ძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო

555378_414683205280101_1512573044_n
ძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო
შეუძლებელია !
შეუძლებელია თვალი გადაავლო შენს პაწაწუნა ცხოვრებას და ვიღაც გულნატკენი არ დაგხვდეს, შეხედო და გულზე ეკალივით არ მოგედოს მისი სევდა…
ხომ აგრეთვე შეუძლებელია ვიღაც უპასუხოდ დატოვო
ათასი უკმაყოფილო
ვალები, დაუბრუნებელი ნივთები, შენგან მივიწყებული დაპირებები
ძნელია უყურო ადამიანის სახეს სულ მომტირალს, მირცვლებულს სხეულს მიგავს მაშინ გული, სადაცაა უნდა გასკდეს ბოღმისგან, მეც ვითრგუნები და მზე მინდება
. მზე თბილი, კაშკაშა
მზე … რომელსაც ყველა ბავშვი ერთნაირს ხატავს, მაგრამ დანახვით ვერავინ უსწორებს თვალს
რამდენჯერ ვცადე მენახა,მაგრამ სულ ცრემლები მრჩებოდა მწვანე თვალებზე …
ეს არის საათივით აწყობილი დედამიწა და ცხოვრება, ყველას კმაყოფილს ვერ დატოვებ ! მაშინ ღმერთი უნდა იყო და მაშინაც გამოყოფდნენ თავს სადღაც უკმაყოფილონი, ვინც დღეს რესტორანში ვერ წავიდა და ამის გამო შენ დაგადებდნენ ბრალს. რამდენჯერ მიფიქრია “ღმერთობა” იმაზეც დავფიქრებულვარ რა საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი, ისმინო მილიონობით ლოცვა
ჩურჩულით ნათქვამი უფალო დამიფარე და ყველა შენს იმედზე
თითქოს შენ ორგანიზმი ხარ და ეს სურვილები სისხლი, ყველა აუსრულებელი სურვილი თითო წვეთ სისხლის ფასად გიჯდებოდეს და
ბოლოს მაინც კვდებოდე
უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთი ხარ და მაინც ვერ მოერიე გაუმაძღარი ხალხის სურვილებს !
ყველას რომ თითო სურვილს უსრულებდე?
მილიარდს გთხოვდი, უეჭველად
… მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ჩემს გარდა რამდენი გთხოვდა ამ მილიარდს, ფულიც უფასური გახდებოდა, არა, რაღაც ორიგინალური უნდა მოვიფიქრო ღმერთო რომ გთხოვო !
მოდი მე ვიქნები ერთი და გაბედული, მოდი ერთი დღე ღმერთად მამყოფე
არ მეშნია თუ ამ სურვილის გამო ჯოჯოხეთში დავიწვები, მე სიყვარულით მაქვს გული აღსავსე, ცოტათი მეტი ვარ შენი სხვა ქმნილებებისგან, მე შენი არ მჯერა და ილუზიებით გესაუბრები…
მოდი მოვისურვებ და ჩემი ქვეყანა ყველაზე ცნობილი გახდეს. ძნელია იყო ღმერთი?
მოდი ისე ვქნათ, რომ შემდეგი სურვილები სამუდამოდ აუსრულებელი დარჩეს
-არ იყოს სიკვდილი
-არ ვბერდებოდეთ
-არ ვიბადებოდეთ მახინჯები (ფიზიკურად განსხვავებულები)
-არ არსებობდეს გულის ტკენა

ხ ა ლ ხ ო !!! რატომ ვერ ვსწავლობთ ამა თუ იმ მოვლენის დაფასებას? მინდა ღმერთი ვიყო 1 დღით, ჩაგყვიროთ და ჩაგჩხავლოთ ყურებში რეალობა, აგახელინოთ თვალები და შემდეგ ისევ ვიყო მე !
ვიბნევი ! არც ის არ მინდა ყველამ სიმართლით იაროს
არა, ვერაფერში შემაქვს ცვლილება ისე უნიკალურადაა მოწყობილი ყველაფერი
მათხოვრები და შიმშილი რომ არ არსებობდეს, აბა ვის ვუყურო მე? ვინ მაძლევდეს მე სწავლისთვის და სამსახურისთვის სტიმულს?
სიკვდილი რომ არ იყოს, როგორ მივხვდე მე ცოცხალის ფასს?
რომ არ ვბერდებოდეთ, საიდან დავაფასო მე ჩემი საუკეთესო წლები?
რომ არ არსებობდნენ მახინჯები, სილამაზე როგორ დავაფასო ?
გულის ტკენა როგორ არ უნდა არსებობდეს
ხააალხო, ჯაამათნო ?
როგორ დავაფასო მე ჩემი ღიმილის მიზეზი, თუ ერთხელ მაინც არ მეტკინა გული ?
ნელ-ნელა ვხვდები კი არა, უკვე მივხვდი რომ მთავარია დაფასება ვისწავლოთ
განა ადამიანების?
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს !!!
ძნელია მოკვდე შემდეგ კი გითხრან:
-უკან მიიხედე, იქ შენი განვლილი ცხოვრებაა
რამდენ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩენ, რამდენ გულის ტკენას, რამდენ სილამაზეს და სიმახინჯეს, სიბოროტეს და სიკეთეს, რამდენ სიცოცხლეს აღმოაჩენ და შემდეგ მიხვდები ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც არის
ინანებ !
რა თქმა უნდა ინანებ უეჭველად ინანებ, თვაშიც წამოირტყამ ხელს
აუ, აუს ძახილში შეიძლება თავიც აგტკივდეს, მაგრამ ღიმილი უნდა შემოირტყა ალმასის ქამარივით სახეზე, კარგად რომ ჩაყვე ცხოვრებას, ბევრ კარგს დაინახავ
იმას, თუ როგორ აძლევდი ბავშვობაში მათხოვარს ფულს
ან იმას, თუ როგორ დაუთმე ქალბატონს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილი იყო და იმ დროს რომ შენ ადგილი არ დაგეთმო, ალბათ გული წაუვიდოდა !
ბევრი რამ არის, ბევრი წვრილმანი, ბევრი ცრემლი და გაღიმება
ცხოვრება ძალიან მშვენიერი რამ არი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მშიერს ჭამა შეგეძლება, დაღლილს დასვენება, მოწყურებულს დალევა და ა.შ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რა ცოტა გჭირდებათ თითოეულს ბედნიერებისათვის
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=xHcZx7Xu1K8
ვცდილობ რეალურად შევხედო ყოველთვის ყველაფერს
ცხოვრება, სულ მინდა ამ უცნაურ მოვლენაზე ვისაუბრო და ყოველთვის უპასუხოდ მრჩება საბოლოო კითხვები … უბრალოდ ძნელია რაღაც-რაღაცეებს გაუმკლავდეს ადამიანი
იცით რა არის სილამაზე?
სილამაზე არის შვილის თვალები
სილამაზეა როცა სარკეში იყურები და საკუთარ თავს ხედავ, იცი რატომ? იმიტომ, რომ მხედველობა გაქვს !

სილამაზეა ისიც, რომ გესმის, აღიქვამ აცნობიერებ
უბრალოდ ჯერ 80%’ს არ დაუკარგავს არც-ერთი, თორემ უეჭველად დააფასებდა
მე არ ვცდილობ ამ ჩემი ჩამალული პოსტით ვინმეს რაიმეზე ავახელინო თვალები ! მე უბრალოდ ვწერ
ცხოვრება საჰაერო ბუშტს ჰგავს, რომელიც ბევრი საინტერესო ემოციებით არის აღსავსე
საინტერესო ადამიანის ცხოვრება კიდევ ისეთი მსუქანია გეგონება ესესაა უნდა გასკდესო
ძნელია გაიღიმო როცა ამდენი რაღაცის თქმა გინდა
როცა შენთვის მნიშვნელოვანს ეხებიან, შენ კიდევ იმის ნაცვლად
-ხელი გაუშვი, ჩემია ეგ საზიზღარო ! უნამუსო !
უბრალოდ იღიმი და ყურადღებას არ აქცევ

ძნელია იცხოვრო გაიარო უკანმოუხედავად და ყველა გაღიმებული დატოვო
ძნელია იცხოვრო
ი ც ხ ო ვ რ ო !

5 responses to “ძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო

  1. Miranda Joxadze მაისი 2, 2013, 9:49 AM

    auuu sahooollllllllllllllll …amis avtorssssssssssssss ❤ shemiyvardaaaaaaaaaaaa

  2. mari მაისი 9, 2013, 9:52 PM

    dzalian kargi iyo da bevr rameze davfiqrdi. aseve bevri rame viswavle. madloba

  3. s იანვარი 17, 2014, 1:20 PM

    mec bevrjer mipiqria msgavs temebze da xandaxan megona ro ubralo chveulebrivi giji var magram axla mixaria rom samyaroshi marto ar vaaar da kidev vinme piqrobs msgavs temebzee sagooool supeeer:):):)

  4. s მარტი 22, 2014, 1:06 PM

    მართლა არაჩვეულებრივია, ძალიან კარგია. ამის დამწერს ეტყობა, რომ განათლებული ადამიანია:) სიმარტლე რო გითხრათ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია მეც და ძალიან ბევრჯერაც მნდომებია, რომ შემძლებოდა ოდესმე ამის გაკეთება და ხალხისთვის ჩვენება, მაგრამ ამაოდ, ყველა თავის სიმარტლეს უყურებს რაც პასიმიზმით და სიძულვილით არის სავსე, ცხოვრების პლიუსებს არასოდეს არ უყურებენ:/ და ეს მათი ძალიან დიდი შეცდომაა

  5. Creep მარტი 30, 2014, 8:14 AM

    :* ❤ dzaian magaria ❤

დატოვე კომენტარი