გოგონა და ბაბუა, ზღვისფერი თვალებით.

დილით მზე იყო და არ ვიცი რა ეტაკა ამინდს, ღრუბლები საშინელი სისწრაფით ასკდებიან ერთმანეთს……. მეზიზღება ის მომენტი როცა დილით ვიძინებ, შუა დღეს ვიღვიძებ და მოღრუბლულია, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მთელი ცხოვრება მეძინა და ყველაფრის მიმართ ზიზღი მიჩნდება. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა შავკანიანი მეგობარი ბიჭი, რომელიც სულ მხიარული იქნებოდა და მისი ხუმრობები სევდიანსაც ღიმილს მომღვრიდა, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პატარა ბოკვერი რომელიც თავისი უზარმაზარი თათებით მეთამაშებოდა
მინდა მინდა მინდა ! 374682_454553311293090_1166376871_n
რა ეგოისტური სიტყვაა “მინდა” “მიყიდე” “მაჩუქე”
კარგად მახსოვს შვიდი წლის ვიყავი და მატერიალურად ჩემს ოჯახს საერთოდ არ უჭირდა, ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად მშობლებს ჩამოვრჩი, რადგან ფრიად საინტერესო რაღაცას მოვკარი თვალი, მე ჩაცმულობითაც და სათამაშოებითაც მეტყობოდა რომ შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი დედამ დამიყვირა
– არ ჩამომრჩე ნიკ,გელოდები !
ჩემს გვერდით წელში მოხრილი სუსტი ბაბუა იდგა, გრძელი თეთრი წვერით და მრგვალი დაწნილი ქუდით, მას მუქი ხორბილსფერი კანი ჰქონდა და ულამაზესი თვალები, ზღვისფერი, იფიქრებდი ზემოდან შუშა აქვსო, წყლიანი, ღრმა და მრავლისმეტყველი, სევდიანი თვალები.
გვერდით კი გოგონა, ხელჩაკიდებულნი არაფრის მოლოდინში
გოგონას ბაბუას თვალები ჰქონდა, ის ძალიან ლამაზი იყო გრძელი ხორბლისფერი ლაპლაპა თმა, სახე და ღიმილი კი მზესუმზირის ყვავილს უგავდა, ხელში მრგვალი შუშის სუვენირი ეჭირა პირით დაორთქლა და მაისურით გაწმინდა, ჩემი ტოლი იქნებოდა ეს რა არის თქო ვკითხე
-ეს ჩემი მშობლებია
-მშობლები?
-ჰო. ბაბუა ამბობს რომ აქ არიან
მზე აცხუნებდა სახეზე, თვალები აზიელივით ჰქონდა მოხუჭული და მაინც ბზინვარებდნენ, თავი გვერდით გადაეხარა, მარჯვნივ შეკრული კიკინა წელამდე აღწევდა, ორივე ხელით უჭერდა შუშის სუვენირს სადაც სილამაზე იყო რომ გადმოგეტრიალებია თოვლი წამოვიდოდა. გოგონას დიდხანს ვესაუბრე ამ შუშაზე რომ ლამაზია ვიფიქრე მეტყოდა აიღეო ბოლოს ვეღარ გავუძელი და ვუთხარი:
-მაჩუქე ეს მრგვალი ლამაზი შუშის სუვენირი
-გაჩუქო?
და გაეცინა, ბაბუამისს ახედა და უთხრა
-ბაბუ, გაიგე რა მითხრა? მაჩუქეო ბაბუ (თან იცინის) ცოტა კი დავიბენი, არა ცოტა არა, კარგად დავიბენი გაურკვეველი სახით ბაბუამისს ავხედე ის კი კეთილი საცოდაობით იღიმოდა, ზღვისფერ თვალება ბაბუა, მუქი ხორბილსფერი კანით და ნაოჭებით, უკეთილშობილესი მზერით და ვარდისებდი შინაგანი სილამაზით, შრომისგან დაღლილი ხელები მხარზე დამადო დაიხარა და მითხრა: ჩემი დიდი ბებიის და ბაბუის მშობლებმა ერთი პატარა რაღაცა მათ უთხრეს, ისინი კი ამ რაღაცას თაობიდან თაობას გადმოსცემდნენ დედები შვილებს, შვილები მათ შვილსა და შვილიშვილებს, შვილიშვილები მათ შვილებს და ა.შ
უნამუსო ბავშვური ერთსულებით ვერ მოვითმინე და შეკითხვა დავუსვი
-შეგიძლიათ მითხრათ რა?
-” არასოდეს თქვა სიტყვა “მაჩუქე”
თავზე ხელი გადამისვა და შეტრიალდნენ
ბაბუა და შვილიშვილი ხელჩაკიდებულნი ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით სადღაც მიდიოდენ მე კი შვიდი წლის ბიჭუნა დაბნეული ვიდექი და ვუყურებდი მათ, სანამ ჰორიზონტს არ გასცდნენ და სანამ თვალს სითბო არ მოაკლდა. ჩვენ არ ვართ ადამიანები, სანამ უბრალო ხალხის სილამაზეს ვერ შევამჩნევთ, სანამ მათსავით არ ვისწავლით აზროვნებას, ჩვენ არ ვართ ადამიანები თუ ძილის წინ იმათზე არ ვფიქრობთ, ვინც ცოტაში საკმარისს ხედავს და ვისთვისაც მატერიალიზმი არ წარმოადგენს არაფერს

ჩვენ ვართ ადამიანები
ზოგი.

15 responses to “გოგონა და ბაბუა, ზღვისფერი თვალებით.

  1. თათა იანვარი 26, 2014, 6:22 PM

    momewona tqveni gverdi….ketil saqmes emsaxurebit

  2. lalalaaaa მარტი 28, 2014, 8:13 PM

    gamarjobat dzalian maiteresebs aii dzalian mowons erti bihi da mida rom tavi movawono 4 welia irtieroba gvaqvs dzalian axlo

  3. mari აპრილი 24, 2014, 2:40 PM

    gamarjobat qalbatono qeti bavshvi yoveltvis giziandeba shenishvnaze aris 5 wlis da cdilobs winaswar itiros vidre rames amixsnide tu ra mizezit gaafuja an tu rame daaashava veranairad ver miudeqi ras mirchevdit

  4. ana მაისი 12, 2014, 4:09 PM

    qet ragac mainteresebs da sad gkitxoo?

  5. lika მაისი 26, 2014, 10:11 PM

    dzalian cudat v ar chemi ertad erti survilia monazvnad agkveca da rogor moviqce ra gavaketo mitxarit

  6. Dalier მაისი 12, 2015, 3:06 PM

    ყველაზე საინტერესო პოსტები ფსიქოლოგიაში – http://www.qwelly.com/group/psychology/forum

  7. lika ნოემბერი 6, 2016, 1:16 PM

    au gavgizdi
    megobari davkarge 1 klasidan moyolebuli ertad viyavit

  8. saba თებერვალი 1, 2019, 9:21 PM

    ქეთი შენთან პირადად მინდა გასაუბრება თუ შესაძლებელია

დატოვე კომენტარი