დაგეხმარებათ. იკითხავთ, სად იპოვოთ ამდენი დადებითი ემოცია ამ სტრესით გადატვირთულ სამყაროში და მართალიც იქნებით. მაგრამ თქვენი ნებისყოფის გამოცდაც სწორედ ის არის, რომ სტრესს გაუმკლავდეთ და ბევრი იცინოთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე.

წესი მეექვსე: ქალის ასაკს ხელები და ყელი ამხელს. ყველაზე მეტი დატვირთვა ხელებს ადგება, მაგრამ ამას ყურადღებას რატომღაც არ ვაქცევთ, ვიდრე კანი თვითონ არ შეგვახსენებს თავს. ჭურჭლისა თუ სარცხის დარეცხვის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით. ზამთარში ერიდეთ ცივ წყალს, ყინვაში ატარეთ ხელთათმანი.

ეფელიდები ანუ ჭორფლი – რა ვუყოთ გაზაფხულის საჩუქარს?


Read more of this post

……

 

Read more of this post

გავანებივროთ კანი ნიღბებით

შემოდგომამ ძალა მოიკრიბა, სულ მალე დაგვიზამთრდება, არც სველი თოვლია მოულოდნელი, არც გადარეული ქარი, მზე მალე სქელი ნაცრისფერი ღრუბლით დაიმალება, მოწყენილობაც გიტევს, დაღს ასვამს გარეგნობას. სახის კანი ცივ და ქარიან ამინდში სითხეს კარგავს, შრება და უხეშდება.

 

ფერის აღდგენა, დაღლილობის მოხსნა, დარბილება, ტონიზირება და განახლება კი ნიღბებით შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის გარჯას არ დაიზარებთ.

  * მშრალი კანისთვის: წვრილად გახეხილ ვაშლს შევურევთ 1 ჩ. კ. თაფლს და 1 კვერცხის გულს. დავამატებთ 0,5 ჩ.კ. მცენარეულ ზეთს და ლიმნის წვენის რამდენიმე წვეთს. ნიღაბი სახეზე 20 წუთით დავიდოთ და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

  * გაღიზიანებულ მშრალი კანის დასამშვიდებლად: ქაცვი და 2 ჩ.კ. ცხიმიანი ხაჭო ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ 1 ჩ.კ. ქაცვის წვენი, 1 კვერცხის გულის ნახევარი და 1 ჩ.კ. კამფორის ზეთი. როცა ამას, ყველაფერს კარგად არევთ, სახეზე 15 წუთით დაიდებთ. შემდეგ გულმოდგინეთ მოიშორებთ, ჩაის ნაყენით ჩამოწმენდთ სახეს და დამატენიანებელს წაისვამთ. ნიღაბი კვებავს და არბილებს, ელასტიურობას მატებს კანს.

  * გაღიზიანებული კანისთვის: გახეხეთ უმი კარტოფილი და დაიდეთ კანზე. გასაკეთებლად ძალიან მარტივია, მშრალი და აქერცვლისკენ მიდრეკილი  კანისთვის კი – ძალიან სასარგებლო. დამარბილებელი და დამატენიანებელი ზემოქმედებით გამოირჩევა.

  * ცხიმიანი კანისთვის: ათქვეფთ 1 კვერცხის ცილას და დაუმატებთ 1 ჩ. კ. ქაცვის წვენს. ნიღაბს 20 წუთით დაიდებთ და შტოშგარეული წყლით ჩამოიბანთ.

  * ცხიმიანი და ფორებიანი კანის “გამოსაშრობად”: საშუალო ზომის ვაშლი გავხეხოთ და კვერცხის ცილას ავურიოთ. 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით მოვიშოროთ.

  * ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მოამზადეთ შემდეგი შემადგენლობის ნაყენი: 2 ჩ.კ. ე.წ. შალფეის დაჭრილი მშრალი ფოთლები, 1 ჩ.კ. ასკილის დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნაყოფი, 0,5 ჩ.კ. დაფშვნილი პიტნა. დაასხით 1,5 ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და 30 წუთით დადგით. შემდეგ ამ ნაყენში დასველებული, მარლა სახეზე 20 წუთით დაიდეთ.

  * მგრძნობიარე და ნაზი კანისთვის: ერთი ჭიქა ლობიო, დავასხათ ცოტაოდენი წყალი, და დავდგათ რამდენიმე საათით. შემდეგ ვხარშოთ, სანამ ლობიო არ დარბილდება. ლობიო გაატარეთ და ცხელი მასა ნახევარი ლიმნის წვენსა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთს შეურიეთ. კანზე 20-30 წუთი გააჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგი მკვებავია. 

  * თუ იმ ბედნიერ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნებით, ბუნებამ ნორმალური კანი რომ მისცა, სახე ნესვის ნიღბით გაანებივრეთ. ნესვის ნაჭრებს ფაფად გადავაქცევთ და შევურევთ 1 ჩ.კ. თაფლსა და ამდენსავე ნაღებს ან არაჟანს. ამ მატონიზირებელსა და მკვებავ ნიღაბს სახეზე 15-20 წუთი გააჩერებთ და თბილი წყლით ჩამოიბანთ.

  * ერთი კვერცხის გულს 1 ჩ.კ. არაჟანი, მცენარეული ზეთი და ახაგაწურული ყურძნის წვენი დავუმატოთ. ერთმანეთს კარგად ავურიოთ. ცალკე დავსრისოთ პურის გული და გასასქელებლად მანამადე გამზადებულ მასას ჩავუმატოთ. სახეზე დავიდოთ, 15-20 წუთი გავაჩეროთ და ჩამოვიბანოთ. ეს ნიღაბი კარგი მკვებავია და საუკეთესო შედეგისთვის კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ, ჩაიტარეთ 12-15 ნიღბის კურსი.

  * თუ გინდათ თქვენი კანი ელასტიური და გლუვი წამებში გახდეს, მწვანე ბარდის ნიღაბი გამოიყენეთ. რამდენიმე მოხარშულ ბარდას შეურიეთ 2 ჩ. კ. ნაღები ან არაჟანი,  20 წუთით გააჩერეთ სახეზე. ნიღბის განახლებისთვის, ბარდა ვაშლით შეცვალეთ.

  * ტონიზირებისთვის ვაშლიც საკმარისია. გახეხავთ და ფაფას 15-20 წუთით სახეზე დაიდეთ, მერე კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.