Category Archives: გასართობი

კარგი დიასახლისი ხარ? – (ტესტი)

მამაკაცების 20% თვლის, რომ კარგი დიასახლისობა მეუღლის მთავარი ღირსებაა.

ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად ეკიდება საოჯახო საქმეებს. ზოგს ისინი ბედნიერებას ანიჭებს-ზოგს კი მძიმე ტვირთად აწევს.… Read more of this post

. . . ? “

ისევ, რომ დავპოსტო შემოხვალთ?

თაობა,სახელად მელნისფერები INDIGO Kids

ესაა პოსტი უცნაური თაობის უცნაური ბავშვების უცნაურ ქცევაზე. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, შენც ამ თაობის ნაწილი ხარ .ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ საკითხზე სრულყოფილი სტატია ძალიან მწირია ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არაა. ჰოდა მოდი ყველაფერი ფაქტებით დავიწყოთ Read more of this post

სახალისო ტესტი -))))))))))))))))))

პირველ რიგში აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ციფრები 1-დან 14-ის ჩათვლით და გაეცით შემდეგ კითხვებს პასუხი :

(არ წაიკითხოთ ქვემოთ დაწერილი კითხვები სანამ არ უპასუხებთ)

1. რა გქვია?
2. გიყვარს ოცნება? (დიახ ან არა)
3. გიყვარს ნაყინი? (დიახ ან არა)
4. ბიჭის სახელი.
5. ციფრი 1-დან 100-მდე.
6. ციფრი 1-დან 4-მდე.
7. როგორი საჭმელი გიყვარს,ტკბილი,ცხარე თუ მლაშე?
8. გიყვარს შოკოლადი? (დიახ ან არა)
9. გიყვარს ცეკვა? (დიახ ან არა)
10. ციფრი 1-დან 32-მდე.
11. ციფრი 1-დან იმ ციფრამდე რომელიც წინა კითხვაში (10) დაწერე.
12. საყვარელი ცხოველი.
13. საყვარელი მოსაფერებელი სიტყვა.
14. ყოფილხარ ანტარქრტიდაზე? (დიახ ან არა)

თუ ყველა კითხვას უპასუხე გადავიდეთ მეორე ეტაპზე. ახლა წაიკითხე ქვემოთ მოცემული კითხვები,უპასუხე ისინი რაც ფურცელზე დაწერე და იხალისე :)))

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
1. შენი სახელი?
2. დარწმუნებული ხარ?
3. გიკოცნია როდესმე?
4. ვისთვის?
5. რამდენჯერ?
6. რამდენი ქულით შეაფასებდი?
7. როგორი გემო ჰქონდა?
8. სადმე გაისეირნეთ?
9. კარგი ბიჭია?
10. რამდენი კბილი აქვს?
11. შენ რამდენი კბილი ჩამოუღე,კოცნის მერე რომ გაარტყი?
12. ვის ან რას დაემგვანა?
13. და მან რა გითხრა?
14. კიდევ გაიმეორებდი? :)))

 
 
 

როგორც მთხოვეთ “სხეულის ენა” როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ქცევის მიხედვით მისი ხასიათი ?

თქვენც გეცოდინებათ რამე, მგონი საკმაოდ საინტერესოა

მამაკაცის ხასიათში მორიგი ფსიქოლოგიური ექსკურსის ჩატარებას შევძლებთ, თუკი მას კანფეტებით გავუმასპინძლდებით და დავაკვირდებით, რას უზამს კანფეტის ქაღალდს.

• ქაღალდისგან პატარა გემს აკეთებს? გამომგონებელია. ასეთ მამაკაცებს ექსპერიმენტები უყვართ და ავანტიურაზეც თანხმდებიან ხოლმე. თანაც, სიახლის წყურვილი ინტიმურ ცხოვრებაშიც ვლინდება, ხანდახან თქვენი სურვილის გათვალისწინების გარეშეც. ამიტომ ყურადღებით იყავით.

• თუ აკორდეონივით კეცავს, სერიოზულ საგონებელშია. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემები აქვს და გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. შეგიძლიათ ამაში დაეხმაროთ, მაგრამ პრობლემის გადაჭრით კი არა, დანარჩენის მოგვარებით. შეუქმენით მაქსიმალურად კომფორტული ყოფითი პირობები, მაშინ თქვენი მეგობარი მთელი სერიოზულობით მოგეპყრობათ.

• როცა თქვენი რჩეული ქაღალდისგან ბურთს აკეთებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის დაიღალა რაღაც კონკრეტული საქმისგან კი არა, ყოველდღიური რუტინისა და საზრუნავისგან. თუ გსურთ მისთვის აუცილებელი გახდეთ, მის ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანას შეეცადეთ: მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასეირნება, ლაშქრობა თეატრში ან უბრალოდ რომანტიკული საღამო სანთლებით.

• მამაკაცები, რომლებიც ქაღალდს კონვერტად კეცავენ, როგორც წესი, პუნქტუალურები არიან და წესრიგი უყვართ. გარდა ამისა, ყოველთვის დასახული მიზნისკენ მიდიან, რადაც უნდა დაუჯდეთ, სულ ერთია, ეს კარიერას ეხება თუ ურთიერთობებს.

• თუკი ქაღალდს ნაკუწებად ხევს, ყურადღებიანი და მომთმენი იყავით. როგორც ჩანს, სტრესი აქვს, რომლიდანაც ვერ გამოდის. ამ მდგომარეობაში შარიანია და ნერვული, ამიტომ ნუ გააღიზიანებთ და არ გააკეთოთ ისეთი რა, რაც მას არ მოსწონს.

• ასწორებენ ქაღალდს მამაკაცები, რომელთა ბუნებაში ვინმეზე ზრუნვის სურვილია ჩადებული. მართალია, ისიც სურთ, რომ მათზე იზრუნონ. ასეთ მამაკაცთან ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იქნებით.

• მილებად ახვევენ ქაღალს ის მამაკაცები, რომლებსაც სიყვარულში იმედგაცრუება ხვდათ წილად. მათგან ინიციატივის გამოვლენის ლოდინი დიდხანს მოგიწევთ, ამიტომ თუ მოგწონთ, ყველაფერი თქვენს ხელში აიღეთ.

• თუ თქვენი ნაცნობი ქაღალდისგან ჩალიჩს (იგივე ჟგუტი) ახვევს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავს ვერ ურიგდება. როგორც წესი, ასეთი მამაკაცები უამრავი კომპლექსისგან იტანჯებიან და ამიტომ მთელ ქვეყანას უბრაზდებიან. თუკი დაეხმარებით ამ პრობლემასთან გამკლავებაში, გულწრფელ მადლიერებას იგრძნობთ. უთხარით ხოლმე კომპლიმენტები, ხაზი გაუსვით დამსახურებებს – დაეხმარეთ თქვენს მეგობარს, ირწმუნოს საკუთარი თავის, ამით თქვენც ბევრს მოიგებთ.

სცადეთ აბა თუ გამოგივათ . . .

მარჯვენა ფეხი აწიეთ ჰაერში..(მარტო მარჯვენა..თანაც იატაკთან ახლოს..ძაანაც ნუ გაიპარჭყებით)..და შემოხაზეთ წრეები..საათის ისრის მიმართულებით…(ჰაერში)

მერე აიღეთ მარჯვენა ხელი..კი არა და ჰაერში აწიეთ..და შემოხაზეთ ექვსიანი…

ფეხის მიმართულებას დააკვირდით…შეიცვლის…ძაანაც რო ეცადოთ მაინც ეგრე იქნება.. :დდდდ

ტესტი ) რაზე მეტყველებს თქვენი სიცილი?

თუ სიცილის დროს ნეკი თითით ეხებით ტუჩებს
საკუთარი შეხედულებები გაქვთ ქცევის წესებსა და მანერებზე და მათ მკაცრად იცავთ, ამასთან, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ.

თუ სიცილის დროს ტუჩებზე ხელს იფარებთ
ცოტა მორცხვი ხართ და საკუთარი ძალების არ გჯერათ. აქტიურობას ერიდებით, ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ. თავს მაშინაც კი უხერხულად გრძნობთ, როცა გაქებენ. გირჩევთ, ნუ გაგიტაცებთ თვითანალიზი და თვითკრიტიკა.

თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ
მიმნდობი ხართ. ხშირად გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად ნაბიჯებსაც დგამთ, ამ დროს მხოლოდ ინტუიციით ხელმძღვანელობთ. უმჯობესია, გონებას დაუჯეროთ.

თუ სიცილის დროს ხელით სახეს ეხებით
მეოცნებე ხართ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ არ ღირს არარეალური ოცნებებისთვის თავგანწირული ბრძოლა. რჩევა: პრობლემებს უფრო რეალურად მიუდექით, ფხიზლად იყავით და ყველაფერი რიგზე იქნება.

თუ სიცილის დროს ცხვირს იჭმუხნით
თქვენი გრძნობები და შეხედულებები ცვალებადია. ემოციური და ჭირვეული ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ემორჩილებით წუთიერ განწყობას, რაც თქვენ და გარშემო მყოფებსაც სირთულეს გიქმნით.
თუ ხმამაღლა, მთელი ძალით იცინით
კეთილგანწყობილი, კეთილსინდისიერი ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ეგუებით სხვადასხვა გარემოებას და ადამიანებს. გრძნობებს ყოველთვის აკონტროლებთ. იშვიათად, ვინმეს აწყენინოთ ან თქვენი მიზეზით ვინმე დაზარალდეს.

თუ სიცილის დროს ხელით ნიკაპი გიჭირავთ
გაწონასწორებული, თავდაჯერებული, გონიერი ბრძანდებით. საქმიანი და მიზანმიმართული ხართ, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი. ასეთ სიტუაციებში ეცადეთ, საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედოთ.

თუ სიცილის განსაზღვრული მანერა არ გაქვთ, ინდივიდუალისტების ჯგუფს მიეკუთვნებით. ყველგან და ყველაფერში საკუთარი აზრითა და შეხედულებით ხელმძღვანელობთ. ხშირად სხვის აზრს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ბევრს არ მოსწონს.

ტესტი ) რამდენად გულწრფელი ხართ?

რამდენად გულწრფელი ხართ?

რამდენად გულწრფელი ხართ?

შეკითხვებს უნდა უპასუხოთ „კი“ ან „არა“.

1. გშურთ თუ არა მდიდარი ადამიანების?

2. გძულთ თუ არა რომელიმე თქვენი ნათესავი?

3. ხშირად მგზავრობთ უბილეთოდ?

4. შეგიძლიათ სკანდალის მოწყობა?

5. იყოფთ თუ არა ხელს ცხვირში?

6. გჩვევიათ თუ არა ფრჩხილების კვნეტა?

7. ხშიარად ცრუობთ?

8. გინატრიათ თუ არა სხვისი სიკვდილი?

9. გქონიათ კუჭის შეკრულობა?

10. დაგიყრიათ თუ არა ნაგავი ქუჩაში?

11. გქონიათ თუ არა სექსუალური ლტოლვა თქვენივე სქესის მიმართ?

12. მოგიპარავთ თუ არა რაიმე?

13. იგინებით თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე?

14. გიღალატიათ ოდესმე?

15. ხშირად გაქვთ სკანდალი ოჯახში?

დაითვალეთ შედეგები, ყოველ პასუხზე „კი“ დათვალეთ 2 ქულა, ხოლო პასუხზე „არა“ 0 ქულა.

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________

0 – 12 ქულა. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი უარყოფითი თვისებების შესახებ ხმამაღლა ისაუბროთ. არ გახასიათებთ თვითკმაყოფილება, лицемерить პირიქით, ცდილობთ ადამიანებს ისეთი ეჩვენოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. მთავარი ღირსება კი, რაც გაქვთ, გყოფნით ძალა, საკუთარი შეცდომები თავადვე აღიაროთ. მაგრამ , იცოდეთ, არ ღირს ნაკლზე ყურადღების გამახვილება. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მისი აღიარება კი ყველას არ შეუძლია.

13–22 ქულა. ორიდან ერთია: ან იდეალური ხართ, ან ბოლომდე რაღაცას არ ამბობთ. იქნებ, უბრალოდ, არ ხართ მზად საკუთარი შეცდომები აღიაროთ. თუ მაინც ჩათვლით, რომ ტესტის შეკითხვებისთვის მაინცდამაინც გულწრფელად არ გიპასუხიათ, გაიარეთ თავიდან .

23–30 ქულა. ალბათ თქვენთვის ტესტის გარეშეც უთქვამთ, რომ ყოველთვის გულწრფელი არ ხართ. თუმცა, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, თქვენი პირადი საქმეა. ადამიანი თავად ირჩევს, როგორ იცხოვროს. ალბათ კითხვებზე სწორად არ გიპასუხიათ, რადგან ადამიანი არ შეიძლება იდეალური იყოს. გულწრფელობა თქვენი თვისება არ არის, როგორც ჩანს, ის არც გჭირდებათ ))

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები “მარშუტკაში”

Read more of this post

ტესტი მეგობრობაზე )))))))

fsiqologia.wordpress.com

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

ტესტი:

* უთხარით მას: “შეჩემა”

ტესტის პასუხი:

1.თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ესე იგი ახლობლობა შედგა. წინ დიდი მწვერვალებია.
2. თუ ამ სიტყვის წარმოთქმისას ადრესატის მიმართ გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ, ან ენა მისით მიიწევს შემოკლებულ-წაყრუებული ვარიანტებისკენ (შჩ, შეჩე), ესე იგი ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
3.თუ ამ სიტყვით მიმართვის შემდეგ ადრესატის მხრიდან იგრძენით მიუღებლობა, მაშინ:
(ა) იგი არ არის თქვენთან ისე ახლოს, როგორც თქვენ გეგონათ
ან
(ბ) მისთვის თვით სატესტო სიტყვაა მიუღებელი და… ამდენი თუ აღარ იცით ადამიანზე, რაღა ახლობლობას ატესტირებთ(?!)

ტესტის წარმატების აუცილებელი პირობაა არ დაუთმოთ მის მომზადებას 5 წუთზე მეტი, ხოლო შედეგების ანალიზს – 3 წუთზე მეტი