Category Archives: დიეტა

დიეტა წელისთვის

 

მიზანი — იმის მიღწევა, რომ წელი იყოს წვრილი და მაცდური. პირველ რიგში, შეეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ შოკოლადი და პუდინგი, დალიეთ მეტი წყალი და მიირთვით მეტი ხილი.

საუზმე:
0,5 საშუალო ზომის ნესვი, 100 გრ. ყველი, 1 ვაშლი.

 

სადილები (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი):
0,5 საშუალო ზომის ნესვი, 150 გრ. გრილზე მომზადებული თევზი, ბროკოლი; 2 უხეშად დაფქული ფქვილის 2 ნაჭერი პური, დაბალკალორიული ბოსტნეულის სალათი, 50 გრ. ქათამი (კანის გარეშე), 35 გრ. დაბალკალორიული ყველი.

ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი):
125 გრ. გრილზე მომზადებული არაკალორიული სტეიკი, 50 გრ. ბარდა და მოშუშული პომიდორი; 75 გრ. ნებისმიერი ცივი ხორცი, შერეულის სალათის დიდი ულუფა; გრილზე მომზადებული 125 გრ. დაბეგვილი ღორის ხორცი, შერეულის სალათის დიდი ულუფა.

აუცილებელი სავარჯიშოები: ყველაზე კარგად ცეკვა დაგეხმარებათ, თუმცა ერთ სავარჯიშოსაც შემოგთავაზებთ: ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები წელზე უკან დაილაგეთ. შემდეგ დაიხარეთ ისე, რომ სხეული გვერდზე მიბრუნდეს, მარჯვენა ხელით მარცხენა მუხლს შეეხეთ და მარცხენა ხელით – მარჯვენა მუხლს.  გაიმეორეთ სავარჯიშო 10-ჯერ.

რას ვჭამთ და რას ვსვამთ ?

ადამიანი ის არის, რასაც ჭამს’, – ძალიან დიდი ხნის წინათ ნათქვამმა ამ ფრაზამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა – მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების თაროები თუ ბაზრის დახლები სურსათით არის სავსე, საკმაოდ დიდხანს გვიწევს ფიქრი ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანო პროდუქტების შესარჩევად.”კაცმა არ იცის, რას ვჭამთ და რას ვსვამთ’, – სულ უფრო ხშირად გვესმის ახლობლებისა თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. არადა, სურსათზე, რომელიც საბოლოოდ ბინას ჩვენს ორგანიზმში იდებს, უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და ხვალინდელი დღე.

რაში გვჭირდება საკვები
ორგანიზმში მოხვედრილი საკვები 4 ძირითად ფუნქციას ახორციელებს:

1. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რთულ ბიოქიმიურ გარდაქმნებს განიცდის, რომელთა შედეგადაც გამოთავისუფლებული ენერგია გეგმაზომიერად იხარჯება სხვადასხვა მიზნით;
2. ხელს უწყობს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას;
3. მისი წყალობით ნორმალურად ფუნქციობენ შინაგან ორგანოთა სისტემები, მათ შორის – გული, სასუნთქი აპარატი, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნერვული სისტემა;
4. საკვების ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი შრომისას იხარჯება.

ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ საკვების გარეშე ორგანიზმის სრულიად მარტივი ფუნქციების განხორციელებაც კი წარმოუდგენელია. ამ ფუნქციათა სათანადოდ შესასრულებლად აუცილებელია, ადამიანმა ხარისხიანი, სასარგებლო საკვები მიირთვას, ისეთი რაციონი ჰქონდეს, რომელშიც ოპტიმალურად ეფარდება ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები.

ცილები. ცილა უჯრედების ძირითადი საშენი მასალაა. მისი უკმარისობა იწვევს სხეულის ზრდისა და განვითარების შეფერხებას, თმისა და ფრჩხილების ფორმის შეცვლას, კანის შესახედაობის გაუარესებას. ცილებით მდიდარია ხორცი (ქათმის, საქონლის, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის, ღორის), რძის ნაწარმი, პარკოსნები.

ცხიმები. ცხიმები მცენარეულიც არსებობს და ცხოველურიც. ორივეს შეუძლია როგორც სარგებლობის მოტანა, ისე ზიანის მიყენება. განსაკუთრებით მავნეა ნამწვი, ანუ ერთხელ უკვე გამოყენებული ცხიმი. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კანცეროგენადაა აღიარებული.

ნახშირწყლები. ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, სწორედ ეს ნაერთები გვაძლევენ აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას. ადამიანი თითქმის ყოველთვის იმაზე მეტ ნახშირწყალს მოიხმარს, ვიდრე ხარჯავს, ჭარბ და ზედმეტ ენერგიას კი ორგანიზმი მარაგად ინახავს კანქვეშა ცხიმოვანი ნაკეცების სახით. ნახშირწყლები ყველაზე მეტად ტვინს სჭირდება. სწორედ ამიტომ მიირთმევენ გონებრივად მომუშავენი ყველაზე მეტ ტკბილეულს.
როგორ მივიღოთ

ცილები. ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთესად ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, შედარებით უარესად – ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი სურსათი, ცუდად – ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.

ცხიმები. ცხიმების უმრავლესობა ადვილად მოსანელებელია და ადვილადაც რჩება ორგანიზმში, ამიტომ გირჩევთ, ნაკლებცხიმიანი საკვები მიირთვათ. 100 გრამი კარაქის ენერგეტიკული ღირებულება 750 კილოკალორიაა, ერბოსი – 880, ღორის ქონი კი 840 კკალორიას გვაძლევს.

ნახშირწყლები. ერთ ჯერზე არ არის სასურველი ორი ან მეტი სახის სახამებლიანი საკვების, მაგალითად, პურის, კარტოფილისა და ფაფის, ან ფაფისა და პურის მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ძნელად ეთვისებიან, იწვევენ ენერგეტიკულ სიჭარბეს და წონის მატებას. სახამებლით მდიდარი საკვების მიღება დღის პირველ ნახევარში სჯობს. რაც შეეხება ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, მისი მიღება არ შეიძლება ჭამასა და ჭამას შორის შუალედში – კუჭსა და წვრილ ნაწლავებში არსებულ ადრე მირთმეულ საკვებს ერევა ადვილად მოსანელებელი ხილი, რაც, საბოლოო ჯამში, ართულებს და არღვევს საჭმლის მონელებას. ხილის ჭამა სჯობს ცალკე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ამ ხნის განმავლობაში ის მოასწრებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას და მონელებას.