Category Archives: კრეატივი

გოგონა და ბაბუა, ზღვისფერი თვალებით.

დილით მზე იყო და არ ვიცი რა ეტაკა ამინდს, ღრუბლები საშინელი სისწრაფით ასკდებიან ერთმანეთს……. მეზიზღება ის მომენტი როცა დილით ვიძინებ, შუა დღეს ვიღვიძებ და მოღრუბლულია, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მთელი ცხოვრება მეძინა და ყველაფრის მიმართ ზიზღი მიჩნდება. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა შავკანიანი მეგობარი ბიჭი, რომელიც სულ მხიარული იქნებოდა და მისი ხუმრობები სევდიანსაც ღიმილს მომღვრიდა, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პატარა ბოკვერი რომელიც თავისი უზარმაზარი თათებით მეთამაშებოდა
მინდა მინდა მინდა ! Read more of this post

სურათები

17685_426908644057557_998186087_n

საინტერესოა Read more of this post

კარგი დიასახლისი ხარ? – (ტესტი)

მამაკაცების 20% თვლის, რომ კარგი დიასახლისობა მეუღლის მთავარი ღირსებაა.

ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად ეკიდება საოჯახო საქმეებს. ზოგს ისინი ბედნიერებას ანიჭებს-ზოგს კი მძიმე ტვირთად აწევს.… Read more of this post

თაობა,სახელად მელნისფერები INDIGO Kids

ესაა პოსტი უცნაური თაობის უცნაური ბავშვების უცნაურ ქცევაზე. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, შენც ამ თაობის ნაწილი ხარ .ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ საკითხზე სრულყოფილი სტატია ძალიან მწირია ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არაა. ჰოდა მოდი ყველაფერი ფაქტებით დავიწყოთ Read more of this post

როგორც მთხოვეთ “სხეულის ენა” როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ქცევის მიხედვით მისი ხასიათი ?

თქვენც გეცოდინებათ რამე, მგონი საკმაოდ საინტერესოა

მამაკაცის ხასიათში მორიგი ფსიქოლოგიური ექსკურსის ჩატარებას შევძლებთ, თუკი მას კანფეტებით გავუმასპინძლდებით და დავაკვირდებით, რას უზამს კანფეტის ქაღალდს.

• ქაღალდისგან პატარა გემს აკეთებს? გამომგონებელია. ასეთ მამაკაცებს ექსპერიმენტები უყვართ და ავანტიურაზეც თანხმდებიან ხოლმე. თანაც, სიახლის წყურვილი ინტიმურ ცხოვრებაშიც ვლინდება, ხანდახან თქვენი სურვილის გათვალისწინების გარეშეც. ამიტომ ყურადღებით იყავით.

• თუ აკორდეონივით კეცავს, სერიოზულ საგონებელშია. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემები აქვს და გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. შეგიძლიათ ამაში დაეხმაროთ, მაგრამ პრობლემის გადაჭრით კი არა, დანარჩენის მოგვარებით. შეუქმენით მაქსიმალურად კომფორტული ყოფითი პირობები, მაშინ თქვენი მეგობარი მთელი სერიოზულობით მოგეპყრობათ.

• როცა თქვენი რჩეული ქაღალდისგან ბურთს აკეთებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის დაიღალა რაღაც კონკრეტული საქმისგან კი არა, ყოველდღიური რუტინისა და საზრუნავისგან. თუ გსურთ მისთვის აუცილებელი გახდეთ, მის ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანას შეეცადეთ: მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასეირნება, ლაშქრობა თეატრში ან უბრალოდ რომანტიკული საღამო სანთლებით.

• მამაკაცები, რომლებიც ქაღალდს კონვერტად კეცავენ, როგორც წესი, პუნქტუალურები არიან და წესრიგი უყვართ. გარდა ამისა, ყოველთვის დასახული მიზნისკენ მიდიან, რადაც უნდა დაუჯდეთ, სულ ერთია, ეს კარიერას ეხება თუ ურთიერთობებს.

• თუკი ქაღალდს ნაკუწებად ხევს, ყურადღებიანი და მომთმენი იყავით. როგორც ჩანს, სტრესი აქვს, რომლიდანაც ვერ გამოდის. ამ მდგომარეობაში შარიანია და ნერვული, ამიტომ ნუ გააღიზიანებთ და არ გააკეთოთ ისეთი რა, რაც მას არ მოსწონს.

• ასწორებენ ქაღალდს მამაკაცები, რომელთა ბუნებაში ვინმეზე ზრუნვის სურვილია ჩადებული. მართალია, ისიც სურთ, რომ მათზე იზრუნონ. ასეთ მამაკაცთან ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იქნებით.

• მილებად ახვევენ ქაღალს ის მამაკაცები, რომლებსაც სიყვარულში იმედგაცრუება ხვდათ წილად. მათგან ინიციატივის გამოვლენის ლოდინი დიდხანს მოგიწევთ, ამიტომ თუ მოგწონთ, ყველაფერი თქვენს ხელში აიღეთ.

• თუ თქვენი ნაცნობი ქაღალდისგან ჩალიჩს (იგივე ჟგუტი) ახვევს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავს ვერ ურიგდება. როგორც წესი, ასეთი მამაკაცები უამრავი კომპლექსისგან იტანჯებიან და ამიტომ მთელ ქვეყანას უბრაზდებიან. თუკი დაეხმარებით ამ პრობლემასთან გამკლავებაში, გულწრფელ მადლიერებას იგრძნობთ. უთხარით ხოლმე კომპლიმენტები, ხაზი გაუსვით დამსახურებებს – დაეხმარეთ თქვენს მეგობარს, ირწმუნოს საკუთარი თავის, ამით თქვენც ბევრს მოიგებთ.

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები “მარშუტკაში”

Read more of this post