Category Archives: Uncategorized

მივმართავ საიტის მკითხველებს !

პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე შემექმნა ეს საიტი, რადგანაც ფეისბუქ მომხმარებელმა მოსალოდნელ რაოდენობას გადააჭარბა. რათა გამეზარდა არეალი, შევქმენი “ფსიქოლოგია” რითაც კმაყოფილი ვარ და იმისდამიუხედავად, რომ უკვე დიდი ხანია პოსტებს ვეღარ ვდებ, მომხმარებელი მაინც შემოდის. Read more of this post

რას ვჭამთ და რას ვსვამთ ?

ადამიანი ის არის, რასაც ჭამს’, – ძალიან დიდი ხნის წინათ ნათქვამმა ამ ფრაზამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა – მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების თაროები თუ ბაზრის დახლები სურსათით არის სავსე, საკმაოდ დიდხანს გვიწევს ფიქრი ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანო პროდუქტების შესარჩევად.”კაცმა არ იცის, რას ვჭამთ და რას ვსვამთ’, – სულ უფრო ხშირად გვესმის ახლობლებისა თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. არადა, სურსათზე, რომელიც საბოლოოდ ბინას ჩვენს ორგანიზმში იდებს, უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და ხვალინდელი დღე.

რაში გვჭირდება საკვები
ორგანიზმში მოხვედრილი საკვები 4 ძირითად ფუნქციას ახორციელებს:

1. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რთულ ბიოქიმიურ გარდაქმნებს განიცდის, რომელთა შედეგადაც გამოთავისუფლებული ენერგია გეგმაზომიერად იხარჯება სხვადასხვა მიზნით;
2. ხელს უწყობს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას;
3. მისი წყალობით ნორმალურად ფუნქციობენ შინაგან ორგანოთა სისტემები, მათ შორის – გული, სასუნთქი აპარატი, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნერვული სისტემა;
4. საკვების ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი შრომისას იხარჯება.

ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ საკვების გარეშე ორგანიზმის სრულიად მარტივი ფუნქციების განხორციელებაც კი წარმოუდგენელია. ამ ფუნქციათა სათანადოდ შესასრულებლად აუცილებელია, ადამიანმა ხარისხიანი, სასარგებლო საკვები მიირთვას, ისეთი რაციონი ჰქონდეს, რომელშიც ოპტიმალურად ეფარდება ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები.

ცილები. ცილა უჯრედების ძირითადი საშენი მასალაა. მისი უკმარისობა იწვევს სხეულის ზრდისა და განვითარების შეფერხებას, თმისა და ფრჩხილების ფორმის შეცვლას, კანის შესახედაობის გაუარესებას. ცილებით მდიდარია ხორცი (ქათმის, საქონლის, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის, ღორის), რძის ნაწარმი, პარკოსნები.

ცხიმები. ცხიმები მცენარეულიც არსებობს და ცხოველურიც. ორივეს შეუძლია როგორც სარგებლობის მოტანა, ისე ზიანის მიყენება. განსაკუთრებით მავნეა ნამწვი, ანუ ერთხელ უკვე გამოყენებული ცხიმი. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კანცეროგენადაა აღიარებული.

ნახშირწყლები. ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, სწორედ ეს ნაერთები გვაძლევენ აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას. ადამიანი თითქმის ყოველთვის იმაზე მეტ ნახშირწყალს მოიხმარს, ვიდრე ხარჯავს, ჭარბ და ზედმეტ ენერგიას კი ორგანიზმი მარაგად ინახავს კანქვეშა ცხიმოვანი ნაკეცების სახით. ნახშირწყლები ყველაზე მეტად ტვინს სჭირდება. სწორედ ამიტომ მიირთმევენ გონებრივად მომუშავენი ყველაზე მეტ ტკბილეულს.
როგორ მივიღოთ

ცილები. ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთესად ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, შედარებით უარესად – ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი სურსათი, ცუდად – ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.

ცხიმები. ცხიმების უმრავლესობა ადვილად მოსანელებელია და ადვილადაც რჩება ორგანიზმში, ამიტომ გირჩევთ, ნაკლებცხიმიანი საკვები მიირთვათ. 100 გრამი კარაქის ენერგეტიკული ღირებულება 750 კილოკალორიაა, ერბოსი – 880, ღორის ქონი კი 840 კკალორიას გვაძლევს.

ნახშირწყლები. ერთ ჯერზე არ არის სასურველი ორი ან მეტი სახის სახამებლიანი საკვების, მაგალითად, პურის, კარტოფილისა და ფაფის, ან ფაფისა და პურის მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ძნელად ეთვისებიან, იწვევენ ენერგეტიკულ სიჭარბეს და წონის მატებას. სახამებლით მდიდარი საკვების მიღება დღის პირველ ნახევარში სჯობს. რაც შეეხება ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, მისი მიღება არ შეიძლება ჭამასა და ჭამას შორის შუალედში – კუჭსა და წვრილ ნაწლავებში არსებულ ადრე მირთმეულ საკვებს ერევა ადვილად მოსანელებელი ხილი, რაც, საბოლოო ჯამში, ართულებს და არღვევს საჭმლის მონელებას. ხილის ჭამა სჯობს ცალკე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ამ ხნის განმავლობაში ის მოასწრებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას და მონელებას.

რჩევები მამაკაცებს )) ის, რაც გოგონას სიამოვნებს

fsiqologia.wordpress.com
__________________________
___________________________

1. შეეხო მის წელს.
2. მისცე მას შენი ჟაკეტი.
3. აკოცო მას ნელა.
4. ჩაეხუტოთ.
5. გაიცინოთ მასთან ერთად.
6. დაპატიჯოთ ის სადმე.
7. თავშეყრის ადგილზე გაერთოთ შენს და მის (გოგოს) მეგობრებთან ერთად.
8. გაიღიმოთ მასთან.
9. გადაიღოთ ფოტოები მასთან ერთად და დათაგოდ ფეისზე 🙂
10. ჩაისვათ კალთაში.
11. როდესაც ის ამბობს, რომ უყვარხართ იმაზე მეტად ვიდრე თქვენ, შეეწინააღმდეგეთ და მაგრად ჩაეხუტეთ.
12. აკოცო მას მოულოდნელად.
13. მოეხვიო მას წელზე უკნიდან.
14. უთხრა, რომ ის მშვენიერია.
15. უთხრა თუ რას გრძნობ მის მიმართ.
16. გააღო კარები მისთვის, მიაცილო მანქანამდე – ეს მას თავს დაცულად აგრძნობინებს. პლიუს ამას ჯენტლმენობა ყოველთვის სასიამოვნოა.
17. უთხრა მას რომ ის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ნამდვილად გულისხმობ.
18. თუ ის უხასიათოდ არის, ჰკითხე მიზეზი. თუ პასუხს არ გაგცემს თავი დაანებე და უბრალოდ ჩაეხუტე.
19. აგრძნობინო მას რომ გიყვარს.
20. აკოცო მას სხვა გოგოების თვალწინ ვისაც იცნობ.
21. არ მოატყუო.
22. არ ითამაშო მის გრძნობებზე.
23. წაიყვანო ყველგან სადაც კი მოესურვება.
24. გაუგზავნო ტექსტური შეტყობინება ან დაურეკო დილით და უსურვო კარგი დღე და ასევე უთხრა თუ როგორ გენატრება.
25. იყო მასთან, მაშინ როცა დასჭირდები, მაშინაც თუ არ დასჭირდები. უბრალოდ იყო მასთან , რათა შენი მხარდაჭერა იგრძნო
26. გყავდეს ახლოს მაშინ როდესაც სცივა.
27. როდესაც მარტო ხარ დაიჭირო და აკოცო.
28. აკოცო ლოყაზე. (ეს მისთვის აშკარა ქარაგმა იქნება, რომ შენ მისი კოცნა გინდა)
29. თუ კინოს უყურებთ გადახვიიო მას ხელი, ის კი ავტომატურად თავს დაგადებთ მხარზე. ის დაგეყრდნობა შენ კი მსუბუქად აკოცე.
30. არასოდეს უთხრა, რომ მას დატოვებ. ხუმრობითაც კი. არც ,,ითამაშო” რომ გაჯავრებული ხარ. ის ნამდვილად გაბრზადება და შენ ამ დროს უნდა ანუგეშო.
31. როდესაც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს მის მიმართ, დაიცავით ის.
32. ღრმად ჩახედოთ თვალებში და უთხრათ, რომ გიყვართ.
33. უყუროთ ვარსკვლავებს, მან კი თავი მოგადოთ მკერდზე რათა იგრძნოს თქვენი გულის ცემა.
34. თუ ერთმანეთის გვერდით დადიხართ სრაფად მიიტაცოთ მისი ხელი.
35. როდესაც ეხუტებით დაიჭიროთ მაგრად და გყავდეთ იმდენ ხანს ჩახუტებული რამდენიც ეს შესაძლებელია.
36. დაურეკეთ ან ,,დაუმესიჯეთ” ღამით რათა უსურვოთ ტკბილი სიზმრები.
37. ანუგეშოთ მაშინ როდესაც ტირის და მოწმინდოთ ცრემლები.
38. დიდხანს ასეირნოთ ღამით.
39. ყოველთვის გაახსენოთ თუ როგორ გიყვართ.

 
 

რისი დანახვა სურთ მამაკაცებს ქალებში ?

კითხვა: “რომელ ნაკლს ვერ მიიღებდით ქალში?“ ამ კითხვას უსვავდნენ სოციოლოგები მამაკაცებს რამოდენიმე თვის განმავლობაში.

შედეგები გასაკვირი აღმოჩნდა.

გამოკითხულთა 30 % ყველაზე მიუღებლად დაღვრემილ სახეს და ზედმეტ სერიოზულობას თვლის. 40% რესპონდენტებისთვის ყველაზე მთავარი იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი აღმოჩნდა-ქალები ამ ორი თვისების გარეშე მათ არ აინტერესებთ.

დანარჩენი რესპონდენტებისთვის მნიშვნელოვანი გარეგნობა, საჭმლის მომზადება და იჯახის სიყვარული იყო. საბოლოო ჯამში მამაკაცების უმეტესობა იუმორის გრძნობაზე და მხიარულ ღიმილზე საუბრობდა.

ეს მამაკაცები მართლები არიან: სტატისტიკის თანახმად, ოჯახების 40%-ს განქორწინებიდან მეუღლეების იუმორის გრძნობა იხსნის. თუ იუმორის გრძნობასთან ერთად ქალს ლამაზი ღიმილი აქვს, მაშინ საერთოდ არაფერია სანერვიულო-ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრება ოქროს ქორწილამდე გარანტირებულია.

გამარჯობა მკითხველებო…

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო და სტუმრებო. მე ქეთი ვარ ) უკვე დიდი ხანია რაც ვფიქრობდი ამ ბლოგის შექმნაზე, მაგრამ რატომღაც ვყოყმანობდი …. დღეს საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება) ეს ჩემი პირველი ნაბიჯია აქ და ძალიან ვნერვიულობ, იქნებ არ გამომივიდეს კარგი ? იქნებ სხვა პოირადი ბლოგებივით დამაიგნოროს ხალხმა? დიდი იმედი მაქვს, რომ მასე არ მოხდება და ჩემი ერთგული მკითხველი, რომელიც აქამდე ფეისბუქზე მყავდა, აქაც მესტუმრება … მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაგვიცნოს !

კითხვა-პასუხი

დასვით კითხვები ,თქვენი პრობლემის შესახებ და მიიღებთ მათზე ფსიქოლოგის პასუხს (გთხოვთ, ჩემს გარდა ნუ გასცემს ნურავინ ხალხს პასუხს, ეს არის აკრძალული ! თუნდაც ფსიქოლოგი იყოს. “ქეთი” ამ ნიკით ვარ მე) გმადლობთ