ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ღირსშესანიშნავი წვრილმანები

553252_430476703700751_1505367185_n
მარტო ვიყავი სოფელში, აპრილში და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი მხვევდა თავბრუს, ატმის ხეებით იყო ბაღი დამშვენებული, აქამდე არსად მენახა მსგავსი სილამაზე, ვერ შევადარებ ვერაფერს.
ჩემი სახლი ტბის პირას იყო, ხის.
ირგვლივ სიჩუმე, მხოლოდ ტყე და არავითარი დასახლება , იქ ხშირად ჩავდიოდი დასასვენებლად ერთი ან ორი დღით, სრულიად მარტო, ულამაზესი ხედი ამშვენებდა ყველაფერს, ძნელია იქ გაბრაზდე, ან რაიმე ცუდზე იფიქრო. წარმოიდგინეთ როგორ ჩადის მზე იქაურობა თითქოს ბრწყინავდა, რამდენიმე საათით ვემშვიდობებოდი არემარეს, რომ ღამის წყვდიადში არ მოეწყინათ მე მათ ვპირდებოდი, რამდენიმე საათში ისევ ამოვა მზე, ისევ გაანათებს არემარეს, ისევ მოზარდი გოგონას თმასავით ილაპლაპებს ტბა
ტბაში კი თეთრი გედები.
არაფერზე ვფიქრობდი, შემეძლო დილიდან საღამომდე ტბის პირას ვყოფილიყავი და მეფიქრა
სრულიად არაფერზე ! იქაურობა ზღაპარს ჰგავდა, ნეტავ სხვაგან არის მსგავსი სილამაზე?
აქვთ თუ არა სხვა ქვეყნებში ბედნიერება, ასეთი რამ დაინახონ და განიცადონ, შესუნთქული ჰაერი იმდენად სუფთა იყო ფილტვებამდე მწვდებოდა და სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულს ედებოდა, რომ ბინძურ ქალაქამდე გამომყოლოდა ბუნების სისათუთე. ეს ჩემი საქართველოა, ვიცი რომ ასეთი სილამაზე ყველა კუთხეში გვაქვს, ვიცი რომ არც-ერთ ქართველს არ ეგულება მსოფლიოში ამაზე დიდი მშვენება, ვიცი რომ მხოლოდ ისინი წუწუნებენ სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე, ვისაც ჯერ ეს სილამაზე ნანახი არ აქვს, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ეიფელის კოშკის ნახვა გინდოდეს, როცა ჯერ მწვანე კონცხზე არ გიბანავია, ან როგორ უნდა გინდოდეს ვენეციაში ნავით გასეირნება, როცა ჯერ სიღნაღის ქუჩები არ დაგიტკეპნია, როგორ უნდა ოცნებობდე ამერიკის, ან ინგლისის ნახვაზე, როცა მშობლიური მთის მწვერვალზე, ციცაბო კლდეზე ფეხით არ ასულხარ. რატომ უნდა გინდოდეს სხვადასხვა კუნძულებზე, როცა მხოლოდ საქართველოში, მთებში ჩაძირული სამოთხე გვაქვს, როცა აფხაზეთი ამშვენებს ამ დედამიწას, მართლაც სად არის სხვა საქართველო ?
სად?
მაბნევს სხვადასხვა კითხვები და არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა ნახო ადამიანმა, მაგრამ რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ნახვის სურვილის ძალა, საკუთარ ქვეყანაზე ძლიერი ? როგორ შეიძლება გავრიყოთ ერთმანეთი ? ბევრი იძახის სამწუხაროდ დღეს სამეგრელოზე და მეგრელ ხალხზე ცუდს, რატომ ხალხო ?
მატყუარები? ქართველებს ყველას გვიყვარს ტყუილი, მარტო მეგრელებს არა, ქართველები ყველა გამძვრალები ვართ და აფერისტები, არავინ შემეწინააღმდეგოს, გთხოვთ !
სამეგრელო ხომ ჩვენი ქვეყნის ნაწილია, პატარა სამეგრელო გემრიელი კერძებითა და ულამაზესი ადგილებით.
ვერ ვხვდები რატომ არის აჭარული
ჭო ცუდი და კახური ჯო კარგი
რატომ რიყავთ და იგდებთ მასხრად საქართველოს კუთხეებს და მათ შორის ხალხს, თუ მაღალმთიან აჭარაში დღეს ჭოს ამბობენ, ან სხვა დიალექტით საუბრობენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი დასაცინი არიან, პირიქით ჩვენი კუთხეების უნიკალურობა სწორედ ჩვენს დიალექტშია, მე ალბათ გული დამეწვება და დარდით მოვკვდები
ერთ მშვენიერ დღეს გურიაში არ მითხრან
-წამოი იქინე ცა
ან იმერეთში დაია არ დამიძახონ, ალბათ ძალიან დამწყდება გული, რატომ ვერ ხვდება ბევრი, რომ სამარშუტო ტაქსებში „მარშუტკაში“ ჩართული ნინო ჩხეიძე უფრო მითბობს გულს, ვიდრე თურქული სიმღერები, ძალიან ბევრი წვრილმანია რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მათზე ვიცინით და მასხრად ვიგდებთ.
თქვენ ყველას გაქვთ სოფლები და სანამ Facebook’ზე სხვა ქვეყნების ბუნებას დაათვალიერებდეთ და კომენტარს დაწერდეთ: აუუუუ, მინდა აქქქ 😦
კარგად დაფიქრდით, თქვენს სოფელბში თუ უფრო ლამაზი ადგილები არაა, ვიდრე ის.

1 responses to “ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ღირსშესანიშნავი წვრილმანები

  1. maiko ივნისი 29, 2014, 10:41 AM

    vauu yoochaag dzn magarixaarr genacvale sulshi

დატოვე კომენტარი